logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მედიკამენტებისა და სურსათის ნაწილზე ფასების ზედა ზღვარი უნდა დაწესდეს

საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ საკვებ პროდუქტსა და მედიკამენტებზე ფასები გაუმართლებლადაა გაზრდილი.
ასე ფიქრობს, მაგალითად, ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი, რომელიც ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მონოპოლიისა და მოგების დიდი მარჟის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, მართალია, ფარმაცევტულ ბაზრის მოთამაშეები 10-12%-იან მარჟაზე საუბრობენ, მაგრამ სინამდვილეში გაცილებით დიდ მოგებასთან გვაქვს საქმე.
ექსპერტთა მეორე ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენცია შეზღუდული არ არის, რაც ფასების კლების გადამწყვეტი ფაქტორია.
ფარმაცევტული კომპანია ``ავერსის`` დამფუძნებელი პაატა კურტანიძე ამბობს, რომ მედიკამენტების გაძვირების გადამწყვეტი ფაქტორი დღეს მხოლოდ ლარის დევალვაცია შეიძლება გახდეს.
``მსოფლიო ფინანსურ კრიზისს ჩვენს პარტნიორ უცხოურ კომპანიებზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია არც წარმოების მოცულობაზე და არც ფასთწარმოქმნაზე. წამლის ფასის ცვლილება მოსალოდნელია მხოლოდ ლარის კურსის დაცემის შემთხვევაში, ფასს სწორედ ეროვნული ვალუტის კურსი და მომწოდებელი განსაზღვრავს. რაც შეეხება მოგების მარჟას, იგი არანაირი ხელოვნური მეთოდებით არაა გაზრდილი. მეტიც: ქართველი მომხმარებელი წამლებს უცხოეთში არსებულ ფასებზე იაფადაც იღებს, რადგან იმპორტიორებს ჩვენი სააფთიაქო ქსელებიც გვაქვს. ჩვენი კომპანიის მაჩვენებელი ცალსახად ადასტურებს, რომ რეალიზაცია არათუ არ შეფერხებულა, არამედ იზრდება. ცხადია, კრიზისი რომ არ ყოფილიყო, ეს პროცესი უფრო ინტენსიური იქნებოდა, მაგრამ, რაც მთავარია, ზრდის ტენდენცია არ შეჩერებულა,`` - აცახდებს კურტანიძე. 
შექმნილ ვითარებაში ხელისუფლებამ აქცენტი სოციალურ დაცვაზე აიღო, თუმცა ისიც ცალსახად განაცხადა, რომ ლიბერალური ეკონომიკის პრინციპებიდან გადახვევას არ აპირებს. ასე რომ, დსთ-ს ზოგიერთი სახელმწიფოსგან განსხვავებით, ფასების ხელოვნურ ``დაჭერას`` აქ არავინ აპირებს.
თუმცა საქართველოში ამ იდეებსაც ჰყავს მომხრეები. მათ შორისაა მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ მედიკამენტებისა და საკვების რეალიზატორი კომპანიებისთვის კრიზისის პერიოდში მაინც აუცილებელ პროდუქციაზე ფასების ზედა ზღვარი უნდა დაწესდეს.
მსგავსი იდეების რეალიზება მსოფლიოში უკვე დაწყებულია. კერძოდ რუსეთში უკვე გადაწყდა, რომ წამლების მაქსიმალურ ზღვარს სახელმწიფო დაადგენს.
სახელმწიფოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას მოსკოვში იმით ხსნიან, რომ ფედერაციის სხვადასხვა რეგიონში წამლებზე ფასების ``აფეთქება`` მოხდა, რასაც სპეციალისტები არა მხოლოდ რუბლის გაუფასურებას, არამედ ფასების ღირებულების ხელოვნურ გაზრდასაც უკავშირებენ.
დღეს უკვე სომხეთის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ცნობებს, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება მედიკამენტების ერთ ნაწილზე ფასების დაფიქსირების შესახებ. კერძოდ, 150 სასიცოცხლოდ აუცილებელი წამლის მაქსიმალურ ღირებულებას ჯანდაცვის სამინისტრო განსაზღვრავს. ამის მიზეზად კრიზისის პირობებში მედიკამენტების 15%–იანი გაძვირება სახელდება.

http://comersant.ge

2009.06.11


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006