logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ბებიაქალების სტატუსი ამაღლდება

საქართველოში ბებიაქალთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე კიდევ უფრო მეტად იზრუნებენ. წარსულში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროფესიაზე მოთხოვნა დღეისათვის დღითიდღე მცირდება. შესაბამისად ამ პროფესიის დაუფლების მსურველთა რიცხვიც კლებულობს. ასოციაციამ "ჰერა ოცდამეერთე", რომელიც მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების სფეროში, დაიწყო სამწლიანი პროექტის განხორციელება "ბებიაქალების ცოდნისა და უნარების განახლება საქართველოში". პროექტის მიზანია ბებიაქალების, როგორც პროფესიული ჯგუფის, გაძლიერება მათი განათლების გაუმჯობესებით და საქართველოს ბებიაქალთა ასოციაციის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ამ ღონისძიებაში "ჰერა ოცდამეერთეს" პარტნიორები არიან ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლები და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ბებიაქალთა ინსტიტუტის უნიკალური თვისება მდგომარეობს იმაში, რომ უნდა უზრუნველყოს საჭიროების შემთხვევაში დედათა და ბავშვთა ზრუნვა ნებისმიერ ადგილას - სახლში, თემსა თუ საავადმყოფოში. პროექტის მთავარი ამოცანაა წვლილი შეიტანოს ათასწლეულის განვითარების მიზნების მეოთხე და მეხუთე პუნქტში, რაც გულისხმობს დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებას 2015 წლამდე. ეს თავისთავად აისახება საქართველოში ორსულ ქალთა და ბავშვთა პერინატალური ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესებაზე.
უკვე შეიქმნა ბებიაქალების საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებულნი არიან საქართველოს სხვადასხვა სამშობიარო სახლების ბებიაქალები. საინიციატივო ჯგუფის წევრები მუდმივად ატარებენ სამუშაო შეხვედრებს, სადაც მიმდინარეობს მსჯელობა მათ სტატუსზე საქართველოში, მათ კომპეტენციასა და უფლება-მოვალეობებზე, ასევე საკანონმდებლო ბაზის გაიდლაინების და პროტოკოლების არარსებობის შესახებ.
რამდენიმე თვის წინ "ჰერა ოცდამეერთესთან" დაწყებული პარტნიორული ურთიერთობის შედეგად სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა ბებიაქალთა დიპლომამდელი განათლების პროტოტიპული კურიკულუმი, რომლის მიზანი კომპეტენტურ, დამოუკიდებელ პრაქტიკოს ბებიაქალთა მომზადებაა. კურიკულუმი ორიენტირებულია საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და პაციენტის განათლებაზე; მოიცავს დაავადებათა ეპიდემიოლოგიასა და მართვის პრინციპებს; პროფესიულ, ეთიკურ თუ იურიდიულ ასპექტებს. ინტეგრირებული კურიკულუმის ხანგრძლივობა სამი აკადემიური წელია, რომელთაგან პირველი მოიცავს ბაზისურ სამედიცინო მეცნიერებებს და ბებიაქალთა საქმიანობის საფუძვლებს; მეორე წელი ორიენტირებულია ვარიაციებსა და პათოლოგიური მდგომარეობების შესწავლაზე; მესამე წელი სრულად დაეთმობა ავტონომიური პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
როგორც აღინიშნა, საქართველოში დღეისათვის ბევრი მაღალი დონის ბებიაქალია, მაგრამ ეს უნდა მიეწეროს მათ ნიჭიერებასა და გამართლებას და არა საგანმანათლებლო სისტემას, რაც აქამდე არსებობდა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ისეთი საგანმანათლებლო სისტემის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს კომპეტენტურობის ამაღლებას და მოქნილ მუშაობას.
თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, გია მენაბდემ, აღნიშნა, რომ სამედიცინო სერვისის მაღალი დონე გუნდური მუშაობის პრინციპს ეფუძნება და ხარისხიც მრავალ პროფესიაზეა დაფუძნებული. დღეს მედიცინას სჭირდება ექთანი, რომელიც პასუხს აგებს ხარისხიან მომსახურებაზე. ძველებური დრო ექთნების მომზადებისა გამორიცხავდა გუნდურ პრინციპს და ბებიაქალები მხოლოდ ექიმების დამხმარენი იყვნენ, რაც არ იყო კარგი მომსახურების საწინდარი. რექტორის თქმით, პრიორიტეტი იქნება უმაღლესი განათლების მქონე მუშაკების მომზადება და ამგვარი პროექტების ხელშეწყობა. ამასთან, მენაბდემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ დღითიდღე მცირდება მედიცინის ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების მსურველთა რიცხვი. რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს. კერძოდ, არსებობს დასაქმების პრობლემა, სამედიცინო განათლების სიძვირე და დიდი ხანგრძლივობა, კადრების არათანაბარი გადანაწილება - ყველას თბილისში სურს მუშაობა, თორემ რეგიონები კადრების დეფიციტს განიცდიან. საბოლოო ჯამში, ეცემა მოთხოვნა სამედიცინო განათლების მიღებაზე, რასაც კატასტროფად არც მიიჩნევს სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი.
- ჩვენ გვჭირდება ექიმების ოპტიმალური რაოდენობა. ეს არის მიზეზი, რომ შევამცირეთ მედიცინის ფაკულტეტზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა. თუ შარშან 500-მდე შემცირდა ამ ფაკულტეტზე ადგილების რაოდენობა, წელს 350-მდე შემცირდება, სამომავლოდ კიდევ შევამცირებთ, - დასძინა მენაბდემ.
როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მრჩეველმა, ზაზა ბოხუამ აღნიშნა, საზღვარგარეთ ბებიაქალს უფლება აქვს, დამოუკიდებლად მიიღოს ფიზიოლოგიური მშობიარობა. მას არ სჭირდება თავს ადგეს მეან-გინეკოლოგი. თუ რაიმე გადახრა ხდება მშობიარობისას, მაშინ ხდება მეან-გინეკოლოგის ჩარევა:
- ჩვენი კანონმდებლობით ბებიქალს არ შეუძლია ხელი მოაწეროს ისტორიაზე, მას არ აქვს ამის კომპეტენცია. ბებიაქალის როლი საკმაოდ მაღალია და დიდ ტვირთს ატარებენ ისინი. მეან-გინეკოლოგის ფუნქციაა პათოლოგიური მშობიარობა, ჯდომით მშობიარობის მიღება და საკეისრო კვეთის დროულად გაკეთება. ფიზიოლოგიური მშობიარობის მართვის უფლება ბებიაქალს უნდა ჰქონდეს. ნებისმიერ მეან-გინეკოლოგს რომ ჰკითხოთ, მეანობა ყველას ნასწავლი ბებია ქალისგან აქვს. ტექნიკურად ამ ცოდნას სწორედ ბებიაქალისგან ვიძენდით და დღემდე ასეა, - აღნიშნა ბოხუამ.
ასე რომ, სულ მალე პირველადი ჯანდაცვის რგოლში მეტი განათლებული ბებიაქალი გვეყოლება, რომლებსაც გადაწყვეტილების მიღების უნარი ექნებათ და მეან-გინეკოლოგის ასისტენტად არ მოიაზრებენ.

მერი ნამორაძე

http://www.opentext.org.ge/akhalitaoba

2009.02.11


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006