კახეთში აივ ინფექციის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით, გაიზარდა. ამ დროისთვის რეგიონში 75 ინფიცირებულია, მაშინ როცა გასულ წელს 1 აპრილისთვის მხოლოდ 18 შემთხვევა იყო დაფიქსირებული - ამის შესახებ თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექორმა შუქია გიოგენაშვილმა განაცხადა.
სტატისტიკური მონაცემებით, 2009 წლის აპრილისთვის აივ შიდსით ინფიცირებულია: თელავში 24, ახმეტაში 19, გურჯაანში 11, ლაგოდეხში 7, სიღნაღში 8, ყვარელი 5, დედოფლისწყარო კი 1 ერთი ადამიანი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ დაინფიცირებული ადამიანების გაზრდა გამოწვეულია არა ნარკომანების მომრავლებით, არამედ საზოგადოების ნაკლები ინფორმირებულობით.
http://www.opentext.org.ge/akhalitaoba
2009.04.06