logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    თბილისში საუნივერსიტეტო კლინიკა, რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტი გაიხსნა

თბილისში საუნივერსიტეტო კლინიკა, რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტი გაიხსნა. ულტრათანამედროვე კომპიუტერული სისტემა და სამედიცინო აპარატურა მკურნალობის ეფექტურობას მნიშვნელოვნად ზრდის. უცხოელი კოლეგების დახმარებით, ცენტრში მსოფლიოს წამყვან კლინიკებში აპრობირებული მკურნალობის მეთოდები დაინერგა. რადიაციული თერაპიით მკურნალობა სხვადასხვა ონკოლოგიურ დაავადებებს მოიცავს. გახსნას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები და სამედიცინო დარგის თვალსაჩინო სპეციალისტები ესწრებოდნენ.
“მთელს ამიერკავკასიაში ასეთი ცენტრი საქართველოს გარდა არსად არის. ეს ნაწილია იმ პროექტისა, რომელიც ასი ახალი საავადმყოფოს ფარგლებში ხორციელდება. აქ რადიაციული თერაპიის უმაღლესი დონეა. აღსანიშნავია, რომ კლინიკა არა მარტო სამკურნალო, არამედ სამეცნიერო კომპონენტსაც მოიცავს, რაც როგორც პაციენტებისთვის, ისე სპეციალისტებისთვის საკმაოდ მრავლისმომცველია. იმედი მაქვს, რომ ყოველივე ეს ხელს შეუწყობს საქართველოში მედიცინის ახალი დარგის განვითარებას და მედპერსონალის მაღალ დონეზე გადამზადებას. ბატონ გოჩა ინგოროყვას ვულოცავ ამ მნიშვნელოვან დღეს. ეს დაუღალავი შრომის შედეგად მიღწეული დიდი წარმატებაა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სახელს საერთაშორისო არენაზე გაუთქვამს.”- აღნიშნა ალექსანდრე კვიტაშვილმა
“ ქართული სამედიცინო საზოგადოებისთვის დღეს მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა პაციენტებს მკურნალობის სრული ციკლი შევთავაზოთ. ავადმყოფის მიღება, დიაგნოსტიკა, თერაპიული თუ ქირურგიული მკურნალობა და საჭიროების შემთხვევაში სხივური თერაპიის კურსის ჩატარება ჩვენს კლინიკაში ულტრათანამედროვე აპარატურის დახმარებით ხდება. მოხარული ვარ, რომ პროექტი შედგა.”- აღნიშნა კლინიკის ხელმძღვანელმა გოჩა ინგოროყვამ.
“რადიაციული ონკოლოგიის ცენტრის გასახსნელად ამ ადამიანებს თავდაუზოგავი შრომა დასჭირდათ და მართლაც საუკეთესო შედეგს მიაღწიეს. ყველას ვულოცავ ამ დღეს. ყოველივე ეს კი სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია.”- განაცხადა გიორგი წერეთელმა.
რადიაციული ოკნოლოგიის კლინიკა დაკომპლექტებულია 30 სპეციალისტით, რომლებიც რადიაციული ონკოლოგები, სამედიცინო ფიზიკოსები და რადიოთერაპიის ტექნიკოსები არიან. მედპერსონალი წლების განმავლობაში იმაღლებდა კვალიფიკაციას ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან კლინიკებში. ამ ეტაპზე ცენტრს აყვანილი ყავს ორი კონსულტანტი ნათია ესიაშვილი EMORY-ს კლინიკიდან და პროფესორი ბრანისლავ ერემიჩი. 15 ივნისიდან კლინიკაში ბელგიიდან, შვეიცარიიდან და აშშ-დან სპეციალისტები ჩამოვლენ და ქართველ სპეციალისტებთან ერთად იმუშავებენ. უცხოელი კოლეგების მეშვეობით ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) დეპარტამენტის ბაზაზე საერთაშორისო სასწავლო ცენტრი შექმნა, სადაც ტრეინინგები ჩატარდება. ცენტრს ასევე მსოფლიოს ორ წამყვან კლინიკასთან ტელემედიცინის ხაზი აქვს აწყობილი.

http://www.moh.gov.ge

2009.06.10


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006