logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ივა ყაჭიური: «სახალხო დაზღვევისა და «არქიმედეს გლობალ ჯორჯიას» პაციენტებს, ურბალოდ, აღარ ვიღებთ»

კლინიკებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის დაპირისპირება ახალ ფაზაში შედის. სამედიცინო დაწესებულებები სადაზღვევო კომპანიებს ისევ უპირისპირდებიან და მათგან არსებული დავალიანების დაფარვას მოითხოვენ.
როგორც «ღუდუშაურის» კლინიკის მთავარმა ექიმმა მიშა დოლიძემ განაცხადა, თითქმის ერთი წლის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიები მხოლოდ დაპირებებს იძლევიან, გადასახდელი თანხის რაოდენობა კი დღითიდღე იზრდება.
«პაციენტებისა და გადაუდებელი ოპერაციების რიცხვი უცვლელია, თუმცა ბოლო პერიოდში მხოლოდ ფარატინა ქაღალდების რაოდენობამ იმატა და თანხები სადაზღვეო კომპანიებიდან არა თუ დათქმულ ვადებში, არამედ ვადის ამოწურვის შემდეგაც არ ირიცხება.»- აცხადებს დოლიძე.
იაშვილის კლინიკის გენერალური დირექტორის ივა ყაჭიურის განცხადებით კი პრობლემები მხოლოდ ორი სადაზღვევო კომპანიასთან «სახალხოსა» და «არქიმედეს გლობალ ჯორჯიასთან» იქმნება.
«სამწუხაროდ, ამ ორი კომპანიის პაციენტებს აღარ ვიღებთ, რადგანაც მათი მხრიდან ხელშეკრულებები არაკორექტულად და ჩვენთან შეუთანხმებლად ირღვევა. ამ დროისთვის «სახალხოს» 18 ათასი ლარის დავალიანება აქვს, თუმცა თანხის გადმორიცხვა რატომღაც არ ჩქარობენ. მართალია ასეთ ვითარებაში ყველაზე მეტად პაციენტი ზარალდება, მაგრამ ჩვენ ასეთი კომპანიებისგან გამოგზავნილ პაციენტებს ვეღარ მივიღებთ,» -აცხადებს გენერალური დირექტორი და დასძენს, რომ პაციენტისთვის საჭიროი თანხის რაოდენობას არა სადაზღვეო კომპანია არამედ კლინიკა უნდა განსაზღვრავდეს.
ჩაჩავას სახელობის კლინიკის ხელმძღვანელობა კი სადაზღვევო კომპანიის წინააღმდეგ სადამსჯელო სანქციების დაწესების ინიციატივითაც გამოდის.
როგორც კლინიკის მთავარი ექიმი ელგუჯა გოცირიძე აცხადებს, სადაზღვეო სექტორთან ურთიერთობას გაფორმებული ხელშეკრულება უნდა არეგულირებდეს და თუ ამ დოკუმენტს სხვა პირობებთან ერთად სადამსჯელო სანქციებიც დაერთვება, ეს რისკის ფაქტორს გაანახევრებს და დავალიანების ამოღებასაც გაამარტივებს.

http://commersant.ge

2009.03.25


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006