logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    იქმნება ეროვნული ონკოლოგიური კონცეფციის შემმუშავებელი სამეცნიერო საბჭო

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ეროვნული ონკოლოგიური კონცეფციის შემმუშავებელი სამეცნიერო საბჭო იქმნება. საბჭო ონკოლოგიურ დაავადებათა პრევენციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. კონცეფციის შემუშავების აუცილებლობა განაპირობა თვრამეტიდან სამოც წლამდე ასაკის იმ პირების მკურნალობის დაფინანსების პრობლემის არსებობამ, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არ იმყოფებიან, არ მუშაობენ და მხოლოდ ხუთლარიანი პაკეტით დაზღვევის შესაძლებლობა ეძლევათ. კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ თოიძის განცხადებით, ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა 3 მლნ 900 ათასი ლარითაა განსაზღვრული და მიუხედავად იმისა, რომ თანხის ეს ოდენობა გასულ წელთან შედარებით მცირეა, სხვა სახელმწიფო პროგრამებთან შედარებით, ოცდაათი პროცენტითაა გაზრდილი.  როგორც ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, რეზო გაგუამ აღნიშნა, სახელმწიფო პროგრამებში  გათვალისწინებული არ არის ისეთი ეფექტური სამკურნალო პროცედურების დაფინანსება, როგორებიცაა რადიოთერაპია, ქიმიოთერაპია და ჰორმონოთერაპია. მაგალითისთვის, მან ჰერცეპტინით სარძევე ჯირკვლის კიბოს მკურნალობა დაასახელა, რომლის ღირებულება ოცი ათას ლარზე მეტია. რეზო გაგუას მოსაზრებით, სახელმწიფო პროგრამებს ერთ-ერთ კომპონენტად აღნიშნული მეთოდებით მკურნალობის დაფინანსება მომავალი წლისთვის მაინც უნდა დაემატოს.
ჯანდაცვის კომიტეტში პალიატიური მზრუნველობის ეროვნული მოდელის პრეზენტაცია მოეწყო. პალიატიური მზრუნველობის ეროვნული პროგრამის კოორდინატორმა, დიმიტრი კორძაიამ  სამოცი წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის დაავადებათა სტრუქტურის შესახებ, ასევე, სამედიცინო და სოციალური პრობლემების გადაჭრის თაობაზე ისაუბრა. მისი  განცხადებით, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში დაწყებულია მუშაობა თვრამეტიდან სამოც წლამდე პირების ონკოდაავადებათა მკურნალობის დაფინანსების სისტემის შესაქმნელად.

http://parliament.ge

2009.04.06


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006