logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    «ქრისტიან-დემოკრატები» პირველადი ჯანდაცვის სფეროში შექმნილ პრობლემებზე მსჯელობენ

«ქრისტიან-დემოკრატები» ფრაქციის გაფართოებულ სხდომაზე პირველადი ჯანდაცვის სფეროში შექმნილ პრობლემებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან, მედიკოსთა პროფკავშირებისა და პირველადი ჯანდაცვის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან ერთად განიხილავენ.
როგორც ცნობილია, 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა 7 მლნ ლარით შემცირდა. ცვლილება შეეხო ქალაქების პოლიკლინიკების ფუნქციონირებას და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები თვითდაფინანსების პრინციპზე გადავიდნენ.
«ქრისტიან-დემოკრატები” აცხადებენ, რომ პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის შემოტანისთანავე ცხადი გახდა, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილება პირველადი ჯანდაცვის სფეროში ბევრ პრობლემას შექმნიდა. კერძოდ, გაიზრდებოდა სამედიცინო მომსახურების ფასი, პოლიკლინიკების დიდი ნაწილი ვერ მოახერხებდა ახალ პირობებთან ადაპტირებას და დაიხურებოდა, ამ სექტორში დასაქმებული სამედიცინო საზოგადოების ნაწილი კი სამსახურის გარეშე დარჩებოდა.
«შეიძლება, პირველადი ჯანდაცვა არ იყო ყველაზე ეფექტური სექტორი სისტემაში, მაგრამ უკიდურესად მძიმე სოციალურ ფონზე სახელმწიფოს არ ჰქონდა უფლება, შეეზღუდა ამ ტიპის სამედიცინო მომსახურება მოქალაქეებისთვის, თუნდაც ამ მომსახურებით მოსახლეობის 1%-ს ესარგებლა”, - მიიჩნევენ «ქრისტიან-დემოკრატები”.
როგორც დღეს ითქვა, პრინციპული შეთანხმება დაფინანსების აღდგენაზე მთავრობასთან უკვე მიღწეულია და მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუ რა ფორმით აღუდგებათ პოლიკლინიკებს სახელმწიფო დაფინანსება.
«ქრისტიან-დემოკრატებს» მიაჩნიათ, რომ ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს ყველა დაინტერესებული მხარე, პირველ რიგში კი - პირველადი ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული მედიკოსები, რათა ახალი გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული და დაცული იყოს ექიმისა და პაციენტის ინტერესები.

http://www.ipn.ge

2009.02.13


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006