logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ურთიერთგაგების მემორანდუმი

ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსახლეობის დაფარვის ხელშეწყობის მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით

ურთიერთგაგების მემორანდუმი გამოხატავს საქართველოს მთავრობისა და კერძო სადაზღვევო კომპანიების თანამშრომლობის სურვილს ხელი შეუწყოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემაში ინტეგრაციას სახელმწიფოსა და მოქალაქეების თანამონაწილეობის პრინციპის დაცვით.
ამ პროგრამის განხორციელებისთვის, მხარეები, ხელმძღვანელობენ რა თანამშრომლობის სურვილით, თანხმდებიან, რომ პროგრამის განხორციელების ძირითადი დებულებები შეთანხმებულია მხარეების მიერ და აისახება საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებაში.
მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:
1. ამ პროგრამის მოსარგებლეები არიან 3-დან 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, გარდა ცენტრალური/ადგილობრივი/ავტონომიური ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსებული სადაზღვევო პროგრამების ბენეფიციარებისა;
2. სადაზღვევო ხელშეკრულებების გაფორმების პერიოდი განისაზღვრება 2009 წლის 1 მარტიდან 2009 წლის 30 ივნისამდე;
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და სადაზღვევო კომპანიების მიერ სტანდარტიზებული იქნება „ბაზისური“ სადაზღვევო პროდუქტის მოცულობა, მინიმალური პრემია და სადაზღვევო დაფარვის ძალაში შესვლისა და შეწყვეტის პირობები;
4. «ბაზისური» სადაზღვევო პროდუქტის მინიმალური წლიური პრემია შეადგენს 60.00 ლარს, რომლის კორექტირება მოხდება 2009 წლის 30 ივნისის მდგომარეობით პროგრამის ფარგლებში დაზღვეულთა ჯამური რაოდენობის შესაბამისად პროგრამისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებიდან. პრემიის კორექტირების წესი გაწერილ იქნება საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებაში. ამასთანავე:
ა) პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მოქალაქე დაზღვეულია, თუ სადაზღვევო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისას ერთჯერადად გადაიხადა სადაზღვევო პროდუქტის წლიური პრემიის მოქალაქის წილი 33% (19,80ლარი);
ბ) სადაზღვევო კომპანია ვალდებულია ყოველთვიურად მიაწოდოს ინფორმაცია სამინისტროს ამ პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარების შესახებ. ინფორმაციის მოცულობას, წარდგენის პირობებს, ფორმატსა და წესს განსაზღვრას სამინისტრო;
გ) სამინისტრო იღებს ვალდებულებას, რომ სადაზღვევო კომპანიიდან მიღებული ინფორმაციის გონივრულ ვადაში დამუშავების შემდგომ გადაიხდის ”ბაზისური” სადაზღვევო პაკეტის მინიმალური წლიური პრემიის 67%-ის მეთორმეტედს ყოველთვიურად 3,35 ლარის ოდენობით.
5. პროგრამაში მონაწილე სადაზღვევო კომპანიები უფლებამოსილნი არიან ”ბაზისური” სადაზღვევო პაკეტის ზემოთ შესთავაზონ მოსარგებლეს მომსახურების დამატებითი სადაზღვევო პროდუქტები. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას თანადაფინანსების პრინციპით გადაიხადოს პრემიის ფიქსირებული ოდენობა 3,35 ლარი თვეში, თუ ერთ დაზღვეულზე წლიური პრემია არ აღემატება 180 ლარს;
6. პროგრამაში მონაწილე სადაზღვევო კომპანიები უზრუნველყოფენ მოსარგებლისათვის სამედიცინო მომსახურების გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას;
7. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სამინისტრო და სადაზღვევო კომპანიები სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებთან ერთად შეათანხმებენ მომსახურების შესყიდვის უნიფიცირებულ კონტრაქტს და პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ანაზღაურების ერთიან ფორმას;
8. პროგრამის ეფექტურობისა და შედეგების შეფასების მიზნით სამინისტრო სადაზღვევო კომპანიებთან ერთობლივად შეიმუშავებს ინფორმაციის აღრიცხვა-ანგარიშგების სპეციალურ ფორმას, ხოლო ამ ფორმით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების უპირობო შესრულებაზე პასუხისმგებელია ამ პროგრამაში მონაწილე ყველა სადაზღვევო კომპანია;
9. სამინისტრო იღებს ვალდებულებას მუდმივი მონიტორინგი განახორციელოს პროგრამის მსვლელობაზე, მომსახურების მიწოდების ორგანიზებასა და ხარისხზე;
10. პროცესში მონაწილე კერძო სადაზღვევო კომპანიები იღებენ ვალდებულებას ამ პროგრამის მსვლელობისას ეთიკური და მარკეტინგული ნორმების დაცვაზე;
11. ამ მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხების დეტალიზებას უზრუნველყოფს მთავრობის შესაბამისი დადგენილება, რომლის გამოქვეყნების შემდგომ სადაზღვევო კომპანიები, სურვილისამებრ, წერილობით ადასტურებენ პროგრამაში მონაწილეობას.



პრემიერ მინისტრი
ნიკა გილაური

_________________

სს სადაზღვევო კომპანია

”ალდაგი ბისიაი”
ნიკოლოზ გამყრელიძე
-----------------------------
სს ”სადაზღვევო კომპანია სახალხო დაზღვევა”
გაიოზ ცაგარეიშვილი
---------------------------
სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია
”იმედი L International”
ალექსანდრე ლორთქიფანიძე
_______________
შპს დაზღვევის საერთაშორისო
კომპანია ”ირაო”
ვასილ ახრახაძე
----------------------------
სს ”ჯი პი აი ჰოლდინგი”
გიორგი კვირიკაძე
----------------------------
შპს სადაზღვევო ჯგუფი ” აი სი ჯგუფი”
თენგიზ მეზურნიშვილი
----------------------------
სს ”არქიმედეს გლობალ ჯორჯია”
ნიკოლოზ რამიშვილი
---------------------------
სს სადაზღვევო კომპანია ”ქართუ”
არჩილ მამაცაშვილი
----------------------------
შპს სადაზღვევო კომპანია ”ტაო”
პაატა გიორგაშვილი
---------------------------
შპს სადაზღვევო კომპანია ”პარტნიორი”
ვახტანგ დეკანოსიძე
-----------------------------
შპს სადაზღვევო კომპანია ”ვესტი”
ალექსანდრე ჭითანავა
--------------------------

http://www.moh.gov.ge

2009.02.23


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006