logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    "ბლოკ ჯორჯიას" საავადმყოფოების ასაშენებლად ფული არა აქვს

იანვრის შუა რიცხვებში პარლამენტს "100 ახალი საავადმყოფოს" პროექტის მიმდინარეობის და რეალური შესრულების საკითხი უნდა განეხილა. საკომიტეტო მოსმენა დღემდე არ გამართულა, რადგან ჯანდაცვის მინისტრმა მაშინ დაპირებული ინფორმაცია, რომელიც იანვარში უნდა მიეღო, დღემდე ვერ მოიძია. დეკემბრის სხდომაზე გამოითქვა ეჭვები, რომ ერთადერთმა კომპანიამ, რომელიც ამ პროგრამაზე რეალურად მუშაობს, შესაძლოა, საინვესტიციო თანხები რეალურად ვერ მიიღოს. მაშინ ჯანდაცვის მინისტრი აცხადებდა, რომ ამის ალბათობა 95% იყო. იმავე სხდომაზე პარლამენტარმა ფრიდონ თოდუამ განაცხადა, რომ მთავარი მოთამაშე, კომპანია "ბლოკ ჯორჯია" ეძებს ფულს მშენებლობების დასაწყებად.
მისივე ინფორმაციით, გაკეთებულია მხოლოდ ზუგდიდის საავადმყოფო, სადაც, ფაქტობრივად, ყველაფერი გაყიდვამდე იყო გაკეთებული და გარემონტებული. აღსანიშნავია, რომ დღემდე, საკონკურსო პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებებიდან, არც ერთ კომპანიას არც ერთი პუნქტი არ შეუსრულებია. მიღებული ქონება მათ საკუთრებაში რჩება და ბიუჯეტში ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო საგარანტიო თანხების გადახდას არავინ ითხოვს. ახალი ინფორმაცია არც სამინისტროს გააჩნია და არც მინისტრს.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი გათვლებით, ორი წლის შემდეგ არა 100, არამედ, 30-მდე საავადმყოფო იქნება, აქედან დიდი ნაწილი თბილისში მოიყრის თავს. შესაბამისად, რამდენიმე წელში რაიონებში მკურნალობა ტექნიკურად გახდება შეუძლებელი. 25 საავადმყოფოს ჩეხურ-ქართული კომპანია "ბლოკ-ჯორჯია", თითო საავადმყოფოს საინვესტიციო კომპანია "ევორდ კაპიტალი" და "ნიუ ჰოსპიტალი" ააშენებენ.
ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის მონიტორინგს ჯანდაცვისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროებში ერთობლივად შექმნილი კომისია აწარმოებს, რომელსაც შესაბამისი უწყებების მინისტრები ხელმძღვანელობენ. კომისია 2008 წლის დეკემბერში ამოქმედდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ფრუიძე აცხადებს, კომისია პირველი მოხსენებით პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში გაზაფხულზე წარსდგება. პარლამენტარ ფრიდონ თოდუას თქმით, კომიტეტი სამინისტროსთან ერთად თავად კომპანიების ანგარიშების მოსმენასაც აპირებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეალურად, პროექტის განმახორციელებელი 3 ინვესტორია: "ნიუ ჰოსპიტალი", "ბლოკ ჯორჯია" და "აი ჰოფი", რომელმაც "ახალი სტილის" ვალდებულებები გადაიბარა. აქედან, საინვესტიციო აქტივობები მხოლოდ "ბლოკ ჯორჯიას" და "ნიუ ჰოსპიტალისგან" შეიმჩნევა. უცნაურია, მაგრამ ორივე კომპანია თანხებს ჩეხეთის საექსპორტო ბანკისგან მოიზიდავს.
"ბლოკ ჯორჯიამ", 300 მილიონ ლარამდე საკრედიტო ხაზის მოზიდვასთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება მიმდინარე წლის იანვარში გააკეთა. რაც შეეხება "ნიუ ჰოსპიტალს", კომპანიის ინფორმაციით, ჩეხურ მხარესთან მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება და 16,9 მილიონ ევროს მარტის ბოლოსთვის მიიღებენ. თუმცა "ნიუ ჰოსპიტალის" ცნობითვე, "ბლოკ ჯორჯიასა" და ჩეხეთის ბანკს შორის თანხის გადმორიცხვასთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი მარტის ბოლოს მოეწერება.
