logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მცირე ფარმაცევტული კომპანიები მონოპოლიის არსებობაზე ხმამაღლა ალაპარაკდნენ

მცირე ფარმაცევტული კომპანიები ბაზარზე მონოპოლიის არსებობაზე ხმამაღლა პირველად საუბრობენ და გამოსავალს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის“ შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებში ხედავენ. კომპანია “სამგორი ფარმას” აღმასრულებელი დირექტორი თემურ მიქაბერიძე ღიად აცხადებს, რომ მთავრობის ინიციტივა მათთვის მისაღებია.
”ევროკავშირში დარეგისტრირებული მედიკამენტების საქართველოში რეგისტრაციის გარეშე შემოტანა ბაზარზე არსებულ შედარებით მცირე კომპანიებს საშუალებას მისცემს უფრო მეტად განავითარონ ბიზნესი. რეალურად ის ექსკლუზიური კონტრაქტები, რომელიც დღეს ბაზრის მსხვილს მოთამაშეებს აქვთ, მათ შორის „პე ეს პეს“, კანონპროექტის მიღების შემდეგ ასეთ როლს აღარ ითამაშებს. ევროპელი დისტრიბუტორების მხრიდან ჩვენც გაგვიჩნდება შესაძლებლობა, რომ ნაკლები მოცულობით, მაგრამ შემოვიტანოთ მედიკამენტები” – აცხადებს თემურ მიქაბერიძე. ამასთან მისი განმარტებით, ევროპაში დარეგისტრირებული წამალი არ შეიძლება უხარისხო იყოს.
ცვლილებების მიღების შემთხვევაში ევროკავშირში რეგისტრირებული მედიკამენტები საქართველოში რეგისტრაციის გარეშე შემოვლენ, რასაც ქართული ფარმაცევტული კომპანიები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ფარმაცევტული ბაზრის მსხვილი მოთამაშეები მონოპოლიის არსებობასაც კატეგორიულად გამორიცხავენ. როგორც კომპანია ”პე ეს პეს“ დამფუძნებელმა კახა ოქრიაშვილმა განაცხდა, საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე გასულ წელს იმპორტი 155-მა კომპანიამ განახორციელა. “ამ მაჩვენებლების ფონზე, როგორ შეიძლება ვისაუბროთ მონოპოლისტების არსებობაზე. „პე ეს პემ“ და ”ავერსმა“ მოღვაწეობა 15 წლის წინ დაიწყეს და შესაბამისად სხვებზე უკეთესად განვითარებული მდგომარეობა აქვთ. ამიტომ მონოპოლისტებზე საუბარი არ შეიძლება”–აღნიშნა ოქრიაშვილმა.
მისივე თქმით, ``სახალხო აფთიაქმა`` სამი წლის წინ დაიწყო ფუქნციონირება და დღეს უკვე 35 აფთიაქი გააჩნია. ,,თუმცა, იგივე ,,სამგორი ჯგუფის“, რომელთაც სერიოზული ინვესტიციაც ჩადეს და ბაზარზე 7 წლის წინ გამოჩნდნენ, დღეს კარგი პოზიციები არ აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ფინანსები არ არის საკმარისი ბაზარზე პოზიციების დასაკავებლად და საჭიროა სწორი მენეჯმენტის განხორციელება“–აღნიშნა მან და განაცხადა, რომ უმჯობესი იქნებოდა, მთავრობას კანონპროექტის პარლამენტში წარდგენამდე ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებისთვის მოესმინა.
რაც შეეხება იმას თუ როგორ უნდა მოხდეს მედიკამენტებზე ფასის დაწევა, ოქრიაშვილი პასუხობს, რომ ფასების კლება სერიოზულად მხოლოდ ადგილობრივი წარმოების განვითარების შედეგად გახდება შესაძლებელი. “დღეს მედიკამენტთა 85% იმპორტია და ადგილობრივ პროდუქციას ბაზარზე მხოლოდ 15 პროცენტი უჭირავს.. მედიკამენტებზე ფასებმა რომ დაიკლოს, ეს მაჩვენებელი 50-50-ზე მაინც უნდა იყოს” –აცხადებს ოქრიაშვილი.
მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან უკან გაიწვიეს. “არავითარ უკან გაწვევაზე საუბარი არ არის. საქართველოს მთავრობის მიზანია, ფარმაცევტულ ბაზარზე მაქსიმალურად კონკურენტული გარემო შექმნას, გაჩნდნენ ახალი მოთამაშეები, რაც მედიკამენტების გაიაფებას შეუწყობს ხელს. მთავრობის ამოცანაა, რაც შეიძლება ხელმისაწვდომი გახადოს ჩვენი მოქალაქეებისათვის მედიკამენტები. ეს მთავრობის პრინციპული პოზიციაა” – აცხადებს ხუროშვილი.
მისი განმარტებით, საუბარია არა კანონპროექტის უკან გაწვევაზე, არამედ მის დროებით შეჩერებაზე, რათა მოხდეს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მათ შორის ექსპერტებთან კონსულტაცია. ხუროშვილის განცხადებით, მთავრობას არ შეუძლია კერძო ბიზნესს უკარნახოს, რა ფასი დაადოს ამა თუ იმ მედიკამენტს, მაგრამ მთავრობა ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტით, რაც ახალ ეკონომიკურ ინიციატივებს გულისხმობს, ეცდება ხელი შეუწყოს მედიკამენტების გაიაფებას. „ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ“–აცხადებს ხუროშვილი.

http://commersant.ge

2009.03.13


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006