logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ალექსანდრე კვიტაშვილის შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციებთან

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილმა შეხვედრა იმ საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან გამართა, რომლებიც ჯანდაცვის და სოციალურ სექტორში პროექტებს ახორციელებენ. ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას გაეროს, USAID-ის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ალექსანდრე კვიტაშვილმა ჯანდაცვის და სოციალურ სექტორში მიმდინარე რეფორმების პრეზენტაცია გააკეთა.
მინისტრმა დონორ ორგანიზაციებს იაფი დაზღვევის სქემა და მისი მიმდინარეობა გააცნო. მისი თქმით, იაფი დაზღვევის პროგრამა მოსახლეობის სადაზღვევო სისტემაში ფართო ინტეგრირების ეფექტური საშუალებაა. აქამდე არ მოქმედებდა ინდივიდუალური დაზღვევა და ეს პროგრამა სწორედ ინდივიდუალური დაზღვევის განვითარებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა პოსპიტალური სექტორის რეფორმის საკითხი. ალექსანდრე კვიტაშვილმა აღნიშნა, რომ 2008 წელს, არჩევნების და ომის გამო, იყო შეფერხება, თუმცა ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რათა კერძო კომპანიებმა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები საავადმყოფოების მშენებლობასთან დაკავშირებით.
საერთაშორისო ორგანიზაციებთან საუბრისას ჯანდაცვის მინისტრი ფარმაცევტულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ახალ კანონქპროექტს შეეხო, რომელიც განხილვის სტადიაშია.
“უცხოელი ექპერტები, დარგის მუშაკები და ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით. ეს კანონი ხელს შეუწყობს ბაზრის გაფართოებას და ხარისხიანი პროდუქციის შემოტანას.”- აღნიშნა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
მინისტრმა ასევე განმარტა რომ, მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე დონორ ორგანიზაციასთან, რათა მოხდეს ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემების სრულყოფა და ერთიანი ბაზის შექმნა. ასევე განხილულ იქნა შრომის საკითხები და შრომის კოდექსი.
საუბარი ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის საკითხებსაც შეეხო. ცნობილია, რომ ეს სისტემა 2009 წლის 1 იანვრიდან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს ეკუთვნის. ალექსანდრე კვიტაშვილმა აღნიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რათა ყველა სიძნელე, რაც ბავშვზე ზრუნვის საკითხს ეხება დროულად აღმოიფხვრას.

http://www.moh.gov.ge

2009.03.23


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006