logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ფარმაცევტული პროდუქციის რეკლამა მკაცრად რეგულირებული იქნება

ფარმაცევტული პროდუქციის რეკლამა მკაცრად რეგულირებული იქნება.
რეგულირების ახალ მექანიზმები “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა.
კანონპროექტის თანახმად, ფარმაცევტული პროდუქცია რეკლამირების თვალსაზრისით სამ ჯგუფად დაიყოფა. კერძოდ, პირველი ჯგუფის – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქციის რეკლამა, რომელიც ნარკოტიკული, ფსიქოტროპულ საშუალებებს და პრეკრუსორებს გულისხმობს, დღეს მოქმედი კანონმდებლობითაც აკრძალულია.
მეორე ჯგუფში კი შევა ისეთი ფარმაცევტული პროდუქცია, რომლებიც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის შედარებით ნაკლები საფრთხის შემცველია. ასეთი პროდუქციის რეკლამა, პროექტის მიხედვით, უნდა მოიცავდეს გამაფრთხილებელ მითითებას “რისკების და გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მოსაღებად მიმართეთ ექიმს”, ასევე, ტელემაუწყებლობის ტექნიკური საშუალებით რეკლამის შემთხვევაში, ეკრანზე უნდა გაჩნდეს ეს გამაფრთხილებელი წარწერა არანაკლებ სამი წამის განმავლობაში, რომელიც ასევე უნდა გახმოვანდეს. ხოლო ყველა შემთხვევაში, თუ გამაფრთხილებელი წარწერის ვიზუალური აღქმა შეუძლებელია, ის აუცილებლად უნდა გახმოვანდეს.
რაც შეეხება მესამე ჯგუფს, ასეთ ჯგუფში შევა ისეთი ფარმაცევტული პროდუქცია, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხეების შექმნასთან იყოს დაკავშირებული. ასეთი პროდუქციის რეკლამა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დასაშვები, თუ ტექსტი ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სააგენტოსთან იქნება შეთანხმებული.
ამავე კანონპროექტით, შრომის, ჯანმრთლებისა და სოციალური დაცვის მინისტრი განსაზღვრავს ფარმაცევტული პროდუქციის ჩამონათვალს თითოეული ჯგუფის მიხედვით. ხოლო სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამირების მონიტორინგს განახორციელებს.
კანონპროექტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებს ჯერჯერობით არ დაუწყიათ.

http://www.ipn.ge

2009.03.06


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006