logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    “100 ახალი საავადმყოფოს პროგრამა არც დაწყებულა”

„საქართველოს მედიკოსთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ქეთევან გეჯაძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ირწმუნება, რომ "100 ახალი საავადმყოფოს" პროგრამა საერთოდ არ დაწყებულა.
გეჯაძის მტკიცებით, პროგრამა ბლეფია და თავიდანვე ხელისუფლების პიარისთვის შეიქმნა.
"მაჩვენოს ვინმემ თუნდაც ერთი საავადმყოფო, რომელიც ააშენეს. ნათქვამი იყო რომ 4-5 საავამდყოფოს ნაცვლად ერთი ახალი უნდა აეშენებინათ, თუმცა როგორც ჩემთვის არის ცნობილი, კლინიკებს ეკონომიკის სამინისტრო სათითაოდ ყიდის და თანაც ისე, რომ საპრივატიზაციო ნუსხაში ჩამონათვალი საერთოდ არ ფიგურირებს” – აცხადებს ქეთევან გეჯაძე და დასძენს, რომ გასაყიდთა ნუსხაშია დამწვრობის ცენტრი და ონკოლოგიის ცენტრი.
„ასი ახალი საავადმყოფოს“ პროგრამაზე საუბრისას ექსპერტი მედიცინის საკითხებში თამარ ცინცაბაძე  ამბობს, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად  ჯანდაცვის სამინსიტროდან პროგრამის შესახებ ვერანაირი დოკუმენტაციის მოპოვება ვერ შეძლეს. „მიჭირს რაიმე კონკრეტული ვთქვა პროგრამის შესახებ, რადგან სამინისტრო უარს ამბობს დოკუმენტაციის გაცემაზე“–აცხადებს ცინცაბაძე.
„ასი ახალი სავადმყოფოს პროგრამაში“ პრობლემების არსებობას პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელიც აღიარებს და პროგრამაში კორექტივების შეტანას არ გამორიცხავს. როგორც წერეთელი აცხადებს, კრიზისის ფონზე პროგრამაში მონაწილე კომპანიებს კრედიტების პრობლემა შეექმნათ, თუმცა საკუთარ ვალდებულებებზე უარი არ უთქვამთ. ”ჯანდაცვის სამინისტრო იმსჯელებს ასი ახალი პროგრამის შესახებ, დაისახება ზუსტი გეგმა და ვფიქრობ, პროგრამის შესრულებას საფრთხე არ შეექმნება”–აცხადებს წერეთელი.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კოკა ფრუიძე კი აცხადებს, რომ პროგრამა არ შეჩერებულა და “ასი ახალი საავამდყოფოს” შესახებ განცხადებას სამინისტრო ორშაბათს გააკეთებს. 
ამ ფონზე ცნობილი ხდება, რომ „ევორდ კაპიტალმა“ "ასი ახალი საავადმყოფოს პროგრამის" ფარგლებში თბილისში ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობა შეაჩერა. როგორც საინვესტიციო კომპანიიდან იტყობინებიან, ეკონომიკური კრიზისისა და ომის გამო ინვესტორი თანხის გადმორიცხვისგან თავს იკავებს, თუმცა საკითხი დღის წესრიგში რჩება და მშენებლობა სავარაუდოდ სექტემბრისთვის დაიწყება.
თუმცა „პე-ეს-პე“ "100 საავადმყოფოს პროგრამის" ფარგლებში ორთაჭალაში 150–ადგილიანი მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობას არ წყვეტს. როგორც კომპანიიდან გვაცნობეს, სამუშაოების 50% დასრულებულია და საავადმყოფოს მშენებლობის დასრულება 2010 წლის მაის-ივნისში იგეგმება.

http://comersant.ge

2009.05.11


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006