საპრივატიზაციო პროგრამაში მონაწილეობაზე უარი პირველად "ავერსმა" განაცხადა და ცალკე კომერციული სამედიცინო ქსელის განვითარებაზე მუშაობს. "პსპ ჯგუფში" შემავალი კომპანია "ნიუ ჰოსპიტალი" პრივატიზაციისას მე-8 ლოტით აღებულ საავადმყოფოს ააშენებს. თუმცა, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული პრივატიზაციის შედეგებით, "პსპ ჯგუფმა" "ბლოკ-ჯორჯიასთან" და "ავერსთან" ერთად მე-9, 10, 11-12-13 და მე-14 ლოტებში გაიმარჯვა. ამასთან, პრივატიზაციის პროცესში "ნიუ ჰოსპიტალი" ცალკე იყო ჩართული.
ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმის მთავარი მოთამაშე ქართულ-ჩეხური კომპანია "ბლოკ-ჯორჯია" გახდა. აღსანიშნავია, რომ ერთ დროს "კომპანიის ბუნდოვანი წარმომავლობის გამო ატეხილი აჟიოტაჟის მიუხედავად, კონკრეტული პროექტები და საინვესტიციო მიმართულებები მხოლოდ ამ კომპანიას აქვს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მან, სინამდვილეში, ზუგდიდში უკვე გამზადებული საავადმყოფო იყიდა და მერე როგორც საკუთარი ინვესტიცია, ისე დააფიქსირა, შესაძლოა, სხვა პროექტების მომავალიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
რატომ დაინტერესდა ქართული სამედიცინო სექტორის საეჭვო განვითარებით სწორედ ჩეხური ბანკები, უცნაურია და არალოგიკური. ერთადერთი ლოგიკა ისევ ყოფილი მინისტრის ლადო ჭიპაშვილის სახელს უკავშირდება, რომელიც არაოფიციალურად ყოველთვის მოიაზრებოდა "ბლოკ ჯორჯიას" მეპატრონედ. ლადო ჭიპაშვილი მინისტრობის შემდეგ სწორედ ჩეხეთში იყო ელჩი და ეს საფინანსო ურთიერთობაც აქედან იწყება. რამდენად რეალურია ჩეხური ბანკების ინტრესი, მალე გამოჩნდება. ამ საკითხით, როგორც ვთქვით, პარლამენტი საგანგებოდ არის დაინტერესებული. მოტივი უხვად დაგროვილი უპასუხო კითხვებია.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, პროგრამის შესრულებას 2008 წელს ქვეყანაში მიმდინარე არასტაბილურმა პოლიტიკურმა მდგომარეობამაც შეუშალა ხელი - საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები და აგვისტოს ომი.
პრივატიზაციის უსამართლოდ ჩატარებაზე საუბრობენ შპს "თბილისის 4 კლინიკური საავადმყოფოს” პროფკავშირებიც. მათ მიერ პრესაში გამოქვეყნებული წერილის თანახმად, ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ქართულ-ჩეხურ კომპანიას "ბლოკ-ჯორჯიას" სასათბურე პირობები შეუქმნა. კერძოდ, "თბილისის 4 კლინიკური საავადმყოფო", სხვა სამ კლინიკასთან ერთად, შერჩევის 5 ლოტში გაერთიანდა. კონკურსის შესახებ პრესაში განაცხადი 2007 წლის 30 მარტს გაკეთდა, ხოლო კონკურსი ნაცვლად ერთთვიანი ვადისა, ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ორი კვირით ადრე, 13 აპრილს გაიმართა. "თბილისის 4 კლინიკური საავადმყოფოს" პროფკავშირების წევრები აღნიშნულ ფაქტს "სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ" კანონის დარღვევად მიიჩნევენ. ამასთან, პროფკავშირები კანონის მეორედ დარღვევად ნასყიდობის ხელშეკრულების 3 თვით გვიან გაფორმებას და საკონკურსო პირობების შეცვლას მიიჩნევენ.
"გამარჯვებულისთვის გადაცემულ ქონებას შპს "რადიოლოგიის ცენტრი" დაემატა და პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში ჩადებული მოთხოვნა, რომ "აშენებულიყო" ახალი საავადმყოფო სან-ზონის კლასტერში, შეიცვალა ფორმულირებით "გადაცემული ობიექტებიდან ერთ-ერთის ტერიტორიაზე".
მართალია, იანვარში "ბლოკ ჯორჯიამ" სავადმყოფოების მართვაზე ხელშეკრულება ბრიტანულ "UME ჯგუფთან” გააფორმა, მაგრამ ეს საქმის არსს არ ცვლის, რადგან მართვამდე ჯერ საავადმყოფოებია ასაშანებელი. საამისო თანხები მოიძია თუ არა კომპანიამ, ჯერ უცნობია.

http://commersant.ge

2009.03.02


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006