logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    გაიმართა სამუშაო შეხვედრა - “ნარკოპოლიტიკა და ნარკოკანონმდებლობა”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი წერეთლის, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის ინიციატივით და "შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის” მხარდაჭერით 14 მარტს კომპლექს "ბაზალეთში” გაიმართა სამუშაო შეხვედრა - "ნარკოპოლიტიკა და ნარკოკანონმდებლობა”.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი წერეთელმა სხდომის გახსნისას განაცხადა, რომ ნარკომანია მართლაც ძალზე მწვავე და მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ქვეყანაში ამიტომ, ამ ტიპის შეხვედრები და დისკუსიები, აქტიური მუშაობა ნარკოპოლიტიკისა და ნარკოკანონმდებლობის საკითხზე აუცილებელია, რათა ჩამოყალიბდეს სისტემა, პოლიტიკა რომლის საშუალებითაც მოხდება როგორც ბრძოლა ნარკონამანიის წინააღმდეგ ასევე მისი პრევენცია. ხაზგასმით აღნიშნა პარლამენტის მიერ მიღებული "ანტინარკოტიკული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების” მნიშვნელობა. ისაუბრა დაბალანსებული კანონმდებლობის, მკურნალობისა და ჩანაცვლების ალტერნატიული მეთოდების დანერეგვის აუცილებლობის შესახებ, რათა ანტინარკოტიკული კანონმდებლობის ლიბერალიზაციამ არ გამოიწვიოს ქვეყანაში კრიმინალური ვითარების გამწვავება. განაცხადა, რომ ჯერ კიდევ 2007 წელს მთავრობას პარლამენტისაგან დადგენილების სახით მიღებული აქვს დავალება ინტეგრირებული სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბების თაობაზე, რომელიც ჯერ კიდევ არ არის წარმოდგენილი და აუცილებელია ამ პროცესის დაჩქარება.
შეხვედრა მოიცავდა გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში პარლამენტში მომზადებული ანტინარკოტიკული საკანონმდებლო პაკეტის წარდგენას, შედარებით ანალიზს საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებულ პაკეტთან, მსჯელობას ნარკომანიის ფენომენისა და ნარკოვითარების შესახებ საქართველოში, დისკუსიას სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებათა სიების და მასში ცვლილებების შეტანის, მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსში შესაძლო ცვილებების თაობაზე.
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გიორგი ხუროშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ სასურველი იქნება თუკი სახელმწიფოს ხელშეწყობით შეიქმნება სპეციალური სამკურნალო დაწესებულებები, რომლებშიც მოხდება ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელთა აღწერა და მკურნალობა. შეხვედრის მონაწილე ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ანტინარკოტიკულ კანონმდებლობაში მსაგვსი დებულება არსებობს და აუცილებელია სამთავრობო სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება, რომელშიც უნდა მოხდეს მსგავსი საკითხების გათვალისწინება.
სხდომის დასარულს გიორგი წერეთელმა აღნიშნა, რომ შესაბამისმა ინსტიტუტებმა და უწყებებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა ნარკოპოლიტიკისა და ნარკოკანონმდებლობის, მასში ცლილებების შეტანის საკითხებზე. შეხვედრის მონაწილეებს შესთავაზა დაიწყონ უფრო აქტიური საკომიტეტო მოსმენები პარლამენტში, პირველ ეტაპაზე განხილულ იქნას ცვლილები სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებათა სიებსა და დოზების განსაზღვრაში.

http://parliament.ge

2009.03.17


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006