logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანდაცვის მინისტრი კერძო ბიზნესის საქმეში საეჭვოდ ერევა

ჯანდაცვის მინისტრი კერძო ბიზნესის საქმეში საეჭვოდ ერევა

მთელი სახელისუფლებო ძალისხმევა ”ბლოკ ჯორჯიას” პროექტის გადარჩენისკენაა მიმართული
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ჩეხეთის დედაქალაქში სახელმწიფო ”ექსპორტბანკს” ეწვივნენ. მათ კერძო კომპანიისათვის შეპირებული თანხების გამოყოფაზე გამართეს მოლაპარაკებები. იმ კერძო კომპანიისთვის, რომელიც აქამდეც ბევრი ჭორისა თუ ეჭვის ადრესატი იყო.
ქართულ-ჩეხური ”ბლოკ ჯორჯია” დღეისათვის ჰოსპიტალური სექტორის განვითარების მთავარი მოთამაშე და როგორც ჩანს, უკანასკნელი იმედი გახდა. ეს ფაქტი მინისტრის პრაღულმა ვოიაჟმა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
”ბლოკ ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა მიმდინარე წლის იანვარში განაცხადა, რომ ჩეხურმა ”ექსპორტბანკმა” მათ 200-მილიონიანი საკრედიტო ხაზი უკვე გამოუყო. 13 მარტს, მამუკა ჯანაშვილმა (გენერალური დირექტორი) კიდევ უფრო მეტი დამაჯერებლობისათვის აღნიშნა, რომ მათ საავადმყოფოს, ყველასგან მივიწყებული სამშენებლო ფირმა ”მერიდიანი” ააშენებდა. რა მოხდა მერე, ”კომერსანტისათვის” უცნობია. ფაქტია, რომ მარტის ბოლოს ალექსანდრე კვიტაშვილსა და ვახტანგ ლეჟავას პრაღაში სტუმრობა მოუწიათ.
”ბლოკ ჯორჯია” ის კომპანიაა, რომელსაც ზუგდიდის საავადმყოფო ყოველგვარი ტენდერის გარეშე გადაეცა. ასევე, ქუთაისის ინტერვენციული საავადმყოფო, რომლის მშენებლობა და აღჭურვა სახელმწიფოს 40 მლნ. დოლარი დაუჯდა. ცხადია, ქუთაისის სუპერთანამედროვე საავადმყოფოს არავითარი ინვესტიცია არ სჭირდებოდა, იგი 1000 დოლარად ქართულ-ჩეხური კომპანიის ხელში აღმოჩნდა. ასევე, «ბლოკ ჯორჯიამ» ჩაატარა სარემონტო სამუშაოები თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
კომპანიის სახელთან ბევრი ჩინოვნიკის სახელსა და გვარს აკავშირებენ. პირველ რიგში, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ლადო ჭიპაშვილისას. თუმცა ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო მეტი ეჭვი გააჩინა, რომ ,,ბლოკ ჯორჯიას” უკან კიდევ უფრო მძიმეწონიანი ფიგურები დგანან. დღეს აშკარად გამოჩნდა, რომ მთელი სახელისუფლებო ძალისხმევა ”ბლოკ ჯორჯიას” პროექტის გადარჩენისკენაა მიმართული.
რამდენიმე დღის წინ ჩეხეთის დედაქალაქში ”ექსპორტბანკში” ალექსანდრე კვიტაშვილისა და ვახტანგ ლეჟავას ვიზიტმა ისედაც ბუნდოვან ჰოსპიტალურ რეფორმაში კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება შეიტანა.
27 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე ალექსანდრე კვიტაშვილმა აღნიშნა, რომ 100 ახალი საავადმყოფოს პროექტში «ბლოკ ჯორჯიას» ხვედრითი წილი, დაახლოებით 40%-ს შეადგენს. ე.ი. ”ბლოკ ჯორჯია” მინისტრის განცხადებითვე, ფაქტობრივად, მონოპოლისტია. არადა, თავის დროზე, ორი წლის წინ, როცა კახა ბენდუქიძე ამ პროექტს იწყებდა, ტენდერში მონაწილეობის სურვილი ამერიკულმა სოლიდურმა კომპანიამ გამოთქვა, ოღონდ ერთი პირობით: ისინი ერთი მილიარდი დოლარის ინვესტირებას აპირებდნენ, თუკი საქართველოს ხელისუფლება საავადმყოფოების 50% საკუთრებაში გადასცემდა. სფეროს მონოპოლიზების ”შიშით”, ამ გარიგებაზე კომპანიას უარი უთხრეს.
თუ ჯანდაცვის მინისტრის განცხადებებს ვერწმუნებით, «ექსპორტბანკი» ჩეხური «ბლოკისთვის» სავარაუდოდ აპრილის შუა რიცხვებში გადაწყვეტს 120 მილიონი ევროს გამოყოფას. ამჯერად ჩეხური «ბლოკი» ქართულ-ჩეხურ «ბლოკ-ჯორჯიას» მეშვეობით განკარგავს თანხებს, რომელიც ახალი საავადმყოფოების მშენებლობას მოხმარდება.
ბატონ მინისტრს სხვა ახსნა-განმარტებები არ გაუკეთებია, თუ რატომ წავიდა კერძო კომპანიისთვის თანხის გამოყოფის მოლაპარაკებებზე. როგორც ჩანს, ბატონ ალექსანდრეს გულმა უგრძნო, როდესაც გასული წლის დეკემბერში პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე, ჰოსპიტალური სექტორის რეფორმირებაზე საუბრისას განაცხადა, რომ მთავარია, ინვესტორებმა ფული შემოიტანონ, მთელი ტვირთი შეიძლება ამოღებულ იქნეს 150 მილიონი ევროს შემოსვლის შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს თანხა სახელმწიფომ უნდა იშოვოს და რაღაც გააკეთოს.

