logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    რევოლუციური ფარმაცევტული კანონპროექტი შეაჩერეს

ფარმაცევტული საქმიანობის ახალი რეგულირების შესახებ კანონპროექტის განხილვა დროებით გადაიდო. მთავრობამ კანონპროექტის განხილვისთვის დამატებითი დრო ითხოვა. ეს ნიშნავს, რომ მედიკამენტების გაიაფების მცირე შანსი, რასაც კანონპროექტი იძლეოდა, ჯერჯერობით გამოუყენებელია.
“ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები პარლამენტში რამდენიმე დღის წინ შევიდა. კანონპროექტი ახლებურად არეგულირებს ფარმაცევტული პროდუქციის რეკლამირების საკითხს, ფარმაცევტული პროდუქციის რეგისტრირების პროცესს, აღიარების რეჟიმს, ნებართვების სისტემას და ა.შ.
მთავარი ამ კანონპროექტში ისაა, რომ ევროკავშირში დარეგისტრირებული ნებისმიერი მედიკამენტის დამატებით რეგისტრაცია საქართველოში საჭირო აღარ იქნება. ეს თავისთავად შეამცირებს წამლების ფასს. ამასთან, საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე წამლების ასორტიმენტი გაიზრდება, რის შედეგაც ბაზარზე ახალი მოთამაშეები შემოვლენ და კონკურენციის პირობებში პროდუქციაზე ფასი ავტომატურად დაიწევს.
ამ კანონის მიღების მთავარი მოტივაცია გახლდათ პრინციპი, რომ საქართველოში არცერთ მოქალაქეს არ უნდა ჰქონდეს წამლის შეძენის პრობლემა. ბაზარი, რაც შეიძლება კონკურენტუნარიანი უნდა იყოს. მთავარი ამოცანაა, იყიდებოდეს ხელმისაწვდომი, შედარებით იაფფასიანი, მაგრამ მაღალი ხარისხის მედიკამენტი, რომელიც ადამიანს მოარჩენს.
საზოგადოდ ფალსიფიკაციის პრობლემა რომ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ერთ-ერთი უმთავრესია, ამას სპეციალისტებიც ადასტურებენ. გარდა ამისა, ისინი დარგის პოლიტიზირებასაც უსვამენ ხაზს. მაგალითად, გიორგი გეგელაშვილს მიაჩნია, რომ დღევანდელი ნაციონალური მედიცინა და ფარმაცია პაციენტის განკურნებაზე კი არა, ბევრი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებასა და ბევრი წამლის გასაღებაზეა ორიენტირებული.
- “ხელისუფლებამ კარგად იცის წამლის ბიზნესის მომგებიანი რესურსების შესახებ და მას, ჩვეულებრივი პროდუქტის მსგავსად, თავისუფალ საბაზრო პირობებში აყენებს. წამლის იმპორტი, განბაჟება, საბითუმო ვაჭრობა, საცალო ვაჭრობა, წარმოება და საავადმყოფოების მართვა ხორციელდება ერთი და იმავე ფარმაცევტული ჯგუფების მიერ”, - აცხადებს გეგელაშვილი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროსაბჭოს და სხვა ავტორიტეტული ინსტიტუტების ვარაუდით, საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული წამლის ყოველი მეხუთე კოლოფი არ შეესაბამება სტანდარტებს და ფალსიფიცირებულია.
- ”არ არსებობს ქვეყანა რომელიც, რომელიც საკუთარ თავს, ანუ საკუთარ მოქალაქეს პატივს არ სცემს და არ აკონტროლებდეს წამლის ხარისხსა და ღირებულებას”, - აცახდებს გეგელაშვილი.

დავით კირვალიძე

http://presa.ge

2009.03.16


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006