logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    აპრილში შიდსით ინფიცირების 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღემდე საქართველოში 1983 შიდსით ინფიცირებული ადამიანია გამოვლენილი, რომელთა შორის 431 გარდაიცვალა. როგორც შიდსის ცენტრში ამბობენ, გარდაცვლილთა რიცხვი საქართველოში არ არის ერთობ მაღალი, თუმცა, დაინფიცირების მასშტაბები დღითიდღე იზრდება და რისკ-ჯგუფებიდან ინფექცია მოსახლეობის ფართო ფენებზე ინაცვლებს, რაც არასასიამოვნო ფაქტია.
ინფიცირებულთა ასაკი ძირითადად 29-35 წელს შორის მერყეობს. ინფიცირებულთაგან შიდსი განუვითარდა 1020 პაციენტს. ამჟამად ანტირეტროვირუსული პრეპარატებით მკურნალობას გადის 485 ადამიანი.
როგორც შიდსის ცენტრში ამბობენ, გარდაცვალებულთა შორის იყუნენ ის პირები, რომლებიც მკურნალობის კურსს გადიოდნენ. თუმცა, ნაწილი ვერ იცავდა მკურნალობის რეჟიმს, რაც პრეპარატების ყოველდღიურად მიღებას უკავშირდება, ნაწილი სხვა მიზეზით გარდაიცვალა და არა ინფექციით. მოკლედ, სიკვდილობის მასშტაბები ინფიცირებულთა შორის არცთუ მაღალია, სამაგიეროდ, ინფიცირების მასშტაბები რისკ-ჯგუფებს გასცდა და მოსახლეობაზე გადაინაცვლა.
როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, რისკ-ჯგუფებს წარმოადგენენ ჰომოსექსუალები, მეძავები და მათი პარტნიორები, ვენდაავადებულები, ტუბერკულოზით დაავადებულები, ჰემოფილიით დაავადებულები და სისხლის რეციპიენტები, მოგზაურები. საქართველოში რისკ-ჯგუფთა ყველაზე მაღალ პროცენტს ინტრავენური ნარკომანები ქმნიან. აივ-ით ინფიცირებულთა 59 პროცენტს სწორედ ისინი წარმოადგენენ. სამწუხაროდ, მათი წყალობით სულ უფრო იზრდება სქესობრივ პარტნიორებზე ინფიცირების გადაცემის ფაქტები. ნარკომანები მეუღლეებს თუ სხვა სექსუალურ პარტნიორებს გადასცემენ ინფექციას და ბოლო ხანებში ამას აბრალებენ სპეციალისტები ჰეტერო-თუ ჰომოსექსუალებში ინფიცირების მაჩვენებლების მატებას. სხვათა შორის, გაიზარდა ინფიცირებულ ორსულთა რაოდენობაც. წელს უკვე ოთხი ინფიცირებული ორსული იქნა გამოვლენილი.
შიდსის ცენტრში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ სწორედ ინფიცირებულ ორსულთა გამოვლენას, რადგან სათანადო მკურნალობის დროულად დაწყების შემთხვევაში ჯანსაღი ბავშვის დაბადების შანსი იზრდება: - ორსულებს, რომლებსაც სათანადო მკურნალობა ჩაუტარდათ, ინფიცირებული ბავშვი არ შესძენიათ, - ამბობენ სპეციალისტები.
მას შემდეგ, რაც ინფიცირებულთათვის ანტირეტროვირუსული პრეპარატები შემოვიდა საქართველოში, მომაკვდინებელ დაავადებად შიდსი აღარ მიიჩნევა. თუმცა, საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის საკმარისად ინფორმირებული გადაცემის გზებსა თუ ვირუსისგან თავდაცვის მექანიზმების შესახებ. ამიტომ კვლავ დიდია ინფიცირებულთა მიმართ უნდობლობა, დისკრიმინაცია. შიდსის ვირუსი გადაეცემა სქესობრივი კონტაქტით; აივ-ინფიცირებული სისხლის ან მისი ცალკეული კომპონენტების გადასხმით, ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცის, ნემსის და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებით; გადაეცემა ასევე ინფიცირებული დედიდან ნაყოფზე ან ახალშობილზე მუცლადყოფნის პერიოდში, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს.