როგორც ჩანს, დადგა «რაღაცის გაკეთების» დროც. სავარაუდოდ, ბატონმა ალექსანდრემ კარგად იცის, როგორ ჩატარდა ტენდერი, სადაც მონაწილეს მხრიდან არ იყო აუცილებელი ბანკის საგარანტიო წერილის მიტანა. შეთანხმება სიტყვიერი დაპირებით ხდებოდა. დღეს კი რეალურად მინისტრს უწევს თანხების მოზიდვაზე ფიქრი.

არსებობს კიდევ ერთი დეტალი, ბატონი ვახტანგ ლეჟავას ფიგურა, რომელსაც პოლიტიკურ წრეებში კახა ბენდუქიძის უშუალო წარმომადგენლად მიიჩნევენ. რამდენად არის კახა ბენდუქიძის ინტერესები სამედიცინო სფეროში, ოფიციალურად დადასტურებული არ არის, მაგრამ ჰოსპიტალური რეფორმის ავტორობა 5-მილიარდიანი ქონების გადაცემა ”ინვესტორებისთვის” და სანაცვლოდ ჩაშლის პირას მიყვანილი პროგრამა, ნამდვილად საფუძვლიან ეჭვს ბადებს.
დღეს პასუხებისგან ყველა თავს იკავებს. პარლამენტარმა ფრიდონ თოდუამ «კომერსანტს» კომენტარზე უარი უთხრა, თუმცა იგი დეკემბრის საკომიტეტო მოსმენაზე ცალსახად აფიქსირებდა, რომ ზუგდიდის საავადმყოფო «ბლოკ ჯორჯიას» აღჭურვილი და გარემონტებული გადაეცა.
ჰოსპიტალურ სფეროში მძიმე ვითარებაა შექმნილი და ამას მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. სტატისტიკა მართლაც შემაშფოთებელია, ჩვენი მოსახლეობისთვის სულ უფრო მიუწვდომელი ხდება სამედიცინო მომსახურება. თუ 2003 წელს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით საქართველოში საავადმყოფო საწოლების რაოდენობა 18.2 ათასი იყო, 2007 წელს ეს მაჩვენებელი 14.6 ათასამდე შემცირდა.

http://www.commersant.ge

2009.03.31


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006