logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    “5–ლარიანი დაზღვევის პროგრამა შუა გზაზე შეწყდა”

პარლამენტი იაფი დაზღვევის პროგრამაში მორჩენილი თანხებით დიალეზის პროგრამის დაფინანსების გაზრდას ითხოვს.
ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის განხილვისას  დეპუტატმა გიორგი გოდაბრელიძემ განაცხადა. 
მისი თქმით, იაფი დაზღვევის პროგრამაში მოსახლეობის ჩართვა ვერ მოხერხდა იმ აქტიურობით, რასაც ხელისუფლება ელოდებოდა. კერძოდ, იგეგმებოდა პროგრამაში 300 ათასი ადამიანის მონაწილეობა, რეალურად კი ეს ციფრი 35 ათასია.
შესაბამისად, იაფი დაზღვევის პროგრამისთვის გათვალისწინებული იყო 15 მილიონი და მხოლოდ 2 მილიონი ლარის ათვისება ხერხდება.
გოდაბრელიძემ დარჩენილი თანხების სხვა პროგრამებზე გადამისამართება მოითხოვა, განსაკუთრებული ყურადღება კი დიალეზის პროგრამაზე გაამახვილა.
დეპუტატის განცხადებით, დარჩენილია 60 ადამიანი, რომელთა პროგრამაში ჩართვა მომავალი წლისთვის გადაიდო, მათი მკურნალობის წელსვე დაწყებას კი, მხოლოდ 400 ათასი ლარი სჭირდება.
დიალეზის პროგრამაში სულ 700-მდე ადამიანია ჩართული, რაც, დაახლოებით, 10 მილიონამდე ლარით ფინანსდება.
ამ ინიციატივას გაუმართლებლად მიიჩნევს მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ``ჯეპრას`` დირექტორი სოსო გალუმაშვილი. იგი ამბობს, რომ დაუშვებელია, ამ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროგრამის კონკრეტულ პროგრამებზე ``გაცვლა’’. მისი თქმით, არ შეიძლება ამ პროგრამის შუა გზაზე გაჩერება.
``5 ლარიანი დაზღვევა არის საშუალება იმისათვის, რომ მინიმალურმა ტრავმამ ადამიანი მყისიერად არ ``გადააგდოს`` სიღარიბის  ზღვარს ქვევით. გოდაბრელიძის განცხადება არის უპასუხისმგებლო და გაუაზრებელი. თუ სახელმწიფოს სურს დაეხმაროს დიალიზის პროგრამაში ვერ მოხვედრილ 60 ადამიანს, ამის გაკეთება ისედაც შეუძლია და როდესაც ბიუჯეტს ზრდიდნენ, ეს მიზერული თანხა - 400 ათასი ლარი უნდა შეეტანათ ბიუჯეტში.
იაფი დაზღვევის პროგრამა უნდა გაგრძელდეს და ამას, ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი დატვირთვა აქვს.
პირველ რიგში, ამ პროგრამით ხდება მოქალაქეთა ჯანდაცვის საკითხების მოგვარება.  მეორეც: სახელმწიფოში ხდება დაზღვევის კულტურის დანერგვა, რაც მომავალ საპენსიო და სადაზღვევო რეფორმებს ხელს შეუწყობს.  დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროგრამაში 140-150 ათასი ადამიანის ჩართვა სავსებით შესაძლებელია. პროგრამა არ უნდა გავწიროთ იმის გამო, რომ თავიდან ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან დასაზღვევთა არასწორი და არაგონივრული რაოდენობა იყო დასახელებული. საჭიროა მეტი და სწორად გათვლილი კომუნიკაცია სამიზნე აუდიტორიასთან,’’ – ამბობს გალუმაშვილი.
მისი თქმით, პროგრამა უნდა გაგრძელდეს დაშვებული შეცვომების გათვალისწინებით და მან უფრო სრულყოფილი სახე უნდა მიიღოს. ``საქათველოში დარჩა საზოგადოების ნაწილი, რომელიც ვერ მოხვდა ვერანაირ პროგრამაში და ნებისმიერი სამედიცინო სახის პრობლემა უზარმაზარ საფრთხეს უქმნის მათ მატერიალურ კეთილდღეობას,’’ – ამბობს სოსო გალუმაშვილი.

http://comersant.ge

2009.06.19


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006