logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    USAID-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა პარლამენტში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი შეხვდა USAID-ის წარმომადგენლებს: ფორესტ დუნკანს, მთავარ მრჩეველს ჯანდაცვის სექტორში, სუზან ბეიკერს საზოგადობრივი ჯანდაცვის სპეციალისტს, გიორგი ხეჩინაშვილს ჯანდაცვის პროგრამების მენეჯერს. შეხვედრის ძირითად თემას წარმოადგენდა ჯანდაცვის პოლიტიკა და USAID-ის სამომავლო გეგმები, მისი ჩართულობა და მონაწილეობა საქართველოს ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე პროცესებში. გიორგი წერეთელმა სტუმრებს მიაწოდა სრული ინფორმაცია მიმდინარე რეფორმების, არსებული პრიორიტეტების შესახებ, განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ჰოსპიტალურ სექტორსა და დაზღვევის განვითარებაზე, სტუმრები კონკრეტულად დაინტერესდნენ სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული, დაბალფასიანი ხელმისაწვდომი დაზღვევით. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ასევე ისაუბრა ფარმაცევტულ სფეროში პოლიტიკის კორექტირების აუცილებლობის შესახებ, შესთავაზა სტუმრებს მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში და კანონმდებლობის შემუშავებაში, გამოყო სამედიცინო განათლების სფერო და ერთობლივი პროექტების განხორციელების სურვილი გამოთქვა.
შეხვედრაზე USAID-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებენ საქართველოსთან, ისაუბრეს ჰოსპიტალური სექტორის განვითარების მნიშვნელობაზე, არსებული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ანტინარკოტიკულ კანონმდებლობაზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორის განვითარებაზე, აკრედიტაციისა და ლიცენზირების მექანიზმების დახვეწაზე. სტუმრებმა ასევე აღნიშნეს, რომ USAID გეგმავს სპეციალური პროექტის შემუშავებას, რომელიც ინვესტორებს საბანკო კრედიტების მოძიებასა და მიღებაში დაეხმარება.
შეხვედრის დასასრულს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა USAID-ის მიერ შეტანილი წვლილი ჯანდაცვის პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და განსაკუთრებით ანტინარკოტიკული კანონმდებლობის შექმნის პროცესში. სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს გიორგი წერეთელს მიღებისათვის და მომავალში ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.

http://parliament.ge

2009.03.11


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006