logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სოციალური მედიცინის ცენტრის რეკომენდაციები

მიმდინარე ზაფხული უჩვეულოდ გრილია, მაგრამ ცხელი დღეები ჯერ კიდევ წინ გველოდება. ზაფხულის სეზონი მზის მაღალი გამოსხივების და ჰაერის მომატებული ტემპერატურის გამო ხშირად ჯანმრთელობის გაუარესების პირობებს ქმნის. განსაკუთრებული ყურადღება ზაფხულის ცხელ დღეებში უნდა მიექცეს სწორ კვებას, პირადი ჰიგიენური ნორმების დაცვას და ცხოვრების ჯანსაღი წესის გათვალისწინებას..
გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში მაღალია ალერგიულ რეაქციათა რისკი. ალერგია ორგანიზმის მომეტებული მგრძნობელობაა ისეთ გარე ფაქტორებზე, რომლებიც თავისთავად ავადობის გამომწვევები არ არიან. ალერგენებს შორის მრავლადაა საკვები პროდუქტი. ზაფხულის პერიოდში მწვავდება სეზონური ალერგიები, როგორიცაა თივისმიერი ცხელება, ალერგია მცენარეების მტვერზე, ინსექტური ანუ მწერის ნაკბენით გამოწვეული ალერგია და სხვა. ალერგიული რეაქციის პირველივე სიმპტომის გამოვლენისას აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს-ალერგოლოგს ან იმუნოლოგს. არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ თვითმკურნალობის მიზნით რეკლამირებული პრეპარატი. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ბავშვებთან. ექიმის დანიშნულების გარეშე პრეპარატის გამოყენებამ და თვითმკურნალობამ შეიძლება გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგიყვანოთ.
საქართველოს ტერიტორიაზე სინოპტიკოსები საკმაოდ ცხელ ზაფხულს ვარაუდობენ. ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო ორგანიზმი კარგავს სითხეს გამოყოფილი ოფლის ხარჯზე. მომეტებული ოფლიანობით ზიანდება კანი და ხილული ლორწოვანი გარსი. ამის თავიდან ასაცილებლად ხშირად მიიღეთ შხაპი. განსაკუთრებით ეფექტურია კონტრასტული შხაპის მიღება. შეეცადეთ გამაგრილებელი შხაპი იყოს მაღალი ტემპერატურის. იგი უზრუნველყოფს ორგანიზმის გაგრილებას სხეულის და გარემოს ტემპერატურათა სხვაობის მიღწევის ხარჯზე. სითხის დაკარგვით გამოწვეული ორგანიზმის წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია სითხის მიღება დიდი რაოდენობით. იქნება ეს ონკანის წყალი თუ ნატურალური წვენები ან შინ დამზადებული კომპოტები. ისინი, ვისაც აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ პრობლემები-გასტრიტი, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, კუჭქვეშა ჯირკვლის პათოლოგია, უნდა მოერიდნონ არაალკოჰოლურ გაზიან სასმელებს, ვინაიდან მათ შეიძლება გამოიწვიონ არსებული დაავადების გართულება. აღნიშნული სასმელების მიღებისგან მათ თავი არა მხოლოდ ზაფხულის პერიოდში უნდა შეიკავონ.
მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. ზაფხულის მოსვლასთან ერთად დგება ზღვის საკურორტო სეზონი და იზრდება თერმული გადახურების და დამწვრობის რისკი. დაიცავით პლაჟზე ყოფნის რეჟიმი. გაირუჯეთ მხოლოდ დილით და ნაშუადღევს, მზის აბაზანების მიღებისას გამოიყენეთ გასარუჯი სპეციალური საშუალებები. ყურადღება მიაქციეთ ეტიკეტზე მითითებულ ულტრაიისფერი სხივების ფილტრის მაჩვენებელს. ულტრაიისფერი გამოსხივება ონკოლოგიურ დაავადებათა განვითარების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. მზის აბაზანებს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდნონ ის ადამიანები, რომელთაც აღენიშნებათ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია. ზაფხულში მაღალია ულტრაიისფერი გამოსხივებით გამოწვეული ე.