აივ-ი არ გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით და ნერწყვით. შესაბამისად არ არის საშიში ინფიცირებულთან საუბარი. დაავადება არ გადაეცემა დახველებით, დაცემინებით ან კოცნით. არ გადაეცემა საყოფაცხოვრებო და სოციალური კონტაქტებით - არ არის საშიში ხელის ჩამორთმევა, მოხვევა, დაავადებულის მიერ გამოყენებული ჭურჭლით, თეთრეულით, საერთო ტუალეტით და აბაზანით სარგებლობა. არ არის საშიში აივ-ინფიცირებულთან ერთად ყოფნა სასწავლო დაწესებულებებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. არ არის საშიში მეტროთი და სხვა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა. შიდსის ვირუსი არ გადადის მწერებისა და ცხოველების საშუალებით.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ინფიცირებულთა 59 პროცენტის დაინფიცირება ინტრავენური ნარკომანიის მიზეზით მოხდა; 33,4 პროცენტის - ჰეტერო და ჰომოსექსუალური გზით. 2,3 პროცენტში დაინფიცირების მიზეზი ვერტიკალური გზაა, ანუ ინფექცია დედიდან შვილზე გადავიდა; 0,7 პროცენტი სისხლის რეციპიენტი იყო; 1,2 პროცენტში კი ინფიცირების მიზეზი დაუდგენელია. გამოვლენა ყველაზე მასშტაბურია თბილისში, შემდეგ სამეგრელოში და მესამე ადგილზე აჭარაა.
რაც შეეხება ბავშვებს, 0-14 წლამდე ინფიცირების შემთხვევები საქართველოში 2000 წლამდე არ ფიქსირდებოდა. 2000 წლიდან დღემდე კი დაინფიცირების 50 შემთხვევაა გამოვლენილი. დღეისათვის მკურნალობას გადის 24 მათგანი. საბედნიეროდ, წელს დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა ბავშვებში. გასულ წელს კი 12 გამოვლინდა. 46 შემთხვევაში დაინფიცირების მიზეზი დედა გახდა, მათ შორის ერთი ძუძუთი კვების დროს დაინფიცირდა; ოთხი კი ინფიცირებული სისხლის გადასხმით.
აპრილის თვეში 132 დაინფიცირების ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შარშან, ანალოგიურ პერიოდში 125 შეადგინა ახლადგამოვლენილთა რაოდენობამ. ასე რომ, დაინფიცირების შემთხვევებიც და მათი გამოვლენაც სტაბილურად მზარდია.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში, რომელიც საშუალოდ 3-10 წელი გრძელდება, ინფიცირებული ადამიანი თავს პრაქტიკულად ჯანმრთელად გრძნობს. შიდსი კლინიკურად გამოვლინდება იმუნური სისტემის ღრმა დაზიანების შემდეგ და მრავალფეროვნებით ხასიათდება. ყველაზე ხშირად მას ახასიათებს ლიმფური კვანძების გადიდება; ტემპერატურის ხანგრძლივი, უმიზეზოდ მატება; წონაში უეცრად დაკლება 10 პროცენტით და მეტით. გახანგრძლივებული ფილტვების ანთება, რომელიც არ ექვემდებარება სტანდარტულ მკურნალობას; ძლიერი ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამის საათებში; ხანგრძლივი ფაღარათი; ძლიერი სისუსტე, მუქი, წითელი ფერის ლაქები კანსა და ლორწოვან გარსებზე.
ვირუსი აზიანებს უშუალოდ ადამიანის დამცველ ე.წ. იმუნურ სისტემას და მწყობრიდან გამოჰყავს იგი, რის შედეგად ინფიცირებულ პირს ადვილად უჩნდება სხვადასხვა ინფექციური და სიმსივნური დაავადება. ტერმინით "შიდსი" დაავადების მხოლოდ ბოლო სტადია აღინიშნება, როდესაც ავადმყოფს უვითარდება დაავადების ძირითადი კლინიკური ნიშნები.

მერი ნამორაძე

http://www.opentext.org.ge/akhalitaoba

2009.05.13


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006