logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ბიუროკრატიული ბარიერების მოშლა მედიკამენტების ხარისხის ხარჯზე არ უნდა მოხდეს

მთავრობის მიერ მედიკამენტებზე რეგისტრაციის გაუქმებამ, შესაძლოა, ფარმაცევტულ ბაზარზე პრობლემები შექმნას და დიდი რაოდენობით უხარისხო, ფალსიფიცირებული პროდუქცია ვიხილოთ. ამის შესახებ შეშფოთებას იმპორტიორი კომპანიები უკვე გამოთქვამენ.
"წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში” შესატანი ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.
საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, ევროკავშირში რეგისტრირებული მედიკამენტების იმპორტი გამარტივდება და იმპორტიორ კომპანიებს თითოეული მედიკამენტის დარეგისტრირებისათვის გათვალისწინებული 2 500-ლარიანი გადასახადი მოეხსნება. პროექტის მეორე მოსმენისთვის, ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების მწარმოებელი ქვეყნების სპეციალურ სიას შეადგენს, სადაც არამარტო ევროპის, არამედ, აზიის და ამერიკის კონტინენტის მწარმოებელი ქარხნებიც შევლენ.
მთავრობის ვარაუდით, ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე წამლების ასორტიმენტი გაიზრდება, რის შედეგაც, ბაზარზე ახალი მოთამაშეები შემოვლენ. კონკურენციის პირობებში კი მედიკამენტები ავტომატურად გაიაფდება.
ფარმაცვევტული კომპანია "პე-ეს-პე ჯგუფის” დამფუძნებლის და პარლამენტარის კახა ოქრიაშვილის განცხადებით, ადგილობრივ ბაზარზე სარეგისტრაციო ბარიერები გაუქმებისას მწარმოებელი კომპანიები მედიკამენტს არ გააიაფებენ და კვლავ ძველ ფასებში შემოიტანენ. დეპუტატი მიიჩნევს, რომ მსოფლიო ფინანსური კრიზისის პერიოდში მთავრობამ დამატებით შემოსავლებზე უარი არ უნდა თქვას.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტში იმპორტირებულ წამლებზე კონტროლის განხორციელების და მაკონტროლებელი ორგანოს შესახებ არაფერია ნათქვამი. ანუ როგორ და ვინ გააკონტროლებს რეგისტრაციის გარეშე იმპორტირებულ ფარმაცევტულ პროდუქციას, ან სად უნდა განხორციელდეს შემოწმება - საბაჟო-გამშვებ პუნქტში, თუ კომპანიის საწყობში.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კოკა ფრუიძე განმარტავს, იმპორტიორი სამინისტროს წინაშე ვალდებული იქნება ანგარიშფაქტურა წარუდგინოს. "ამით მთავრობა თავს იზღვევეს, რომ იმპორტიორი აფერაში არ გაეხვეს და სავაჭრო ქსელში ფალსიფიცირებული მედიკამენტები არ დაუშვას", - აცხადებს ფრიუძე.
მისივე თქმით, ბაზრის კონტროლი პირველ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი სამედიცინო დაწესებულებების სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დაევალება. აღსანიშნავია, რომ წამლის რეგულირების სააგენტო მთავრობამ სწორედ მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან გააუქმა.
კახა ოქრიაშვილი, "პე-ეს-პე ჯგუფის” დამფუძნებელი:
-მაგალითისთვის, "ნოშპა” არის ფრანგული მედიკამენტი, რომელსაც პოლონეთსა და ბულგარეთში "წარმატებით”, ანუ უხარისხოდ ამზადებენ. თუმცა შესაბამისი ლაბორატორიის დასკვნის გარეშე, ვერც ერთი პროფესიონალი მის ხარისხს ვერ დაადგენს. ამიტომ აუცილებელია, რომ თითოეული მედიკამენტის იმპორტირებისას, დოკუმენტაციის და ქარხნიდან რეფერნ-სტანდარტის გამოგზავნა კანონმდებლობით უნდა დარეგულირდეს. აუცილებელია, ბაზარი გავამარტივოთ და არსებული ბიუროკრატიული ბარიერები მოვშალოთ, მაგრამ ეს ხარისხის ხარჯზე არ უნდა განხორციელედეს.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ თოიძის განცხადებით, “საქართველოში ფარმაცევტული ბაზარი მოწესრიგებას საჭიროებს. მომხმარებლების მხრიდან ხშირად ისმის პრეტენზიები მაღალი ფასების გამო, ამიტომ თუ ცვლილებები ფასთა რეგულაციას განახორციებს, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება”.
მთავრობის მიერ ფარმაცევტული ბაზრის გამარტივებას თავად მწარმოებლები სკეპტიკურად უყურებენ და აცხადებენ, რომ ცვლილებები ბაზარზე მოქმედ მონოპოლისტებს მუშაობას გაუადვილებს. მათი განმარტებით, აუცილებელია კანონში გარკვეულად ჩაიწეროს, რა იგულისხმება რეგისტრციის გარეშე შემოტანაში, სხვა შემთხვევაში, გაჩნდება ეჭვი, რომ ცვლილებები გამიზნულად, ერთი კომპანიის ლობირებისთვის კეთდება.
მწარმოებლები მიიჩნევენ, რომ ამ შემთხვევაში, წაგებული მომხმარებელი დარჩება, რადგან თავისუფალი რეგისტრაციისას იმპორტირებულ მედიკამენტებზე კონტროლი აღარ განხორციელდება, რაც ბაზარზე უხარისხო პროდუქციის წილს გაზრდის.

http://commersant.ge

2009.03.11


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006