logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ფარმაცევტული კომპანიები სადაზღვევო კომპანიების წინააღმდეგ

``სახელმწიფო ვერ დაუშვებს, რომ სადაზღვევო კომპანიებსა და ჰოსპიტალურ სექტორს შორის დაპირისპირებამ მოსახლეობაზე იმოქმედოს,`` – ამის შესახებ განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსმა სოფო ლებანიძემ.
„სადაზღვევო კომპანიებსა და ჰოსპიტალურ სექტორს შორის არსებული დავები ორ კერძო სუბიექტს შორის დავაა. ამის მიუხედავად, სახელმწიფო ვერ დაუშვებს, რომ ამ პრობლემამ მოსახლეობაზე იმოქმედოს. სწორედ ამ მიზნით სამინისტროში შექმნილია სადაზღვევო ტექნიკური საბჭო, რომელიც ამ ორ სუბიექტს დავების დარეგულირებაში ეხმარება“ – ამბობს ლებანიძე. მისი თქმით, ერთი თვის წინ საბჭომ წარმოადგინა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით შემუშავებული კონტრაქტის ფორმა, რომელსაც, მართალია, სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, მაგრამ სადაზღვევო კომპანიებსა და პროვაიდერებს შორის ურთიერთობის თითქმის ყველა დეტალს ითვალისწინებს.

უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიები კი სადაზღვევო კომპანიების საქმიანობას უარყოფითად აფასებენ. “ავერსის” დამფუძნებლის პაატა კურტანიძის განმარტებით, დღეისთვის გაუმართლებელი იქნებოდა ჯანდაცვის სისტემის მთლიანად სადაზღვევო პრინციპებზე გადაყვანა. კურტანიძე ამბობს, რომ პაციენტისთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურება 6–8 თვის დაგვიანებით ხდება, რის გამოც მოქალაქეები მკურნალობის თანხას თავად იხდიან.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, „პე ეს პეს“ დამფუძნებლის კახა ოქრიაშვილის განცხადებით, ქვეყანაში სადაზღვევო სექტორის საქმიანობა სრულიად დერეგულირებულია, რაც კატეგორიულად მიუღებელია. „როცა საქმე ადამიანის ჯანმრთელობას ეხება, დაუშვებელია მიდგომა, რომ ყველაფერს ბაზარი დაარეგულირებს“–აცხადებს ოქრიაშვილი.
საპენსიო ფონდის ყოფილი მაღალჩინოსანი თამარ ცინცაბაძეც იზიარებს ფარმაცევტული კომპანიების განცხადებას და მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სისტემის სადაზღვევო პრინციპებზე გადასაყვანად ქვეყანა მზად არ არის. „საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაზე მკაცრი ზედამხედველობა უნდა არსებობდეს. უფრო მეტიც, რადგან საქმე ადამიანის ჯანმრთელობას ეხება, სახელმწიფომ ნებაყოფლობითი დაზღვევაც უნდა გააკონტროლოს“ – აცხადებს ექსპერტი.

შპს „პირველი კლინიკური საავადმყოფოს“ (ყოფილი ``არამიანცის``) გენერალური დირექტორი გიორგი რობიტაშვილიც მიიჩნევს, რომ კლინიკებსა და სადაზღვევო სექტორს შორის არსებული პრობლემების მიზეზი სადაზღვევო კომპანიების არასწორი მუშაობაა. მისი თქმით, სიტუაციის დასარეგულირებლად საჭიროა ამ სექტორზე ზედამხედველობა რაღაც ფორმით მაინც განხორციელდეს.
შეგახსენებთ, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი კოვზანაძე გასულ კვირას ღიად აცხადებდა, რომ საქართველოში სადაზღვევო კომპანიების საქმიანობაზე ზედამხედველობა არ ხდება.

http://comersant.ge

2009.06.19


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006