logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მძიმე, მაგრამ აუცილებელი კომენტარი ონკოლოგიურ დაავადებებზე და ამ პროფილის პაციენტების მკურნალობაზე

აგვისტოს მოვლენებამდე დიდი ხნით ადრე, როცა რუსეთთან ომს ვერავინ იწინასწარმეტყველებდა და, შესაბამისად, გაუთვალისწინებელ ხარჯებზეც არავინ ფიქრობდა, ვიცოდით, რომ სახელმწიფო პროგრამები ონკოლოგიაში აუცილებლად შემცირდებოდა. მაშინ გვარწმუნებდნენ, რომ სადაზღვევო სექტორის განვითარება ამ პროფილის პაციენტებს სერიოზულ პრობლემებს არ შეუქმნიდა. ჯანმრთელობის დაზღვევით მართლაც სულ უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საუკეთესო შემთხვევაშიც კი არც ერთი სადაზღვევო კომპანია ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობას არ აფინანსებს - მაგალითად, ქიმიოთერაპიის კურსს, რომლის გარეშეც ავადმყოფის მკურნალობა ხშირად შეუძლებელია. რაც შეხება დაფინანსებას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, როცა მკურნალობაზე დახარჯული თანხის გარკვეულ ნაწილს სახელმწიფო ფარავდა, დანარჩენს კი პაციენტი იხდიდა, ამ პროგრამას 2008 წელს 6 მილიონი ლარი მოხმარდა. წლეულს პროგრამამ ტრანსფორმირება განიცადა და გაისად მასზე მხოლოდ 2 მილიონია ნავარაუდევი.
სახელმწიფოს მიდგომა ასეთია: ის მთლიანად ანაზღაურებს ონკოლოგიური პროფილის პაციენტის მკურნალობას იმ შემთხვევაში, თუ ამ უკანასკნელს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს მინიჭებული, არასრულწლოვანია ან 65 წელი შეუსრულდა. ერთი შეხედვით უაღრესად ჰუმანური გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვიცით, რომ ონკოლოგიური დაავადებების კლება, სამწუხაროდ, ჩვენთანაც არ შეიმჩნევა. სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად 7 000 ახალი შემთხვევა ვლინდება, რაც, რასაკვირველია, იმას არ ნიშნავს, რომ შვიდიათასივე პაციენტი არ გამოჯანმრთელდება და ნორმალური ცხოვრების რიტმს არ დაუბრუნდება. ყველაზე ცუდი სადაზღვევო პაკეტებიც კი ითვალისწინებს გამოკვლევების ჩატარებას პროფილაქტიკის მიზნით, რაც ხელს უწყობს ამა თუ იმ დავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას. ასე რომ, თუ შეგვიძლია კომფორტის გამო ფული ვუხადოთ მობილურ კომპანიებს, რატომ უნდა დავაყენოთ რისკის ქვეშ საკუთარი ჯანმრთელობა? ასეც ვიზამთ, უფრო სწორად, აღარ ვიზამთ, ოღონდ სახელმწიფომ მიგვითითოს ერთი სადაზღვევო კომპანია მაინც, რომელიც ონკოლოგიიური დაავადებების მკურნალობის ხარჯებს ფარავს ან მომავალში დაფარავს. რადგან ასეთი კომპანია არ არსებობს, ბუნებრივია, საყვედურები სახელმწიფოს მისამართით არ შეწყდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თვითდასაქმებულთა დიდი არმია, მაგალითად, სოფლის მაცხოვრებლები, სოციალურად დაუცველთა კატეგორიას არ განეკუთვნებიან, მაგრამ მათი შემოსავალი ჯანმრთელობის დაზღვევას ვერანაირად ვერ გასწვდება.
საქმე ისაა, რომ იმ ფაქტების მოძიება, რომელიც დაგვანახებდა, რამდენად ეფექტურად ამუშავდა ჯანმრთელობის დაზღვევა ჩვენთან, თითქმის შეუძლებელია. ხშირად (თუ სისტემატურად არა) სადაზღვევო კომპანიები სამედიცინო დაწესებულებებს ფულს დაყოვნებით ურიცხავენ, რის გამოც პაციენტებიცა და ექიმებიც ერთნაიარად ცუდ დღეში ვარდებიან. იმ შემთხვავშიც კი, თუ მომავალში სადაზღვევო კომპანიები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობას გაითვალისწინებენ, ამთავითვე უნდა ვივარაუდოთ, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი აუცილებლად გაძვირდება, რადგან ონკოლოგიური პროფილის პაციენტების მკურნალობა დიდ თანხებთანაა დაკავშირევული. ასე მაგალითად, დღეს დასავლეთში აპრობირებული თარგეტული (მიზანმიმართული) თერაპია, რომელიც ქიმიოთერაპიასთან შედრებით უსაფრთხო და, ამავდროულად, ეფექტურია, შესაძლოა პაციენტს 5000 ლარზე მეტი დაუჯდეს (დაავადების სირთულიდან გამომდინარე). სწორედ ამიტომაა ძნელად დასაჯერებელი, რომ, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანიები გარისკავენ და სადაზღვევო პაკეტებში ამ ტიპის