logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    «პე-ეს-პე»-ს ხარისხის მართვის გერმანული სერტიფიკატი მიენიჭა

ფარმაცევტულ კომპანია «პე-ეს-პე»-ს ხარისხის მართვის გერმანული სერტიფიკატი მიენიჭა.
როგორც აღნიშნულ კომპანიაში აცხადებენ, «პე-ეს-პე» ერთადერთი სააფთიაქო ქსელია პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელსაც ხარისხის მართვის გერმანული სერტიფიკატი მიენიჭა.
«ხარისხის საერთაშორისო საკონსულტაციო ცენტრის» ხელმძღვანელი, ხარისხის მართვის გერმანელი ექსპერტი იურგენ ფრეი «პე-ეს-პეს» ISO 9001:2000 – სერთიფიკატს დღეს გადასცემს.
2008 წლის ოქტომბერში «პე-ეს-პე» აფთიაქმა წარმატებით გაიარა სასერთიფიკაციო აუდიტი. `TUV-Reinland/Berlin-Branderburg Group-ის აუდიტორთა ჯგუფის მიერ დადასტურდა და «პე-ეს-პე»-ს მიენიჭა საერთაშორისო სერთიფიკატი მენეჯმენტის სიტემის, ISO ((International Organization for Standardization) 9001:2000 სტანდარტის მოთხოვნების მიხედვით მართვისათვის.
«ხარისხზე ზრუნვა «პე-ეს-პე»-სთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი სააფთიაქო ქსელი არის ერთადერთი სააფთიაქო ქსელი საქართველოს, კავკასიის, ასევე უკრაინისა და რუსეთის ფარმაცევტულ ბაზარზე რომელსაც მინიჭებული აქვს ხარისხის მართვის გერმანული სერთიფიკატი» – აცხადებს «პე-ეს-პე ჯგუფის» გენერალური დირექტორი გოჩა გოგილაშვილი.
მისივე ინფორმაციით, «პე-ეს-პე» აფთიაქის ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად წარმართვაზე მუშაობა 2007 წლიდან დაიწყო. «პე-ეს-პე»-ს ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ხარისხის სამსახურის თანამშრომლებს სწავლება გაევლოთ ევროპული სტანდარტის მიხედვით.
დღესდღეობით ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით «პე-ეს-პე»-ს აფთიაქში განსაზღვრულია ხარისხის მენეჯმენტის სისტემის პროცესები, მათი თანმიმდევრობა და ურთიერთქმედება; განსაზღვრულია კრიტერიუმები და მეთოდები, რომლებიც აუცილებელია ამ პროცესების ფუნქციონირებისა და მართვისათვის; უზრუნველყოფილია ამ პროცესების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი რესურსების არსებობა; ხორციელდება ამ პროცესების მონიტორინგი, გაზომვა და ანალიზი.
მოცემული სტანდარტის შესრულება უზრუნველყოფს იმას რომ, «პე-ეს-პე»-ში: მომხმარებელს მიეწოდება პროდუქცია, რომელიც აკმაყოფილებს მომხმარებელთა აუცილებელ მოთხოვნებს.
ხორციელდება პროდუქციის ხარისხის კონროლი, მომწოდებლების აუდიტი, შენახვის პირობების დაცვა და მუდმივი კონტროლი რაც გვაძლევს საშუალებას მომხმარებლამდე მივიდეს მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტი.
გაზრდილია მომხმარებელთა კმაყოფილება ხარისხის მართვის სისტემის ეფექტური გამოყენების და მუდმივი გაუმჯობესების გზით - ამ მიზნით კომპანია მომხმარებელს სთავაზობს 24 საათიან მომსახურებას ყველა აფთიაქში, მაღალი ხარისხის და ფართო არჩევანის ასორტიმენტს, რომელთაც თან ახლავს ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
შემუშავებულია «პე-ეს-პე» აფთიაქის შიდა სტანდარტები, რომლებიც ითვალისწინებს, აფთიაქში მომხმარებლისათვის სასიამოვნო და თბილი გარემოს შექმნას, მაღალკვალიფციურ კონსულტაციას, ოპერატიულ მომსახურებას.

http://www.ipn.ge

2009.03.04


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006