logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    "ალდაგი ბისიაის" საქმე შესასწავლად გენერალურ პროკურატურას გადაეცემა

სადაზღვევო კომპანიების ირგვლივ ახალი სკანდალი აგორდა. სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი დიმიტრი შაშკინი კომპანია „ალდაგი ბი სი აის“ უპირისპირდება და აცხადებს, რომ „ალდაგმა“ „პენიტენციალური სისტემა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო“
"კომპანია „ალდაგმა" ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და სასჯელაღსრულების სამინისტრო დილემის წინაშე დგას თუ ვინ უნდა ჩაიბაროს პატიმრების ჯანდაცვის სისტემა"- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომისიის სხდომაზე. მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხვალ კონსულტაციები გაიმართება და მიღებული გადაწყვეტილებების შედეგები უახლოეს ორ კვირაში გახდება ცნობილი. 2007 წელს ჯანდაცვის სამინისტროსა და სადაზღვევო კომპანია "ალდაგს" შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, "ალდაგმა" პატიმრების მკურნალობაზე პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო.
პარლამენტის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე გეგმავს, გენერალურ პროკურატურას მიმართოს, რათა მან "ალდაგი ბისიაის" საქმე შეისწვლოს. მიზეზად სადაზღვევო კომპანიის მიერ პენიტენციალურ სისტემაში განხორციელებული ქმედებები სახელდება. რგორც ლორთქიფანიძემ განაცხადა, "ალდაგი ბისიაიმ" სახელმწიფოსგან გამოყოფილი სამი მილიონი ლარი მიიღო, თუმცა, აღებული ვალდებულებები არ შეასრულა. “პატიმრებს არ ჰქონდათ მედიკამენტები. იმ საპატიმროებში, სადაც 100-ზე მეტი მსჯავრდებული იმყოფება, უნდა გახსნილიყო სტომატოლოგიური კაბინეტები. თუმცა, სტომატოლოგიური კაბინეტები კი არა, სტაციონარები არ არის გახსნილი. როგორც კი დავასრულებ ყველა დაწესებულების შესწავლას, მოვითხოვ გენერალურმა პროკურატურამ გაარკვიოს, სად წაიღო სადაზღვევო კომპანიმ ეს თანხა” – დასძენს პარლამენტის წევრი.
სკანდალურ ბრალდებებს ”ალდაგი ბი სი აის“ გენერალური დირექტორი ნიკა გამყრელიძე პასუხობს. ”მე ვურჩევ ყველას კარგად გაეცნონ კონტრაქტს და იმ ვალდებულებებს, რომელიც კომპანიას ჰქონდა პატიმრების წინაშე და რომლის შესრულების შემდეგ პენიტენციალურ სისტემაში მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა“ - განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ კონტრაქტის ფარგლებში სასჯელაღსრულების სიტემას 141 ექიმი, 138 ექთანი და 40 მობილური ბრიგადა ემსახურებოდა. მისივე ინფორმაციით, პატიმრების დაზღვევაში, პენიტენციალურმა სისტემამ 2 მილიონ 550 ათასი გადაუხადა, კომპანიამ კი 3 მილიონ 800 ათასი ლარი აანაზღაურა. შედეგად კი გამყრელიძის მტკიცებით „ალდაგი ბი სი აიმ“ მილიონ 300 ათას ლარზე მეტი იზარალა. ”ჩვენ ჯეროვნად ვასრულებდით კონტრაქტით გათვალისწინებულ ყველა პუნქტს და საინტერსოა, რატომ ალაპარაკდნენ პროგრამის დასრულებიდან 3 თვის შემდეგ. თუ ამ ბრალდებებზე სერიოზული მტკიცებულებები გააჩნიათ, შეუძლიათ შესაბამის უწყებებს მიმართონ“–აცხადებს გამყრელიძე.

http://www.commersant.ge

2009.03.27


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006