logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საქართველოში მწეველთა ხვედრითი წილი დაახლოებით 60 პროცენტია

საქართველოში მწეველთა ხვედრითი წილი დაახლოებით 60 პროცენტია. სპეციალისტებს თუ დავუჯერებთ, ბოლო წლებში მოწევის მაჩვენებლები ქალბატონებში უფრო გაიზარდა, ვიდრე მამაკაცებში - ძლიერი სქესის წარმომადგენლებში დაახლოებით 1,5-ჯერ არის მოწევის მაჩვენებლები გაზრდილი, ქალებში - 9,5-ჯერ. წელიწადში ერთხელ გამაფრთხილებელი ერთჯერადი აქციები თამბაქოს მავნეობის შესახებ ბევრს ვერაფერს ცვლის. ვერც სიგარეტის კოლოფზე წარწერაა დამაჯერებელი, რომ მავნებელია მოწევა. რა თქმა უნდა, მცირე ზომის კოლოფზე სრული ინფორმაცია ვერ განთავსდება. თუმცა, ერთხელ რომ მაინც გაუჩნდეთ სურვილი მწევლებს, სპეციალისტებისგან მიიღონ ზუსტი ინფორმაცია, რატომ უნდა შეიკავონ თავი მოწევისაგან, გაცილებით ნაკლები მწეველი იქნებოდა ქვეყანაში.
მოწევის დაწყებაში გადამწყვეტ როლს გარემო ასრულებს. რადგან ჩვენთან მოწევას მოზარდობის ასაკში იწყებენ, ამ შემთხვევაში პირველი მაგალითი მშობლები და ახლობელი ადამიანები ხდებიან 13-14 წლის ბავშვებისათვის. გასინჯვა და დამოკიდებულების გაჩენა იოლია, თორემ თავის დაღწევა მოწევის ჩვევისგან ბევრისათვის შეუძლებელი ხდება რამდენიმე წელიწადში.
როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, ნიკოტინის მოქმედების შედეგად გულისცემა იზრდება 10-20-ით წუთში და არტერიული წნევა 5-10 მმ-ით. თამბაქოს კვამლში არსებული ნახშირორჟანგი სისხლში მოხვედრისას ჩაენაცვლება ჟანგბადის ნაწილს, ამცირებს გულის კუნთისათვის მიწოდებული ჟანგბადის რაოდენობას და იწვევს გულის კუნთის იშემიას. გარდა ამისა, თამბაქო ზრდის თრომბოზის რისკს, ათეროსკლეროზის რისკს.
მსოფლიოში წელიწადში საშუალოდ სამი მილიონი ადამიანი (ყოველი ექვსი სიკვდილიდან ერთი) თამბაქოს წევასთან დაკავშირებული დაავადებებით იღუპება; მეტი, ვიდრე შიდსით, ალკოჰოლით, ნარკომანიით, ავტოკატასტროფებით, მკვლელობებით, თვითმკვლელობებით და ხანძრებით - ერთად აღებული. თამბაქოს წევით გამოწვეული სიკვდილობის დაახლოებით ნახევარი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე მოდის, აქედან ორი მესამედი - გულის სისხლძარღვოვან დაავადებებზე. მეორე მხრივ, კორონალურ დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობის 30-40 პროცენტი სწორედ თამბაქოს წევას უკავშირდება. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, პროცენტულად ახალგაზრდა ასაკში კორონალური დაავადებების უფრო მაღალი პროცენტი უკავშირდება თამბაქოს, ხანშიშესულ ასაკთან შედარებით. 65 წლამდე მამაკაცებში თამბაქოს უკავშირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობის 45 პროცენტი, 65 წელს ზემოთ კი - მხოლოდ 20 პროცენტი.
მართალია, მოწევის სურვილისგან გათავისუფლება ძნელია ჩამოყალიბებული დამოკიდებულების ფონზე, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ფსიქოლოგებს თუ დავუჯერებთ, მთავარი მონდომება და საკუთარი ძალების რწმენაა. უპირველესად თამბაქოსგან თავის დაღწევის მსურველმა უნდა გაიაზროს, რატომ ეწევა და მონიშნოს კიდეც ის სარგებელი, რასაც თამბაქოს თავს დანებების შემდეგ მიიღებს - ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სარგებელი იქნება ეს თუ ფინანსებთან. სიგარეტის გადაგდების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ აუცილებელია მწეველმა მოიცილოს ყველა ის ნივთი, რაც სიგარეტს ახსენებს - სანთებელა იქნება, საფერფლე თუ ასანთი. მოწევის სურვილის შემოტევის "ჩაკვლა" კი საღეჭი რეზინით, არახისით, ჩურჩხელით თუ ერთი ჭიქა რძით ან წვენითაც შეიძლება.

მერი ნამორაძე

http://www.opentext.org.ge/akhalitaoba

2009.06.03


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006