logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისთვის ღონისძიებას გამართავს

დღეს, 16 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, სახელწოდებით - "პოლიტიკოსები საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისთვის" ღონისძიებას გამართავს.
ღონისძიებას თბილისის მერიიდან, გაეროს მოსახლეობის ფონდის, ეროვნული სკრინინგ ცენტრის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული საბჭოს და საქართველოს პარლამენტის აპარატის წევრები დაესწრებიან.
შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი და თბილისის მერი გიგი უგულავა მიიღებენ.
შეხვედრის მიზანი მოსახლეობისთვის "სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ პროგრამის'' შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა. სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნეები საქართველოში ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებებს წარმოადგენს.
საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ ძუძუს კიბოს 1200 და საშვილოსნოს ყელის კიბოს 350 შემთხვევა ვლინდება. ევროპაში ყოველწლიურად 50 000 ქალს უვითარდება საშვილოსნოს ყელის კიბო და 25 000 ამ დიაგნოზით იღუპება. პროგრამა მოსახლეობაში სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს ყელის კიბოსწინა მდგომარეობის, კიბოს ადრეულ გამოვლინებას ისახავს მიზნად. პროგრამა, საქართველოს პირველი ლედის, სანდრა ელისაბედ რულოვსის პატრონაჟითა და თბილისის მუნიციპალიტეტის, გაეროს მოსახლეობის ფონდის ერთობლივი დაფინანსებით ეროვნული სკრინინგ ცენტრის მეშვეობით ხორციელდება. შეხვედრის მონაწილეები ქალაქ ბრიუსელში, ევროპის პარლამენტში გამართულ საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის რიგით მესამე შემაჯამებელი შეხვედრის შესახებ ისაუბრებენ. კონფერენციაზე "თბილისის სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ პროგრამას", სპეციალური ჯილდო "Pearl of Wisdom" ("სიბრძნის მარგალიტი") გადაეცა. ღონისძიება პარლამენტის აპარატის თანამშრომელი ქალბატონებისთვის იმართება

http://www.ghn.ge

2009.02.16


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006