logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ლეიშმანიოზის შემთხვევებმა მოიმატა

უკანასკნელ ათწლეულში საქართველოში დაავადების - ვისცერული ლეიშმანიოზის შემთხვევებმა მოიმატა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა, დაავადებს შემთხვევები წელსაც გამოვლინდება, თუმცა, ეს წელი ამ მხრივ, განსაკუთრებით საშიში არ იქნება, რადგან დაავადების გადამტანის, მწერ ფლებოტომუსის რიცხოვნობამ იკლო, თუმცა, მაწანწალა ძაღლების რაოდენობა დღემდე არ შემცირებულა.
ვისცერული ლეიშმანიოზის გამომწვევი პარაზიტის ძირითადი წყარო სწორედ ძაღლებია, საიდანაც ადამიანს ავადმყოფობა ფლეიბოტომუსის მეშვეობით გადაეცემა. მწერის ზრდა - განვითარებისათვის აუცილებელია დაჩრდილული ადგილი, ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ორგანული ნარჩენები. მწერები საბინადრო ადგილებიდან შებინდებისას გამოფრინდებიან. მათი ცხოველმოქმედების პიკი, მათ მიერ ცხოველიდან ადამიანზე დაავადების გადატანა ივნის-აგვისტოს ემთხვევა. თუმცა, ავადმყოფობა ადამიანის დაკბენიდან გაცილებით გვიან, 20 დღიდან 1 წლამდე პერიოდში ვლინდება. მის მწვავე ფორმას ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, მძიმე ინტოქსიკაცია, ცვლილებები სისხლში, მოთენთილობა, ანემია, ელენთისა და ღვიძლის გადიდება. ავადმყოფობის ხანგრძლივობა 3-6 თვეა. მწვავე ფორმა, როგორც წესი, მცირეწლოვან ბავშვებში გვხვდება. სპეციფიკური მკურნალობის გარეშე ავადმყოფი შესაძლოა, დაიღუპოს.
დაავადების თავიდან ასაცილებლად სპეციალისტები მოქალაქეებს ურჩევენ, მწერების მოსაგერიებლად საძინებელი ოთახის ფანჯრებს და ბავშვის საწოლებთან სპეციალური ბადეები დაამაგრონ, შებინდებისას ბავშვები გრძელმკლავიანი ტანსაცმლის გარეშე არ გაიყვანონ სასეირნოდ, სკვერებსა და ბაღებში, სადაც დაავადების კერებია, ასევე, დროულად აცრან როგორც პატრონიანი, ისე მაწანწალა ძაღლები.

"მედიანიუსი"

2009.06.05


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006