logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და ასოციაციების წარმომადგენლებთან

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს შექმნის თაობაზე და იმ საკითხებზე იმსჯელეს, რომელიც საფუძვლად დაედება სახელმწიფოს 2009 წლის სამოქმედო გეგმას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში.
ინვალიდობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის უმთავრესი მიზნიდან გამომდინარე, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულფასოვნად ჩართვას ითვალისწინებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში, პარლამენტმა 2008 წლის ბოლოს შეიმუშავა – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის კონცეფცია. კონცეფციაში გათვალისწინებულია დამოუკიდებელი ორგანოს (საბჭოს) შექმნა, რომელიც ამ სფეროში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას წარმართავს. დღევანდელი შეხვედრის მიზანს სწორედ აღნიშნული კონცეფციის განხორციელების ხელშეწყობა წარმოადგენდა.
კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოში, რომელსაც  კომიტეტის უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებენ, მოხდება პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და ასოციაციების პოზიციების შეჯერება და შემუშავდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ერთიანი პოლიტიკის დოკუმენტი. 
"შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და ასოციაციების წარმომადგენლები გამოიყენებენ საპარლამენტო ტრიბუნას თავისი პრობლემების წარმოსაჩენად და მათი გადაჭრის გზების დასასახად" – განაცხადა ოთარ თოიძემ და აღნიშნა, რომ აუცილებელია იმ ორგანიზაციების აზრის გათვალისწინება, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემებზე.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და ასოციაციების წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს მონაწილეობა მიიღონ საბჭოს მუშაობაში. მათი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია ინვალიდებისათვის ხელმისაწვდომი გარემოს შექმნა, მათთვის თვითრეალიზების, სპეციალიზებული განათლების და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. 

http://www.parliament.ge

2009.04.03


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006