მომსახურებას ჩადებენ. ესეც რომ არა, ისიც ხომ ვიცით, რომ კერძო კომპანიები სრულიად გაუგებარი, უფრო ზუსტად, სწორედ რომ გასაგები მიზეზების გამო საქმეს არა ყველა, არამედ მხოლოდ გარკვეულ კლინიკებთან იჭერენ. მათი საწინააღმდეგო რა გვაქვს, მაგრამ ისინი კომპლექსური თერაპიისთვის ნაკლებად გამოდგება. ისე ხომ არ მოხდება, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადაზღვევო კომპანიები ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობას გაითვალისწინებენ, პაციენტებს სწორედ კერძო კლინიკებთან მოუწევთ საქმის დაჭერა? ნიშნავს თუ არა იქ "მკურნალობა" სანახევროდ მკურნალობას (შესაბამისად, ისედაც ძვირფასი დროისა და ზედმეტი თანხის ხარჯვას), ეს უკვე სულ სხვა პრობლემაა და სერიოზულ კვლევას მოითხოვს.
აქვე ვიტყვით, სოციალურად დაუცველი ფენების დაზღვევა, რომელიც სახელმწიფომ კერძო კომპანიებს მიანდო, სახელმწიფოს თვეში საშუალოდ 11 ლარი უჯდება და ამ ფასში ონკოლოგიური პროფილის დაავადებების მკურნალობაც იგულისხმება. ამისდა მიუხედავად, რეალურად რამდენად კარგად ემსახურებიან ამ კატეგორიის პაციენტებს, ესეც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება იმ მიზეზით, რომ უკმაყოფილო პაციენტების პრეტენზიები იშვიათად ფიქსირდება. არცაა გასაკვირი - ჩვენ ხომ უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებზე ვლაპარაკობთ, მათ კი ხშირად შესაბამის უწყებებამდე მისვლაც არ შეუძლიათ. სამწუხაროდ, ვერც იმ მონაცემების მოპოვება ხერხდება, რომელიც დაგვანახებდა, დაზღვეულთა მთლიანი რაოდენობიდან რამდენია 18-დან 65 წლამდე ასაკის. ეს ის ჯგუფია, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებს სცდება. ეს კითხვა შემთხვევით არ დამისვამს: როგორც ექიმები ადასტურებენ, ონკოლოგიური პრობლემები უფრო ხანდაზმულ ასაკში იჩენს თავს, მაგრამ თქმა იმისა, რომ ამ სენით ახალგაზრდები არ ავადდებიან, სამწუხაროდ, სიმართლეს არ შეესაბამება. აქედან გამომდინარე, ამ პროფილის პაციენტთა დაახლოებით 30 პროცენტი ბედის ანაბარაა მიტოვებული - დაზღვევითაც ვერსად ვერ დაეზღვევიან და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებშიც ვერ იმკურნალებენ. ონკოლოგიური პროფილის სოციალურად დაუცველი პაციენტების მკურნალობა ნაკლებად პრობლემური რომ გახდა, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ თუ სახელმწიფოს მიდგომა არ შეიცვლება, შესაძლოა, სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში ისინიც მოხვდნენ, ვინც ამ ეტაპზე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არ იმყოფებიან.
ერთ საყურადღებო ფაქტს გავიხსენებ: როცა სახელმწიფომ დაიწყო გაჭირვებული ადამიანების აღწერა და მათთვის შეღავათების დაწესება, ისიც გაირკვა, რატომ ჩავარდა ეს ხალხი ამ დღეში. აღმოჩნდა, რომ მათი დიდი ნაწილი იძულებული გახდა, ყველაფერი გაეყიდა, ოღონდაც ახლობლებისთვის სიცოცხლე გაეხანგრძლივებინა (რა თქმა უნდა, სხვა ფაქტორებიც მოქმედებდა, მაგალითად, დაჭერილი ოჯახის წევრი, გადაუხდელი კრედიტი და ა.შ.). აქედან გამომდინარე, სრულიად გაუგებარია, რა რჯის სახელმწიფოს, როცა დაფინანსების ახალ მოდელს საბოლოოდ ისევ მისდა საზიანოდ გვათავაზობს. თუ არც სადაზღვევო კომპანიები დაფარავენ ონკოლოგიური პროფილის დაავადებების მკურნალობის ხარჯებს და იგივეს არც სახელმწიფო პროგრამები უზრუნველყოფენ, ის, ვინც დღეს არ არის სოციალურად დაუცველი, მაგრამ ეს პრობლემა შეეხება, ხვალ, შესაძლოა, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდეს (დღეს მანქანას გაყიდის, ხვალ სახლს, ზეგ კი ...) და სახელმწიფოს მათი დაფინანსება მაინც მოუწევს.
რაც შეეხება შესაშურად შეხმატკბილებულ ურთიერთობას სახელმწიფოსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის, იმედს ვიტოვებ, ბოლომდე ასე ხელიხელჩაკიდებული ივლიან და თვითონვე აღმოფხვრიან იმ ხარვეზებს, რაც ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებით წარმოიქმნა.

სოფიო თოდუა

http://24saati.ge

2008.12.25


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006