logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    7 აპრილი ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 7 აპრილს აღინიშნება, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) დაარსების თარიღი. 7 აპრილს 12:00 საათზე საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრს ეწვევა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება.

ყოველ წელს, ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს, ჯანმო ირჩევს გლობალური ჯანდაცვის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს და მათ გასაშუქებლად ახორციელებს საერთაშორისო, რეგიონული და ადგილობრივი მასშტაბის ღონისძიებებს.

2009 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ეძღვნება ჯანდაცვის ობიექტების უსაფრთხოების თემას და მისი სლოგანია “საგანგებო სიტუაციების დროს საავადმყოფოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა სიცოცხლის გადარჩენის საწინდარია.”

ფოკუსირებულია რა საავადმყოფოების უსაფრთხოებაზე, ჯანმო კრიზისისადმი მზაობის აუცილებელ სამ მნიშვნელოვან ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას. ესენია:
1. საავადმყოფოების უსაფრთხოების შეფასება;
2. სამედიცინო პერსონალის დაცვა კრიზისის დროს და მათი შესაბამისი ტრენინგი; და
3. საგანგებო ვითარებისთვის მზადყოფნის ერთობლივი დაგეგმვა.

წლევანდელი თემა ხაზს უსვამს ჯანდაცვის ობიექტების მზადყოფნის და მოქნილობის უზრუნველყოფის აუცილებლობას საგანგებო სიტუაციების დროს, რათა მათ შეძლონ დაუბრკოლებლად მუშაობა და როგორც უშუალოდ დაზარალებულების, ასევე კრიზისის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის დახმარება. ჯანდაცვის ობიექტებში მოიაზრება ყველა ის დაწესებულება, რომელიც სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს პაციენტებს–ზოგადი პროფილის და სპეციალიზებული კლინიკებიდან პირველადი ჯანდაცვის ცენტრებამდე.

საგანგებო ვითარებას და კრიზისულ სიტუაციებს ხშირად ეწირებიან ჯანდაცვის მუშაკები; ზარალდება ჯანდაცვის ობიექტები და ფერხდება ან წყდება სამედიცინო მოსახლეობის მიწოდება. ამის შედეგად, დაზარალებულ მოსახლეობას აღარ ეძლევა საშუალება ისარგებლონ სასიცოცხლო მნიშნველობის მქონე სამედიცინო მომსახურებით.

სამედიცინო პერსონალი ჯანდაცვის სისტემების ქვაკუთხედია. კრიზისის დროს ისინი ემსახურებიან მოსახლეობას: ზრუნავენ მათ ჯანმრთელობაზე, უსაფრთხო მშობიარობაზე, იმუნიზაციაზე და ქრონიკული დაავადებების მკურნალობაზე. ეს ისეთი საჭიროებებია, რომლებზე ზრუნვაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეწყდეს ან შეფერხდეს კრიზისის დროს. ხშირად, გაუმართავი ჯანდაცვის სისტემები ვერ ახერხებენ კრიზისის დროს ფუნქციონირებას, რასაც სავალალო შედეგები მოჰყვება როგორც უშუალოდ საგანგებო ვითარების დროს, ასევე მის შემდგომ პერიოდშიც.

წლების მანძილზე ქვეყანა ღებულობს ტექნიკურ დახმარებას ჯანმო-ს მხრიდან, რაც გულისხმობს შესაბამისი პერსონალის გადამზადებას (როგორც ადგილობრივად, ასევე ქვეყნის-გარეთ სემინარებზე დასასწრებად), რათა ისინი უკეთ იყვნენ მომზადებულნი ისეთი საგანგებო სიტუაციებისადმი, როგორიცაა ბუნებრივი და ადამიანის ჩარევით გამოწვეული კატაკლიზმები, ეპიდ-აფეთქებების ჩათვლით. ჯანმო ასევე უზრუნველყოფს ქვეყანას გაიდლაინებით, რომლებიც ეხება საგანგებო სიტუაციებში ჯანდაცვის სისტემების ეფექტური მუშაობის შენარჩუნების თემატიკას.

ჯანმო და მისი საერთაშორის პარტნიორი ორგანიზაციები პრიორიტეტს ანიჭებენ ჯანდაცვის ისეთ ინფრასტრუქტურაში ინვესტირებას, რომელსაც შეეძლება გაუძლოს გამოცდას და კრიზისის დროს უზრუნველყოს ხალხისთვის როგორც გადაუდებელი, ასევე პირველადი სამედიცინო დახმარების მიწოდება. ჯანმო აგრეთვე მოუწოდებს ჯანდაცვის ობიექტებს, შეიმუშაონ და განახორციელონ მზაობის გეგმები, რათა უზრუნველყოფილი იქნას სამედიცინო მომსახურების უწყვეტობა. ამ მიმართულებით ჯანმო კვლავაც გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას.

7 აპრილს, მთელი მსოფლიო აღნიშნავს დღემდე მიღწეულ წარმატებებს და ლობირებას გაუწევს ჯანდაცვის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მათი დიზაინისა და მშენებლობის ჩათვლით. წლევანდელი ჯანმრთელობის მსოფლიო დღის მიზანია გლობალურად განიხილოს საგანგებო სიტუაციებისთვის მზაობა, რათა გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე და გავაუმჯობესოთ მათი ჯანმრთელობის ხარისხი.

http://moh.gov.ge

2009.04.07


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006