წ. ფოტოდერმატოზის რისკი. ეს არის მზის სხივების მიმართ ორგანიზმის მომეტებული მგრძნობელობითი რეაქცია, რომელიც ფოტოალერგიული რეაქციით და სხვადასხვა სახის გამონაყარით ხასიათდება.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს. 2 წლამდე ასაკის ბავშვების ზღაზე წაყვანა არაა რეკომენდირებული. უმჯობესია მიაშუროთ მთას ან დაისვენოთ დაბლობში.
ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით თქვენ თავიდან აიცილებთ არასასიამოვნო გართულებებს და ზღვა და მზე მოგანიჭებთ სიამოვნებას.
ორიოდე სიტყვით შევეხოთ კვების რეჟიმს და რაციონს. შეეცადეთ მიიღოთ დიდი რაოდენობით ხილი და ცოცხალი ბოსტნეული. ვიტამინიზირებული საკვების მიღება გააძლიერებს იმუნური სისტემას და ორგანიზმის მდგრადობის წინაპირობას შექმნის მომავალი სეზონის რისკ-ფაქტორებთან გამკლავებისთვის.
ზაფხულში იზრდება ნაწლავურ ინფექციათა რისკი, რომელიც განსაკუთრებით მაღალია ბავშვებში. მიაქციეთ ყურადღება ბავშვებს-არ მიიღონ გაურეცხავი ხილი, ბოსტნეული, დაეხმარეთ მათ დაიცვან პირადი ჰიგიენის ნორმები.
ნუ მიირთმევთ კუსტარული წესით დამზადებულ დაკონსერვებულ და შებოლილ პროდუქტს.
მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს. როგორც ცნობილია ამ სეზონზე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ლუდი, როგორც ზრდასრულებში ასევე მოზარდებშიც - მას ერთნაირად ეტანებიან ვაჟები და გოგონები. მართალია ლუდი დაბალალკოჰოლურ სასმელს წარმოადგენს, მაგრამ ზაფზულში მისი ჭარბად მიღება შედეგებით არ ჩამოუვარდება ალკოჰოლის მაღალი შემცველობის პროდუქტს. ლუდის მიმართ ძლიერი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ლუდის ალკოჰოლიზმის ჩამოყალიბებაზე მიუთითებს. ამ უკანასკნელის მასშტაბები მწარმოებლების მხრიდან პროდუქტის ფართო რეკლამირების გამო ყოველდღიურად იზრდება.
თავი შეიკავეთ თამბაქოს მოხმარებისგან. მაღალი ტემპერატურა, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ თამბაქოს თუთუნში შემავალი ალკალოიდები ურთიერთსაწინააღმდეგოდ მოქმედებენ სისხლძრაღვებზე, რაც გულ-სისხლძარღვთა არსებული პათოლოგიების გამწვავების მიზეზი ხდება.
განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ მაწანწალა ცხოველებთან შეხვედრისას, ვინაიდან დიდია ცხოველის მხრიდან თავდასხმის შედეგად ცოფით დაავადების შანსი. საეჭვო ცხოველთან კონტაქტის შემთხვევაში მიმართეთ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას და გაიკეთეთ ცოფის საწინააღმდეგო შრატი-ანტირაბიული ვაქცინა.
მიმართეთ ექიმს, თუკი გაგიმწვავდათ დაავადება. სოციალური მედიცინის ცენტრი გაფრთხილებთ-არ მიიღოთ პრეპარატი თვითმკურნალობის მიზნით. ამით თქვენ საფრთხეს შეუქმნით არა მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. გაითვალისწინეთ ჩვენი რეკომენდაციები და გისურვებთ ჯანმრთელობას!

სოციალური მედიცინის ცენტრი

2009.06.24


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006