logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ფარმაცევტული კომპანიების ნაწილი ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენას ითხოვს

რა პრობლემები აქვთ ფარმაცევტულ ბიზნესში მოღვაწე შედარებით მცირე კომპანიებს და რატომ მოითხოვენ ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენას?
როგორც "სახალხო აფთიაქის" დამფუძნებელმა ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა, ფარმაცევტული ბაზარი სუბიექტურია, სადაც ორ–სამ წამყვან კომპანიას თავისუფლად შეუძლია, დასხდნენ და ბაზარი გადაინაწილონ.
"ეს ბიზნესი სუბიექტური იქნება მანამ, სანამ ანტიმონოპოლიური სამსახური არ აღდგება. განვითარებულ ქვეყნებში ნამდვილად არ არის მიღებული, რომ ერთსა და იმავე კომპანიას ჰქონდეს სააფთიაქო ქსელიც და ქარხნებიც. ამას დაემატა კლინიკებიც. ეს სრულიად განსხვავებული ბიზნესებია. არ შეიძლება იყო წამლის შემომტანიც, მწარმოებელიც, გამყიდველიც და დამნიშვნელიც. ლიბერალიზაციას რა სჯობია, მაგრამ სრული უკონტროლობა დაუშვებელია. სწორედ ამიტომ უნდა არსებობდეს ანტიმონოპოლიური სამსახური,"- აცხადებს ვალერი კვარაცხელია.
პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე კი ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენას არასერიოზულ წინადადებად მიიჩნევს.
როგორც თოიძემ განაცხადა, ფარმაცევტულ სფეროში აბსოლუტურად ჯანსაღი კონკურენციაა და არანაირ დამატებით რეგულაციას არ საჭიროებს. "საინტერესოა, რა უნდა აკეთოს ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა და რა უნდა აკრძალოს. თუ წამლის ფასის დაჭერაზე ვსაუბრობთ, ეს სხვა თემაა და ამისათვის ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნა საჭირო არაა,"-აცხადებს თოიძე.

http://comersant.ge

2009.04.30


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006