logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სადაზღვევო კომპანიები კლინიკების სკანდალურ ბრალდებებს პასუხობენ

«სახალხო დაზღვევა»: «იაშვილის კლინიკა კაბალურ პირობებს გვთავაზობს».
ახდენენ თუ არა სამედიცინო დაწესებულებები სადაზღვევო სექტორის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას? სადაზღვევო კომპანიები სამედიცინო კლინიკების ბრალდებებს სკანდალური განცხადებებით პასუხობენ.
«არქიმედეს გლობალ ჯორჯიას» გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა რამიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, რას ეფუძნება იაშვილის კლინიკის პრეტენზია, რომლის მიხედვითაც დავალიანების გამო კომპანიის პაციენტებს კლინიკაში აღარ იღებენ.
«მარტის დავალიანება 1200 ლარია და თუ სამედიცინო დაწესებულება ამის გამო პაციენტს არ მიიღებს, მაშინ საერთოდ ეჭვი მეპარება, ჰიპოკრატის ფიცი რისთვის დადეს. ეს განცხადებები სადაზღვევო ბიზნესის დისკრედიტაციას ემსახურება. სხვა ახსნას ვერ ვუძებნი»–აცხადებს რამიშვილი.
მისივე ინფორმაციით, არის შემთხვევები, როდესაც სამედიცინო დაწესებულებები მხოლოდ ფურცელზე დაწერილ ინვოისებს უგზავნიან და არ უთითებენ არავითარ სხვა ინფორმაციას, მაგალითად, პაციენტის პირად ნომერს და სხვა.
„შედეგად უკვე სადაზღვევო კომპანიებს გვიხდება ამ ინფორმაციის გადამოწმება, რასაც დრო ჭირდება და ამაზე კლინიკებს კიდევ ახალი პრეტენზიები უჩნდებათ. ეს ყველაფერი კი სამედიცინო დაწესებულებებში გაუმართავი სისტემის ბრალია. მთლიანობაში „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას» 180 პროვაიდერთან აქვს ურთიერთობა და მათ დიდ უმრავლესობასთან ძალიან ჯანსაღი ურთიერთობები გვაქვს”–აცხადებს ნიკა რამიშვილი.
ასევე კატეგორიულად უარყოფენ იაშვილის კლინიკის ბრალდებებს «სახალხო დაზღვევაში».
როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა გიზო ცაგარეიშვილმა განაცხადა, იაშვილის სახელობის კლინიკა უკვე რამდენიმე თვეა კომპანიას 20 ათასამდე ლარის დავალიანებას ედავება, თუმცა, ამის დამადასტურებელი არც არგუმენტაცია და არც სათანადო მტკიცებულებები არ გააჩნია.
«ჩვენთვის მართლაც გაურკვეველია, რის საფუძველზე გვთხოვენ საკმაოდ სოლიდურ თანხას და თუ ეს დავალიანება რეალურად არსებობს, რატომ არ მიმართავენ სასამართლოს»– აცხადებს ცაგარეიშვილი და დასძენს, რომ იაშვილის კლინიკასთან პრეტენზიები თავის მხრივ «სახალხო დაზღვევასაც» გააჩნია, კერძოდ, იყო შემთხვევა, როცა მათი კომპანიიდან გაგზავნილი ბავშვი კლინიკაში არ მიიღეს და უკან გამოაბრუნეს. «მიიღებს თუ არა პაციენტს იაშვილის კლინიკა, ეს ყაჭიაურის სინდისზე იყოს. ჩვენ ყველანაირად შევეცადეთ მათთან ურთიერთობა დაგველაგებინა, მაგრამ პირობები, რომელიც მათ შემოგვთავაზეს, კაბალურია და ვერ მივიღებთ»– განაცხადა ცაგარეიშვილმა და დასძინა, რომ უამრავი კლინიკა არსებობს, რომელთანაც «სახალხო დაზღვევა» თანამშრომლობს და კარგი ურთიერთობა აქვს.

http://commersant.ge

2009.03.25


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006