logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მედიკამენტებზე ფასები ორჯერ გაიზარდა

გასული წლის რეიტინგში ფარმაციის ბაზარი ის გამონაკლისი იყო, სადაც სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი 2008 წელს გაორმაგდა. ამის ერთადერთ მიზეზად ექსპერტებს პროდუქციაზე გაზრდილი ფასები მიაჩნიათ.
ფარმაცევტული ბიზნესის მესვეურები ოფიციალურად აცხადებენ, რომ მედიკამენტებზე ფასების ზრდის მიზეზი ნოემბრის ლარის დევალვაციაა. მაშინ ამის გამო ფასები 12%-ით გაიზარდა.
ექსპერტები ადასტურებენ, რომ მედიკამენტების ფასები საქართველოში 2008 წლის იანვრიდან 2009 წლის იანვრამდე თითქმის გაორმაგდა. ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ეჭვობს, რომ ქართული ფარმაცევტული ბიზნესის მესვეურების მიერ შემოტანილი მედიკამენტების ფასებსა და გასაყიდ ფასებს შორის სხვაობა არაადეკვატურია.
``ეს ფაქტორი მალე მოსახლეობის პროტესტს გამოიწვევს და შესაძლოა, ჯიბეცარიელმა მომხმარებელმა პროტესტის მიზნით, ``პე-ეს-პე``-სა და ``ავერსის`` თანამშრომლები აფთიაქებში აღარ შეუშვან``, - განმარტავს ცისკარიშვილი.
ექსპერტების გათვლებით, ფარმაცევტულ სფეროში მოგების მარჟა საქართველოში ძალიან მაღალია. საქმეში ჩახედული ადამიანები მიიჩნევენ, რომ ნებისმიერ ბიზნესში 12-15%-იანი მოგების მაჩვენებელი სავსებით საკმარისია ბიზნესის განსავითარებლადაც და იმისათვისაც, რომ მომხმარებელი განაწყენებული არ დარჩეს. ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ამ სფეროში, ისევე როგორც ბევრ სხვა სექტორში, ბიზნესი მონოპოლიზებულია და ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესს შორის არის გადანაწილებული.
სოსო ცისკარიშვილი: ``ანტიმონოპოლიური სამსახური, ბენდუქიძის ძალისხმევით, კარგა ხანია, აღარ არსებობს და შედეგსაც ვიმკით. მომხმარებელში აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ მის მიერ გადახდილი თანხებით ``სრულიად სულელური`` გადაცემები სპონსორდება.``
ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ასეთი სპონსორობა არ იკრძალება, ცისკარიშვილისთვის იმას ნიშნავს, რომ კომპანიებს არ აქვთ საკუთარი ნებით ქველმოქმედების განკარგვის უფლება, არადა, ``ვანოს შოუს`` დასპონსორების ნაცვლად გაღატაკებული მოსახლეობისთვის ხელის გაწვდა გაცილებით უფრო კეთილშობილური საქმე იქნებოდა.
სოსო ცისკარიშვილს ეეჭვება, რომ ქართული ბიზნესი 10-12%-იან მოგებაზე მუშაობდეს. მოგების მარჟა, შესაძლოა, ქაღალდზე მართლაც 10-12%-ს არ აღემატებოდეს, მაგრამ რეალურად საქმე აბსოლუტურად სხვა განზომილებასთან გვაქვს. რაც უფრო დიდია კომპანია, მით მეტია მოგება და რაც უფრო მეტია მოგება, მით უფრო მეტია, ხელისუფლების ძალდატანებით გაწეული ქველმოქმედება და თავად ელიტარულ კლანზე გაწეული დანახარჯები, - განმარტავს ცისკარიშვილი.

http://commersant.ge

2009.02.11


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006