logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    პედაგოგთა სადაზღვევო ვაუჩერებზე დიდი ნადირობაა

პედაგოგების დაზღვევას, შესაძლოა, დიდი აურზაური მოჰყვეს. ამის ნიშნები უკვე არსებობს, რასაც არც განათლების სამინისტროში მალავენ. კახეთში პედაგოგებს კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიებში დაზღვევას აიძულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან. სახელმწიფოსაგან მიერ გამოყოფილი 20 მლნ ლარის მოსაპოვებლად მზღვეველებმა ნადირობის სეზონი გახსნილად გამოაცხადეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრი” სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს საჯარო სკოლების პედაგოგების დაშანტაჟებაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები კახეთის სხვადასხვა სკოლაში პედაგოგებისაგან ვაუჩერების მიღებას უკანონო მოქმედებებით ცდილობენ.
“ადამიანის უფლებათა ცენტრში” ამტკიცებენ, რომ მუნიციპალიტეტებში სადაზღვევო კომპანიებს, ფაქტობრივად, საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლები, ან მათი ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები წარმოადგენენ.
“მაგალითად, ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსისგან სკოლის დირექტორებს მიღებული აქვთ ზეპირი დავალება, რომ პედაგოგები სადაზღვევო კომპანია “იმედი ელ”-ის კომპანიაში დაეზღვიონ. ჩვენ მიერ გამოკითხული პედაგოგების უმრავლესობა უკვე სწორედ ამ კომპანიაში არის დაზღვეული”, - აცხადებენ “ადამიანის უფლებათა ცენტრში”.
როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაზღვევო კომპანიებს აქვთ კონკურენციაში ჩართვის ისეთი მექანიზმი, როგორიცაა, მაგალითად, საკუთარი მომსახურების რეკლამირება, რაც დასაშვებია.
მინისტრმა აღიარა, რომ სამინისტროს დაძალების ფაქტებზე, მაგალითად, კახეთში, გარკვეული ინფორმაცია აქვს. ამ ინფორმაციას განათლების უწყება უტყუარ ინფორმაციად არ აფასებს, თუმცა მას აუცილებლად გადაამოწმებს და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, მკაცრ რეაგირებას მოახდენს.
ნიკოლოზ გვარამია მოუწოდებს პედეგოგებსა და სადაზღვევო კომპანიებს, ანალოგიური ფაქტების შესახებ განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ცხელი ხაზის მეშვეობით აცნობონ.
საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი და სხვა სასწავლებლების პედაგოგების სამედიცინო დაზღვევას 2009 წლიდან ათი კომპანია უზრუნველყოფს. ეს კომპანიებია: “ალდაგი BCI”, “იმედი L” “ინტერნაციონალი”, “GPI ჰოლდინგი”, “ირაო”, “სახალხო დაზღვევა”, “ვესტი”, “ქართუ” და “აი-სი ჯგუფი”.
დაზღვევის ექვსწლიანი პროგრამისათვის 80 ათასამდე ბენეფიციარის დასაზღვევად 2009 წლის ბიუჯეტში 19,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული. წლეულს კი ბიუჯეტიდან ამავე მიზნით 12 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.
ვაუჩერის მფლობელებმა სადაზღვევო ორგანიზაცია წესით საკუთარი ნებით უნდა შეარჩიონ. დაწესებულების ადმინისტრაციებისა და სხვა სახელმწიფო მოხელეების მიერ ბენეფიციარებზე რამე სახის ზემოქმედება მიუღებელია.

თემურ დოლიძე

http://presa.ge

2008.12.24


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006