logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    გაყიდული, მაგრამ მაინც “უპატრონო” საავადმყოფოები

ქუთაისში მდებარე რვა საავადმყოფო ეკონომიკის სამინისტრომ გასულ წელს აუქციონზე გაყიდა. მიუხედავად ამისა, ფაქტობრივად, დღემდე ყველა საავადმყოფო სახელმწიფო საკუთრებაში რჩება.
- “კლინიკური საავადმყოფო გაყიდულია კონკურსის წესით, მისი მფლობელია ბლოკ “ჯორჯია”. თითქოს პრივატიზირებულია, მაგრამ დოკუმენტაციის გადაფორმება ჯერ არ მომხდარა. ოფიციალურად, დღემდე საავადმყოფო საწარმოთა მართვის სააგენტოს დაქვემდებარებაშია”, - ამბობს ძოწენიძის სახელობის სამხარეო კლინიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი კოტე ხელაძე. ანალოგიური სიტუაციაა სხვა კლინიკებშიც.
როგორც გაირკვა, გასხვისებული საავადმყოფოების ხელმძღვანელებიდან, მხოლოდ კახა ნურალიძეა საქმის კურსში.
- “დღეს ეროვნული ცენტრის მფლობელი არის ბლოკ “ჯორჯია” და “ნიუ ჰოსპიტალი”. 2/3 წილისა და მართვის უფლება ეკუთვნის ბლოკ “ჯორჯიას” და 1/3 წილი ეკუთვნის “ნიუ ჰოსპიტალს”. მე რამდენადაც ვიცი, იგეგმება ჩვენი განვითარება. კონკრეტულად, გარემონტდება ყბადაღებული C ბლოკი. როგორც იცით, სამი წლის წინ მხოლოდ A და B ბლოკები გაეშვა ექსპლუატაციაში, ამიტომ სახელმწიფომ გადაწყვიტა და ეს ვალდებულება დააკისრა ინვესტორებს. დარწმუნებული ვარ, ინვესტორები 2009 წლის განმავლობაში C ბლოკს აამუშავებენ, სადაც დამატებით 100-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება”, - ამბობს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი კახა ნურალიძე.
მისი თქმით, ყველა კლინიკა, რომელიც შედის ინვესტორების არეალში, აღიჭურვება გაცილებით უფრო უკეთესად და გაუმჯობესდება შიდა ჰოსპიტალური მენეჯმენტიც.
- “გარდა ამისა, კლინიკები უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ ერთმანეთთან. ეროვნული სამედიცინო ცენტრი აღარ იქნება მარტო. მას ეყოლება თავისი სატელიტი კლინიკები, ძალიან დიდი რაოდენობით, სადაც იქნება პაციენტთა ნაკადის, ადამიანური და მატერიალური რესურსების რაციონალური მართვა, რაც წაადგება, ზოგადად, კლინიკების მენეჯმენტს”, - ამბობს კახა ნურალიძე.
კლინიკების გასხვისება ჰოსპიტალური სექტორის რეფორმის ეროვნული პროგრამის ფარგლებში მოხდა, რომელიც 100 ახალი საავადმყოფოს მშენებლობას ითვალისწინებდა. პროგრამის მიზანი იყო, თბილისსა და რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველა საავადმყოფოს პრივატიზაცია პირდაპირი მიყიდვის წესით.
2007 წლის 14 აგვისტოს აუქციონზე ქუთაისში მდებარე შემდეგი საავადმყოფოები გაიყიდა: “ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო სარეაბილიტაციო რეგიონული კლინიკური ცენტრი”, “რკინიგზის მრავალპროფილიანი საავადმყოფო”, “ძოწენიძის სახელობის სამხარეო კლინიკური საავადმყოფო”, 2 სამშობიარო სახლი, “რეგიონალური ონკოლოგიური ცენტრი”, “იმერეთის სამხარეო ინფექციურ პატოლოგიათა ცენტრი”, “დედათა და ბავშვთა სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი”, “დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრი”.
აუქციონში გამარჯვებულად “ავერსის”, PSP-ს, ბლოკ “ჯორჯიას” და “ჯი-არ-დი-სის” გაერთიანება გამოცხადდა. საავადმყოფოების პრივატიზაცია ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის შესაბამისად მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დღეისათვის ყველა ზემოთ აღნიშნული საავადმყოფოს მფლობელი ბლოკ “ჯორჯიაა”, ხოლო “პე-ეს-პე” და “ავერსი” მცირე წილობრივი მონაწილეობით დარჩა მხოლოდ დედათა და ბავშვთა ცენტრში და ქუთაისის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იმერეთის მხარეში თეიმურაზ იმედაძე ამბობს, რომ ინვესტორთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და ყველა საავადმყოფოს ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილია.
მისი თქმით, ახალი საავადმყოფოს მშენებლობა, ქუთაისში ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე, სავარაუდოდ, 2009 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება და წელიწადნახევარში აშენდება.
- “სახელმწიფომ დაავალა ინვესტორს, შენ ეს შეიძინე, სანაცვლოდ უნდა ამიშენო ერთი დიდი საავადმყოფო. სხვა საავადმყოფოები ფუნქციონირებას გააგრძელებენ თუ არა, ეს ინვესტორის გადასაწყვეტია, ანუ ინვესტორი რომელ საავადმყოფოსაც ჩათვლის მომგებიანად და რენტაბელურად, ის საავადმყოფო იფუნქციონირებს. შეიძლება რომელიმე საავადმყოფოს მუშაობა არ იყოს მომგებიანი, მაშინ მოხდება მისი ჩანაცვლება”, - ამბობს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იმერეთის მხარეში თეიმურაზ იმედაძე.
ქუთაისის გარდა, სამედიცინო დაწესებულებები გასხვისდა იმერეთის ხუთ რაიონში. ხარაგაულის, ჭიათურის, ტყიბულის, ვანისა და ბაღდათის საავადმყოფოები აუქციონის წესით გაიყიდა და მისი მფლობელი სამშენებლო კომპანია “ახალი სტილი” გახდა.
იმედაძის თქმით, იმის საშიშროება, რომ ვინმე უმუშევარი დარჩება არ არსებობს.
- “ამ პროექტის განხორციელებით არ მცირდება საწოლების რაოდენობა, პირიქით. შესაბამისად როდესაც საწოლები არ მცირდება, შტატების შემცირებაც არაა მოსალოდნელი. ბევრი სპეციალობა გვაქვს დეფიციტური იმერეთში და უმუშევარი ნამდვილად არავინ დარჩება”, - ამბობს იმედაძე.

მანანა ქველიაშვილი

http://presa.ge

2008.12.17


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006