პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრ ალექსანდრე კვიტაშვილის ანგარიშს ისმენენ. კვიტაშვილი წარადგენს ერთგვარ ანგარიშს, როგორ მიმდინარეობს იაფი დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა. პროგრამა დაიწყო 1 მარტიდან და არსებობდა შენიშვნები მისი მიმდინარეობის ტემპებთან დაკავშირებით. მინისტრი აცხადებს, რომ პროგრამის მიმდინარეობის ტემპებით კმაყოფილია. იზრდება მოსახლეობის დაინტერესება იაფი დაზღვევის პროგრამის მიმართ.
როგორც კვიტაშვილი ავხადებს, პროგრამა მუშაობს ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის თბილისში და სადაზღვევო კომპანიები უკვე რეგიონების დაფარვას იწყებენ.
http://1tv.ge
2009.03.19