logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ნეიროვასკულური კონფლიქტის ქირურგიული მკურნალობა

ნეიროვასკულური კონფლიქტი სამწვერა ნერვის და არტერიის შეუთავსებლობისას წარმოიშობა, როცა არტერია ნერვს აწვება და სახის არეში საშინელ ტკივილს იწვევს. თუ პერიოდულ გამონათებებს მხედველობაში არ მივიღებთ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს იყო მოურჩენელი ჭირი. უნდა ითქვას, რომ დაავადების კლასიკური ვარიანტი უმეტეს შემთხვევაში თერაპიულ მკურნალობას ექვემდებარება, მაგრამ, როცა პაციენტს მედიკამენტი არ შველის, ქირურგიული ჩარევა აუცილებელი ხდება. ჩვენში დღემდე არსებული ქირურგიული მანიპულაციები დროებით გაუტკივარებას იძლევა, მაგრამ, ხანმოკლე რემისიის გამო ეს მეთოდი ნაკლები ეფექტურობით ხასიათდება. საუნივერსიტეტო კლინიკის ნეიროქირურგიული ცენტრის ახალგაზრდა ნეიროქირურგმა, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა ლადო წიქარიშვილმა პირველად გააკეთა წარმატებით ოპერაცია სამწვერა ნერვზე, რომელიც წლების განმავლობაში მოუშუშებლად ტანჯავს მრავალ ადამიანს.
ჩვენთვის ახალ და დასავლეთისთვის მოძველებულ ნეიროქირურგიულ მეთოდს, "სამწვერა ნერვის მიკროვასკულური დეკომპრესია" ეწოდება. ოპერაციის არსი მდგომარეობს შემდეგში: თავის ქალის ტრეპანაციის გზით ხორციელდება მიდგომა ტვინის ღეროდან სამწვერა ნერვის გამოსვლის ადგილზე და სპეციალური პროტექტორით წარმოებს სამწვერა ნერვის არტერიისაგან იზოლირება. ოპერაცია, დაახლოებით, ორსაათიანია, პაციენტს ტკივილი მყისიერად ეხსნება და იწყება რემისიის მრავალწლიანი პერიოდი. ტკივილი შეიძლება განმეორდეს, ვთქვათ, ათი წლის გავლის შემდეგ, მაგრამ ის უკვე ადვილად დაემორჩილება მედიკამენტოზურ მკურნალობას.
მსოფლიოში პირველი ასეთი ოპერაცია ამერიკელმა ნეიროქირურგმა პიტერ ჯანეტამ 1967 წელს შეასრულა და დღემდე 2000-ზე მეტ პაციენტს მიანიჭა შვება. მათ შორის გართულება მხოლოდ 2-3 პროცენტს აღენიშნებოდა. საქმე ისაა, რომ ეს გახლავთ საშუალო სირთულის ოპერაცია და ამ საქმეში გამოცდილი, პროფესიონალი ნეიროქირურგის ხელში გართულების ალბათობა, მართლაც, მინიმალურია.
ლადო წიქარიშვილმა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1996-2003 წლებში რეზიდენტურა გაიარა მოსკოვში ბურდენკოს სახ. ნეიროქირურგიის ინსტიტუტში, სადაც მოიპოვა კიდეც სამეცნიერო ხარისხი. 2008 წელს კი სტაჟირებაზე იმყოფებოდა ლონდონში ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ნაციონალურ ჰოსპიტალში, სადაც დაეუფლა ნეიროქირურგიული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს.
ლადო წიქარიშვილის თქმით, სამწვერა ნერვის ნევრალგია აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. მისი გავრცელების სიხშირე, დაახლოებით, არის 4:100000 მოსახლეზე. ანალოგიური პათოლოგიური მექანიზმი – ნეიროვასკულური კონფლიქტი უდევს საფუძვლად ისეთ დაავადებებსაც, როგორიც არის ჰემიფაციალური სპაზმი და გლოსოფარინგეალური ნევრალგია, თუმცა ისინი უფრო იშვიათად გვხვდება.
თანამედროვე ნეიროქირურგიაში მიკროვასკულური დეკომპრესია ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების დროს ყველაზე ფიზიოლოგიურ და ეფექტურ მკურნალობის მეთოდად მიიჩნევა. თუმცა ამ საკითხის აქტუალიზაციისა და პოპულარიზაციისთვის, ნეიროქირურგებთან ერთად, საჭიროა ნევროლოგების აქტიური მონაწილეობა.

http://24saati.ge

2008.12.22


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006