logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    კონტროლის პალატამ ჯანდაცვის სამინისტროში აღმოჩენილი დარღვევების შესახებ პროკურატურას აცნობა

კონტროლის პალატამ ჯანდაცვის სამინიტროს სისტემაში არსებულ დარღვევებზე სპეციალური დასკვნა შეადგინა, რომელშიც საუბარია კორუფციაზე, ცალკეული კომპანიებისთვის მონოპოლიური გარემოს შექმნასა და ბიუჯეტისთვის დაკარგულ თანხებზე. 
როგორც კონტროლის პალატიდან იტყობინებიან, მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში სერიოზული დარღვევებია აღმოჩენილი.
შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს 2002 წლიდან ვალდებულება აქვს აღებული, რათა ბიუჯეტიდან თანხები გამოყოს და მოსახლეობა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოს. საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომლებიც უშაქრო და შაქრიანი დიაბეტით, ჰემოფილიით და სხვა დაავადებებით არიან დაავადებულნი. თუმცა, როგორც კონტროლის პალატის დასკვნაშია საუბარი, სიაში, ვისაც ამ სახის მედიკამენტები სჭირდებოდა, არც მეტი არც ნაკლები 488 მკვდარი სულია აღმოჩენილი. 
     
დასკვნის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ცალკეული კომპანიებისათვის მონოპოლიური მდგომარეობის შექმნას ეხება. პროგრამის ფარგლებში  ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური პროგრამების სააგენტო მედიკამენტების მრავალწლიან შესყიდვებს ახორცილებდა.
კონტროლის პალატის სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი გია გვენეტაძე აცხადებს: “მრავალწლიანი შესყიდვების შედეგად ფაქტობრივად შექმნილია ცალკეული მიმწოდებლებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან რამდენიმე წლიანი გარანტირებული დაფინანსების მიღებისა და სპეციფიკური მედიკამენტებით ბენეფიციართა მომარაგების მინოპოლიური გარემოს პირობები”.
დასკვნის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ცალკეული კომპანიების მიერ ხელშეკრულებების პირობების დარღვევას შეეხება. გვენეტაძე აცხადებს, რომ სააგენტოს მიერ არ ხორციელდებოდა საჯარიმო სანქციების დაკისრება. “საჯარიმო სანქციები და ჯარიმის თანხები ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთ წყაროს შეადგენდა. თუმცა, სააგენტომ მილიონ ნახევარ დოლარზე მეტი ჯარიმა არ დააკისრა მიმწოდებელ კომპანიებს,” – დასძენს გვენეტაძე. კონტროლის პალატამ აღმოჩენილი დარღვევების გამო საქმე მთავარ პროკურატურას გადასცა.

http://comersant.ge

2009.05.18


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006