logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დამსვენებლების ნაწილი შეშინებულია და ბანაობას პლაჟზე გარუჯვას ამჯობინებს

“ვართ თუ არა დაზღვეული დამსვენებლები იმისგან, რომ ზღვა სუფთაა და ბაქტერიული დაავადებების საშიშროება არ გვემუქრება?” - ასე აცხადებენ დღეს ბათუმში დასასვენებლად ჩასული ტურისტები. ზღვაზე საბანაო სეზონი დაიწყო.
ქალაქი ტურისტების დასახვედრად მზად არის, თუმცა უკვე ჩამოსული დამსვენებლების ნაწილი შეშინებულია და ზღვაში ბანაობას პლაჟზე გარუჯვას ამჯობინებს.
ზღვას ძირითადად მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემებიდან და კოლექტორებიდან ჩამავალი ჭუჭყიანი წყალი აბინძურებს. შავ ზღვაში დღე-ღამეში 130-150 ათასი კუბური მეტრი კანალიზაციის წყალი იღვრება.
ზღვის გამწმენდი ნაგებობა, რომელიც 60-იან წლებში დაბა ადლიაში აშენდა, დანგრეულია. 7 ჰექტარზე განლაგებული გამწმენდი ნაგებობის ტერიტორია მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსულ ეკომიგრანტებს უჭირავთ.
აუზები, რომლითაც ზღვის წყალი უნდა გაიწმინდოს, მდორე წყლითაა სავსე. გარემოს დამცველები აცხადებენ, რომ ზღვა სუფთაა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები ამ დასკვნას ეჭვით უყურებენ. გამწმენდ ნაგებობაზე არსებული მდგომარეობა და კოლექტორის სიახლოვეს სუნი ამ ეჭვს კიდევ უფრო ამძაფრებს.
ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ამ პრობლემის შესახებ მათთვის ცნობილია და 14 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის ფარგლებში ახალი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაა დაგეგმილი.
პროექტზე ავსტრიული კომპანია “პოსე და ჰიდრო” მუშაობს. ივლისის თვეში კი სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის გამოვლენის მიზნით ტენდერი ჩატარდება. მერის მრჩევლის განცხდებით, პროექტი სრულად 2011 წელს დასრულდება. თუმცა შესაძლოა, ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლა უფრო ადრე მოხერხდეს.
ახალი ნაგებობის ექსპლუატაციაში შესვლამდე საკმაოდ დიდი დროა. მანამდე მოსახლეობა ლაბორატორიების კვლევის შედეგებს ეყრდნობა, თუმცა როგორც აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში განაცხადეს, მათ სამსახურს მსგავსი პროგრამა არ აქვს და იგი საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს პრეროგატივაა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს შავი ზღვის მონიტორინგის ცენტრში კი აცხადებენ, რომ მათ მხოლოდ შავი ზღვის ქიმიური პარამეტრების განსაზღვრა ევალებათ და ამ მხრივ მდგომარეობა წინა წლებთან შედარებით ბევრად უკეთესია.
გარემოს დამცველებს ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლის ახალი მონაცემები ტურისტული სეზონის წინ ჯერ არ დაუფიქსირებიათ. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დაბინძურებული წყალი ზღვაში ფლორისა და ფაუნის რამდენიმე სახეობის გადაშენებას იწვევს. მათ შორისაა სარგანი და ორსაგდულიანი მოლუსკები.

თინათინ ჭკუასელი, ნიკა ტუღუში

http://presa.ge

2009.06.22


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006