logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    პარლამენტი მზადაა, საქართველო გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან თავისუფალ ზონად გამოაცხადოს

პარლამენტი მზადაა, საქართველო გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან თავისუფალ ზონად გამოაცხადოს

პარლამენტარ გიორგი გოგუაძის ინიციატივას საქართველოს ტერიტორიის გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადებისა და ამგვარი პროდუქციის სავალდებულო მარკირების შესახებ, როგორც ჩანს, კონკურენტები არ ეყოლება. ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლები საუბრობენ.
ინიციატივას მხარდამჭერები ბიზნესმენთა წრეებშიც ჰყავს.
პარტია ``მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს`` ერთ–ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე გოგუაძის ინიციატივას სრულად უჭერს მხარს.
იგი ამბობს, რომ ქართულ ბაზარზე, დასავლეთის პრაქტიკისგან განსხვავებით, გენმოდიფიცირებული და ნიტრატებით გაჯერებული პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთა ადგილობრივ პროდუქციაზე ძვირი ღირს. ტყემალაძე ამ პარადოქსის მიზეზს ``გარკვეული ჩინოვნიკების`` მიერ იმპორტული პროდუქციის ლობირებაში ხედავს.
``საინტერესოა, რა არგუმენტი უნდა დაუპირისპირონ ოპონენტებმა ამ კანონპროექტს? ხოლო როდესაც მას კანონის სახე ექნება, სავალდებულო იქნება პროდუქტის მარკირება, რაც ამ საკითხში წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება,`` – აღნიშნა ტყემალაძემ. 
შეგახსენებთ, რომ გოგუაძის ინიციატივის თანახმად,  საქართველოს ტერიტორია გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან თავისუფალ ზონად უნდა გამოცხადდეს.
``მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის 26 სექტემბრის დადგენილებით საქართველო შეუერთდა ``ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენას ოქმს,`` ქვეყანას არ გააჩნია ამ კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების რეალიზაციის მექანიზმი, ანუ საამისოდ არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა. ამის გამო დღემდე ქვეყანაში ისეთივე წარმატების შემოდის და რეალიზდება გენმოდიფიცირებული პროდუქცია თუ სათესლე მასალა, როგორც ნატურალური. არადა, მომხმარებლის უფლებაა, იცოდეს, რას და როგორი ხარისხის პროდუქტს ყიდულობს. გარდა ამისა, უკონტროლო სისტემის მეშვეობით საფრთხე ექმნება ქვეყნის ბიომრავალფეროვნებას, რადგან თუ გენმოდიფიცირებული ორგანიზმი ერთხელ შეიჭრა ქვეყნის ტერიტორიაზე, ის დამტვერვის შედეგად გადადის სხვა კულტურაზე, ხოლო მეცხოველეობაში საკვებად გამოყენებისას, გმო–ს შემცველი მარცვლეული დაფქვისას ერევა მისგან თავისუფალ ფურაჟს,`` – აღნიშნავს გოგუაძე.
მისი თქმით, ამის შედეგად სამომხმარებლო ბაზარი გარანტირებულად იქნება დაცული ამგვარი პროდუქტების უკონტროლოდ ხმარებისგან.

http://commersant.ge

2009.04.02


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006