logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    15 ლარზე მაღალი სადაზღვევო პაკეტის შემთხვევაში სახელმწიფო ფულს არ გადაიხდის

ერთი კვირაა, რაც პრეზიდენტის მიერ ინიცირებული 5 ლარიანი სახელმწიფო პროგრამა დაიწყო. მარტო პირველ დღეს დაზვეულთა ოდენობამ 500 ადამიანი შეადგინა. საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ თოიძის განცხადებით, პროგრამა წარმატებულად მიმდინარეობს.
პროგრამის დაწყებიდან ერთი კვირის თავზე ერთი საინტერესო დეტალი გაირკვა – თუ პროგრამაში მონაწილე სადაზღვევო კომპანია 15 ლარზე მეტი ღირებულების სადაზღვევო პაკეტს შემოგთავაზებთ და თქვენც ამ პაკეტზე თანხმობას განაცხადებთ, უნდა იცოდეთ, რომ სახელმწიფო თანხას საერთოდ არ აგინაზღაურებთ. როგორც ბ-მა ოთარ თოიძემ განაცხადა, თუ მოქალაქეს აქვს საშუალება, რომ ასეთი მაღალი ფასის ჯანმრთელობის დაზღვევა იყიდოს, ეს ნიშნავს, რომ მას აქვს საკმარისი შემოსავალი და ამ შემთხვევაში სახელმწიფო თანამონაწილე ვერ იქნება.
5 ლარიანი დაზღვევის აღების შემთხვევაში, წლის განმავლობაში მოქალაქე 20 ლარს იხდის, ხოლო სახელმწიფო 40 ლარს. თუ მოქალაქეს, აქვს სურვილი გაუმჯობესებული სადაზღვევო პაკეტი მიიღოს, ასეთ ვითარებაში სახელმწიფო მაინც 40 ლარს გადაიხდის, ხოლო როგორც უკვე განვმარტეთ, 15 ლარზე მაღალი ღირებულების პაკეტში კი მთელი თანხის გადახდა მოქალაქეებს მოუწევთ.

როგორც “სახალხო დაზღვევის” გენერალურმა დირექტორმა გიზო ცაგარეიშვილმა განუცხადა, სახელმწიფო არ მონაწილეობს იმ სადაზღვევო პაკეტის ღირებულების დაფარვაში, რომლის წლიური ღირებულება 180 ლარს აღემატება.
რაც შეეხება თავად მოსახლეობის დაინტერესებას 5 ლარიანი სახელმწიფო პროგრამით, ცაგარეიშვილი განმარტავს, რომ გაყიდული სადაზღვევო პოლისების ოდენობა მაღალი არ არის, თუმცა, ყოველდღიურად დაახლოებით 100 ადამიანი რეკავს "სახალხო დაზღვევაში" და იღებს ინფორმაციას, თუ რას წარმოადგენს ეს დაზღვევა. 5 ლარიანი დაზღვევის გარდა "სახალხო დაზღვევა" 15 ლარიან პაკეტსაც სთავაზობს მოქალაქეებს

6 მარტის მონაცემებით, 500–მდე მსურველია დარეგისტრირებული სადაზღვევო კომპანია “პარტნიორში” და მათი რიცხვის გაზრდას კიდევ ელიან. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ხუთ ლარიან პაკეტს 10 და 15 ლარიანი პაკეტიც ემატება. 5 ლარიანი სადაზღვევო პაკეტის წარმატებაზე საუბრობენ „ალდაგი ბი სი აი“–შიც. როგორც კომპანიიდან გვაცნობეს, მათთან დღევანდელი მონაცემებით 500 ადამიანი დარეგისტრირდა და ელიან, რომ მსურველთა რიცხვი მომავალ დღეებში უფრო გაიზრდება. საბაზისო 5 ლარიანი პაკეტის გარდა, „ალდაგი ბი სი აიც“ მომხმარებელს 10 და 15 ლარიანი პაკეტებსაც სთავაზობს, რომელშიც ექოსკოპია, ამბულატორიული გამოკვლევა და სხვა მომსახურება შედის.

http://commersant.ge

2009.03.09


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006