logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საქართველოში ასი ათასი ქალიდან 59-ს ძუძუს კიბო აქვს

სარძევე ჯირკვლის კიბო სიმსივნურ დაავადებათა შორის ერთ-ერთ პირველ ადგილზეა განვითარებულ ქვეყნებში. მართალია, განვითარებული ქვეყნის სტატუსის მიღებამდე საქართველოს დიდი გზა აქვს გასავლელი, მაგრამ ამა თუ იმ დაავადების გავრცელების სიხშირით და მასშტაბებით ამ ქვეყნებს არ ჩამოვუვარდებით. ასეთი ვითარებაა ძუძუს კიბოსთან დაკავშირებითაც. ონკოლოგთა მონაცემებით, საქართველოში ასი ათასი ქალიდან 59-ს ძუძუს კიბო აქვს.
სხვადასხვა ორგანოს სიმსივნური დაავადებებით საქართველოში ყოველდღიურად 29 ადამიანი ავადდება და დაახლოებით 12 ადამიანი კვდება. ონკოლოგიური დაავადებები ყოველწლიურად 7-8 პროცენტით მატულობს. კიბოს დიაგნოზი მეხის გავარდნას ჰგავს ხოლმე მოწმენდილ ცაზე, რადგან იგი ჩვენს პაციენტებში უხშირესად ბოლო სტადიებზე ისმება, როცა სამედიცინო ჩარევა ძალზე ძვირადღირებულიც არის და უშედეგოც. როგორც ეროვნულ სკრინინგ-ცენტრში ამბობენ, გასული წლის მაისიდან ათასამდე ქალბატონს ჩაუტარდა მკერდზე გამოკვლევა და 75 შემთხვევაში ძუძუს კიბო იქნა დადგენილი. წელს, სკრინინგ-ცენტრმა 55 ძუძუს კიბოს შემთხვევა გამოავლინა. აქედან 74 პროცენტი 1-2 სტადიაზე გამოვლინდა.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, საშიშროება გარდაუვალი არ არის, რადგან შეიძლება მისი დროულად თავიდან აცილება. ძუძუს კიბოს მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია მის ადრეულ გამოვლინებაზე. როგორც ონკოლოგები ამბობენ, ამ სახიფათო სენის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სარძევე ჯირკვლის თვითგასინჯვა.
თვითგასინჯვა ტარდება თვეში ერთხელ, ვერტიკალურ მდგომარეობაში, სარკის წინ ან შხაპის ქვეშ და ჰორიზონტალურ მდგომარეობაში - ზურგზუ მწოლიარე. უნდა დათვალიერდეს კანი, რათა შენიშნული იქნეს შეშუპება, შეჭმუხვნა თუ ფერის შეცვლა. სარძევე ჯირკვლის თვითგასინჯვა წარმოებს სხეულისა და ხელების სხვადასხვა მდგომარეობაში - ჩამოშვებული ან აწეული ხელებით, მარჯვნივ ან მარცხნივ მოტრიალებული. ყურადღება უნდა მიექცეს, ხომ არ შეინიშნება ასიმეტრია - ხომ არ არის ერთ-ერთი ძუძუ გადიდებული ან შემცირებული ზომაში. მდებარეობს თუ არა ისინი ერთ სიბრტყეში.
მარცხენა ძუძუს გასინჯვისას საჭიროა ბეჭქვეშ ბალიშის ამოდება, მარცხენა ხელის მტევნის ამოდება თავქვეშ და მარჯვენა ხელის წრიული და სიგრძივი მოძრაობები. ანალოგიურად წარმოებს მარჯვენა ძუძუს გასინჯვა. შემოწმებულ უნდა იქნეს იღლიის ფოსოც და განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს გამკვრივებას, სითხით სავსე კისტის ან სიმსივნის არსებობას სარძევე ჯირკვლებში და იღლიის ფოსოში.
რაც შეეხება შხაპის ქვეშ მკერდის თვითგასინჯვას, ამ შემთხვევაში მარცხენა ხელი უნდა იყოს აწეული, მარჯვენა ხელის გასაპნული თითებით კი მოსინჯულ იქნეს მარცხენა ძუძუს და იღლიის ფოსოს ყველა მონაკვეთი. ყურადღება უნდა გამახვილდეს სიმაგრის არსებობაზე, ამგვარადვე ისინიჯება მარჯვენა ძუძუ და იღლიის ფოსო. როგორც სპეციალისტები ამბობენ, მკერდიდან გამონადენი ყოველთვის არ ტოვებს კვალს თეთრეულზე. იმისათვის, რომ ზუსტად დადგინდეს მისი არსებობა, საჭიროა დიდი და საჩვენებელი თითები ზომიერად მოეჭიროს ძუძუს დვრილის ფუძესთან.
თვითგასინჯვისას ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ ცვლილებებს: - სიმსივნურ წარმონაქმნს სარძევე ჯირკვალში თუ იღლიის ფოსოში; კანის სიწითლეს ან სიმხურვალეს; კანის შეჭმუხვნას, უჩვეულო ტკივილს ძუძუს არეში; წვას და სიწითლეს დვრილის არეში; გამონადენს დვრილიდან. ამ ცვლილებების შემჩნევისას აუცილებელია დაუყოვნებლივ მოხდეს სპეციალისტის ჩარევა. თუმცა, არც თვითგანისჯვის მეთოდების შედეგებია დამამშვიდებელი. მამოლოგის კონსულტაცია ნებისმიერმა ახალგაზრდა ქალბატონმა ყოველწლიურად უნდა გაიაროს, ასაკოვნებმა კი - ექვს თვეში ერთხელ მაინც.

მერი ნამორაძე

http://www.opentext.org.ge/akhalitaoba

2009.05.13


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006