logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის სამედიცინო-საინფორმაციო ცენტრის გახსნის ცერემონია

დღეს 14 სთ-ზე საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრში (მის: წინამძღვრიშვილის ქ. №57) - ევროკავშირის და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ თანადაფინანსებული პროექტის - "ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობა - ინიციატივა სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში იხსნება ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის სამედიცინო-საინფორმაციო ცენტრი, რომელიც ახალგაზრდებს უზრუნველყოფს უფასო კონსულტაციებით, კონტრაცეპტიული საშუალებებით, ფინანსურად ხელმისაწვდომი დიაგნოსტიკური და სამკურნალო მომსახურებით, მიაწვდის მათ სრულყოფილ ინფორმაციას რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით.

პროექტის მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მდგრადი გაუმჯობესება. პროექტის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობილი რეპროდუქციული ჯანმრთელობის სამსახურებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა. აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში დაგეგმილია მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის 16 სამედიცინო-საინფორმაციო ცენტრის გახსნა.

პროექტის კიდევ ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ახალგაზრდების განათლება და ინფორმირება მათი რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე. ამ მიზნით პროექტმა ჩაატარა ჟურნალისტების კონკურსი ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების საუკეთესო გაშუქებაზე. ცენტრის გახსნასთან ერთად მოხდება კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტების სპეციალური პრიზებით დაჯილდოვება.

ცენტრის გახსნის ცერემონიას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ბ-ნი გიორგი წერეთელი, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბ-ნი ოთარ თოიძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ბ-ნი პერ ეკლუნდი, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ქ-ნი თამარ ხომასურიძე და სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

http://publicity.ge

2008.12.12


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006