logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    «ხელმისაწვდომი დაზღვევა» სამედიცინო პროგრამებს ვერ ჩაანაცვლებს

მთავრობა «ხელმისაწვდომი დაზღვევის პროგრამის პოპულარიზაციას აქტიურად ეწევა. ჯანდაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, დათვლილია რისკები, რაც შეიძლება პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში წარმოიშვას და სახელმწიფოსა და სადაზღვევოებს შორის თანაბრად გადანაწილდეს. საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ, 20 ლარად, წლის განმავლობაში, 8 ათასი ლარის ღირებულების სამედიცინო დახმარება მიიღონ.
ჯანდაცვის სამინისტროს გათვლებით იქმნება 5-ლარიანი «ხელმისაწვდომი» სადაზღვევო პაკეტი, სადაც სახელმწიფო ყველა მოქალაქეს 3 ლარსა და 35 თეთრს გადაუხდის. შესაბამისი მემორანდუმი სადაზღვევო ინდუსტრიასთან უკვე გაფორმდა. პირველ ეტაპზე პროგრამაში ჩართვის სურვილი ბაზარზე მოქმედმა 13 ლიცენზირებულმა კომპანიიდამ 10-მა გამოხატა. პაკეტი პირველად ჯანდაცვას, ურგენტულ (გადაუდებელი სამედიცინო) მომსახურებას და ტრამვების მკურნალობას მოიცავს.
მემორანდუმით, სადაზღვევო კომპანიები ვალდებულები არიან, დაზღვეულს 60- ლარიანი პაკეტი შესთავაზონ. ამასთან, სადაზღვევოებს შესაძლებლობა ეძლევათ, დაზღვევის მსურველს, პროგრამით გათვალისწინებულ თანხაზე, 10 ლარის დამატებით სხვა მომსახურებებიც შესთავაზოს. თუმცა ამ შემთხვევაში, სახელმწიფომ კომპანიებს პაკეტების მოცულობა მემორანდუმით შეუზღუდა. მთავრობისა და კერძო სექტორის მიერ მიღწეული შეთანხმებით, «ხელმისაწვდომი დაზღვევის პროგრამაში» ჩართული პაკეტის წლიური ღირებულება 180 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული პროგრამის განხორციელებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, წინასწარი ვარაუდით, 15 მილიონი ლარი გამოიყოფა. სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლების გათვლებით, ახალი პროგრამის მეშვეობით, დაზღვეულთა რაოდენობა ქვეყანაში 500 ათასით გაიზრდება. პროგრამის ეფექტიანობის გასაზრდელად ჯანდაცვის სამინისტროში სპეციალური საბჭო ამოქმედდა, რომელიც ორ კვირაში ერთხელ შეიკრიბება და სამინისტროში შესულ ყველა საჩივარს განიხილავს.
სადაზღვევო კომპანიებზე რეგულირების გამკაცრებას მოითხოვენ ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტში, რათა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად არ დაიხარჯოს.
სადაზღვევო კომპანია «არქიმედეს გლობალ ჯორჯიას» გენერალური დირექტორი ნიკა რამიშვილი მიიჩნევს, რომ არსებობს საშიშროება პროგრამის გარშემო არა ფინანსური, არამედ, ადმინისტრაციული რისკები შეიქმნას, რაც დიაგნოზის გაყალბებას გულისხმობს. მისივე თქმით, სხვა შემთხვევაში, კომპანიას, სწორი მენეჯმენტის პირობებში, პროგრამის პირთნათლად შესრულება და ამავე დროს, მოგების მიღებაც შეუძლია.
რამიშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული პაკეტი საშუალო შემოსავლიან მოქალაქეებზეა გათვლილი და ამიტომ კომპანიას საშუალება ეძლევა, დაზღვეულს პაკეტის ღირებულება გაუზარდოს და დამატებითი მომსახურებები შესთავაზოს.
ნიკა რამიშვილი, «არქიმედეს გლობალ ჯორჯიას» გენერალური დირექტორი:
- შემუშავებული გვაქვს ორი პროდუქტი. ეს იქნება 10-15-ლარიანი დაზღვევის პაკეტები, სადაც დამატებითი მომსახურებები ჩაიდება. ასევე, გარკვეული ფასდაკლებები და შეღავათები მედიკამენტებზე, მათ შორის, სტომატოლოგიურ მომსახურებაზე. ანუ რეალურად მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, თუ ის გადამხდელუნარიანია, შეიძინოს გაუმჯობესებული ჯანდაცვის მომსახურება.
ამ დროისათვის სადაზღვევო ბაზარზე სახელმწიფო პროგრამები უკვე არსებობს. ესაა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის დაზღვევა, რომელსაც თბილისში მუნიციპალიტეტი ახორციელებს, ხოლო ქვეყნის მასშტაბით, ცენტრალური მთავრობა. არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, პრეზიდენტის ახალ ინიციატივაში შავი ხვრელები ძალიან მალე გამოჩნდება.
ვახტანგ სურგულაძე, ჯანმრთელობის და სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელი:
- საერთოდ, არსებობს ტერმინი «თერაპია», ანუ მოსახლეობის პაციენტების მკურნალობა სწორი ინფორმაციის მიწოდებით. აუცილებელია, რომ ზუსტად მივაწოდოთ ინფორმაცია მოსახლეობას, რას გულისხმობს დაზღვევა და რა პროგრამები მოქმედებს. მაშინ მოლოდინი არ იქნება იმაზე მეტი, ვიდრე ეს პროგრამა ითვალისწინებს. როდესაც პრეზიდენტმა ინიციატივა გააჟღერა, მეორე დღეს ჩვენი სააგენტოს ზუგდიდის ფილიალში მოქალაქეები პოლისების ასაღებად იყვნენ მოსულები, რომლებიც ოპერაციის გაკეთებას გეგმავდნენ.
პრეზიდენტის ინიციატივას დადებითად აფასებს სადაზღვევო ასოციაცია. ასოციაციის თავმჯდომარის დევი ხეჩინაშვილის ვარაუდით, პროგრამა უფრო მეტად ქვეყანაში სადაზღვევო კულტურის ზრდას შეუწყობს ხელს და საგანმანათლებლო კამპანიის ხასიათს ატარებს.
კომპანია «ჯი-პი-აი ჰოლდინგი» 5-ლარიანი დაზღვევის შემოღებას რეალისტურად მიიჩნევს. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თინათინ სტამბოლიშვილის თქმით, დღეისათვის აღნიშნული ინიციატივის კონკრეტული პროგრამა არ არსებობს, თუმცა სხვა ქვეყნების მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, ეს ნამდვილად შესაძლებელია.

http://www.commersant.ge

2009.03.11


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006