logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ხელისუფლება წამლების გაიაფებას გვპირდება

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის ხელშესაწყობად მომზადებული კანონპროექტი კვლავ დაუბრუნდა. ამ კანონპროექტის მიხედვით, მედიკამენტების შემოტანის წესი გამარტივდება, რაც ინიციატივის ავტორთა აზრით, ხელს შეუწყობს კონკურენციის გაზრდას და შესაბამისად მედიკამენტებზე ფასების შემცირებას.
საუბარია ევროკავშირიდან შემოტანილ მედიკამენტებზე, რომლებიც საქართველოში რეგისტრაციის გარეშე შემოვა. შეგახსენებთ, ეს კანონპროქტი ფარმაცევტული ბაზრის მსხვილმა მოთამაშეება რამდენიმე თვის წინ მოუმზადებლად შეაფასეს და პარლამენტმა ის მთავრობას გადასამუშავებლად უკან დაუბრუნა. 
„პე ეს პეს“ დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონპროექტი სერიოზულ კორექტირებას საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით,  ქართული ფარმაცევტულ ბაზარს უხარისხო წამლები წალეკავს და მედიკამენტების ფასი შესამჩნევად გაიზრდება. „მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის პრევენციაზე უარის თქმა დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში ძნელი მისახვედრი არაა, რა შედეგი დაგვიდგება. თუ ვინმე მიიჩნევს, რომ აღნიშნული სახით კანონპროექტის მიღება მედიკამენტებზე ფასებს გააიაფებს, ძალიან ცდება, რადგან ევროპულ ბაზარზე წამლების ფასი ჩვენთან შედარებით 40–50%–ით ძვირია. ამიტომ, ევროპული პროდუქციის წახალისებას სჯობია ადგილობრივი წარმოება გავაძლიეროთ“–აცხადებს კახა ოქრიაშვილი.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე კი აცხადებს, რომ კანონპროექტი  ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლას გაამარტივებს, კონკურენციას გაზრდის და მედიკამენტებზე ფასებს შეამცირებს.
„ადგილობრივ მეწარმეებს უნდა ესმოდეთ, რომ ბაზრის განვითარებასთან ერთად კონკურენცია გაიზრდება და პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვერავინ იქნება. ამასთანავე, კანონპროექტი მედიკამენტებზე ფასების შემცირების რეალურ შანსს იძლევა, რაც ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია“–აცხადებს გოდაბრელიძე.

http://comersant.ge

2009.06.18


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006