logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ბავშვთა განვითარების ეროვნული ცენტრის პრეზენტაცია

მ.იაშვილის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე ბავშვის განვითარების ეროვნული ცენტრი დაარსდა. აღნიშნული ცენტრის პრეზენტაციაზე, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, გაეროს ბავშვთა ფონდის, ტრიესტის ჯანმრთელობის ინსტიტუტის - "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში" და ლიტვის მთავრობის ინიციატივით, ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების (ECD) ალიანსის სტრატეგიული გეგმის ფარგლებში შეიქმნა, მონაწილეობა საქართველოს პირველმა ლედიმ, სანდრა ელისაბედ რულოვსმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი წერეთელმა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ალექსანდრე კვიტაშვილმა მიიღეს. ცენტრი 0-18 წლამდე ასაკის ბავშვთა ყოველმხრივ შეფასებაზე იმუშავებს, როგორც ჯანმრთელობის, ისე ფსიქოლოგიური და ქცევითი განვითარების კუთხით. ასევე იფუნქციონირებს სასწავლო ცენტრი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკების, პედიატრების და პედაგოგებისთვის ბავშვის განვითარების საკითხებზე. ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების პროგრამა შემუშავდა ECD ალიანსის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხების სამინისტროს და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ძალისხმევით. სამოქმედო გეგმის განხორციელებას ხელმძღვანელობს ECD ალიანსი, რომელიც საქართველოს პარლამენტის ბაზაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი წერეთლის ხელმძღვანელობით ფუნქციონირებს.
სერიოზული პროფესიონალების ერთობლივი მუშაობით შექმნილი ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ცენტრი უნიკალურია თავისი ფუნქციებით, რომლის ანალოგიაც ბევრ ქვეყანაში არ მოიძებნება. ცენტრის ამოქმედებაში აქტიურად იყო ჩართული როგორც პარლამენტი, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო და არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ცენტრი საშუალებას მისცემს ჩვენს თანამოქალაქეებს გაცილებით უკეთეს პირობებში და თანამედროვე სტანდარტებით შეფასდეს ბავშვთა განვითარება და განსაკუთრებულ შემთხვევებში მოხდეს მასზე კონსულტაციები და კვლევები.

http://www.parliament.ge

2009.03.04


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006