logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    წელს შიდსით ინფიცირების 65 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ აიგივებს აივ-ინფექციას ისეთ ქრონიკულ დაავადებებთან, როგორიც დიაბეტი თუ ქრონიკული ჰეპატიტია. ჯერჯერობით ბევრს უჭირს იმის აღქმა, რომ შიდსით ინფიცირებულებიც საზოგადოების ისეთივე სრულფასოვანი წევრები არიან, როგორებიც, მაგალითად, დიაბეტით ან ჰეპატიტით დაავადებულები. მით უმეტეს, აივ-ინფიცირებულები არ წარმოადგენენ საშიშროებას საზოგადოებისათვის, რადგან მეგობრობით, დახველებით, დაცემინებით თუ კოცნით და სხვა ამგვარი კონტაქტით აივ-ი არ გადაეცემა. არ გადაეცემა ასევე მწერების საშუალებით, საყოფაცხოვრებო და სოციალური კონტაქტებით, ხელის ჩამორთმევით, დაავადებულის მიერ გამოყენებული ჭურჭლის, თეთრეულის, საერთო ტუალეტის და აბაზანის სარგებლობისას.
აივ-ინფიცირებულთა უფლებები ხშირად სხვადასხვა ფორმით ირღვევა. უფლებების დარღვევა ხშირად სამედიცინო პერსონალსაც უკავშირდება, რომელიც უარს აცხადებს საჭიროების შემთხვევაში დახმარება აღმოუჩინოს ინფიცირებულს. თუმცა, მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება ინფიცირებულთა უფლებების დარღვევა - არის სამსახურიდან დათხოვნის ფაქტებიც და საზოგადოების მცდელობა იზოლირებაში ამყოფოს ინფიცირებული ადამიანები, განსაკუთრებით - რეგიონებში. სამწუხაროდ, არც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა შიდსის გავრცელების მხრივ დამაიმედებელი საქართველოში.
შიდსის ცენტრის ბოლო მონაცემებით, რეგისტრირებულია აივ-ინფიცირების 1916 შემთხვევა, მათ შორის მამაკაცი 1443-ია, 473 - ქალი. გარდაიცვალა 429 პაციენტი, ხოლო 1006-ს განუვითარდა შიდსი. ამ ტერმინით აღინიშნება დაავადების ბოლო სტადია, როდესაც ავადმყოფს უვითარდება დაავადების გარკვეული კლინიკური ნიშნები. 1006 პაციენტიდან საგანგებო პრეპარატებით მკურნალობს 470 პაციენტი, მათ შორის ოცდაოთხი ბავშვია.
საქართველოში ინფიცირებულთა დიდი უმრავლესობა ინტრავენური ნარკომანია. ზიარი შპრიცით ნარკოტიკის მიღება საბედისწერო აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერების ინტრავენურად მომხმარებელთათვის. მეორე ადგილზე დგას ჰეტეროსექსუალური და ჰომოსექსუალური კონტაქტები. სამწუხაროდ, სულ უფრო ხშირდება მეუღლეებს შორის ინფექციის გადაცემა, რაც რეპროდუქციული ასაკის შემთხვევაში დიდ რისკს ქმნის მომავალ თაობის ჯანმრთელობისთვის. მცირეა ვერტიკალური (დედიდან შვილზე) გზით დაინფიცირების შემთხვევები. ეს შემთხვევები კიდევ უფრო შემცირდება საგანგებო პროგრამის დახმარებით, რომელიც აივ-ინფიცირებული ორსულებისათვის არის გათვალისწინებული და ჯანმრთელი ბავშვის დაბადების შესაძლებლობას იძლევა.
როგორც წესი, ადამიანების დიდ ნაწილს შიდსთან დაკავშირებით უარყოფითი ემოცია და შიში უჩნდება. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება უარყოფითად აისახება იმ ადამიანებზე, ვისაც ეს დაავადება აქვთ. შედეგად, დისკრიმინაციის შიშით ინფიცირებულები პროფილაქტიკის წესებს ხშირად უგულებელყოფენ და ცდილობენ საზოგადოებას ჯანმრთელ ადამიანებად მოაჩვენონ თავი. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ისინი ავადმყოფობის გამხელის შიშით არ სთავაზობენ პარტნიორს უსაფრთხო სქესობრივ კავშირს, არ ერიდებიან ნარკოტიკის მიღების დროს სხვა ნარკომანისთვის საკუთარი შპრიცის მიწოდებას, მაქსიმალურად ცდილობენ ეჭვი არ გამოიწვიონ. ისინი ხშირად ინფიცირებას არც მედიცინის მუშაკებთან ამხელენ. ყოველივე ეს შიდსის ეპიდემიის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს. მოკლედ, შიდსის პრობლემაზე საზოგადოება დუმილს ამჯობინებს და პრობლემას უგულებელყოფს, ხოლო ინფიცირებულებს კი აიძულებს, საკუთარ თავში ჩაიკეტონ და არავის ენდონ.
სხვათა შორის, საქართველოში აივ-ინფიცირებულთა გამოკითხვამ დაადასტურა, რომ ინფიცირებულებზე ერთხელ მაინც განხორციელებულა დისკრიმინაციული ქცევა. ამის მიზეზად თავად პაციენტები მიიჩნევენ საზოგადოების ნაკლებად ინფორმირებულობას დაავადებასთან დაკავშირებით. "საზოგადოებას არ ესმის, როგორ გადადის აივ-ინფექცია; ადამიანებს ჰგონიათ, რომ აივ-ინფექცია სწრაფად მომაკვდინებელი და ადვილად გადამდებია; ეს დაავადება სირცხვილია...", - ამბობენ ინფიცირებულები.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, დისკრიმინაციული ქმედებები ხშირად აიძულებენ აივ-ინფიცირებულებს დამალონ თავიანთი სტატუსი და კიდევ უფრო დაშორდნენ საზოგადოებას. ამის მაგალითია ის, რომ ინფიცირებულთა ნაწილი საკუთარი სტატუტის შეტყობის შემდეგ არ საუბრობს პრობლემაზე ოჯახის წევრებთანაც კი. მიზეზი ერთია - იციან, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში მათ პრობლემა შეექმნებათ ოჯახის წევრებთან ურთიერთობის პროცესში. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ინფიცირებულებმა კარგად იციან დისკრიმინაციის მაგალითები, თუნდაც ის, თუ როგორ დაწვეს პროვინციულ ქალაქში მცხოვრები კაცის სახლი მეზობლებმა, როცა მისი აივ-ინფიცირების შესახებ შეიტყვეს, შიშის ფაქტორი საზოგადოების მიმართ კიდევ უფრო მძაფრდება.
სხვათა შორის, საქართველოში აივ-ინფიცირებულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ სახელმწიფომ თუ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მეტი პოზიტივი უნდა შეიტანონ თავიანთ საქმიანობაში და უთხრან საზოგადოებას, რომ არსებოს შიდსთან ბრძოლის ეფექტური საშუალებები და საზოგადოებრივი მხარდაჭერის შემთხვევაში ეს საშუალებები კიდევ უფრო გაძლიერდება; რომ შიდსი არ უნდა ასოცირდებოდეს შიშთან და სიკვდილთან.
წელს უკვე 65 ინფიცირების ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. ყოველწლიურად ახლად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა აჭარბებს წინა წლების მონაცემებს. შიდსის ცენტრში ამბობენ, რომ სტიგმატიზაცია და დისკრიმინაცია ყველაზე დიდ ბარიერად რჩება აივ-ინფექციის პროფილაქტიკასა და შიდსის ეპიდემიის გავრცელების საკითხში. საზოგადოების ამგვარ უარყოფით დამოკიდებულებას კი დაავადების შესახებ ცოდნის დაბალი დონე უწყობს ხელს.

მერი ნამორაძე

http://www.opentext.org.ge/09/akhalitaoba

2009.03.16


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006