logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ექიმების მიერ ევროინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯი

"ქვეყნებს შორის გაერთიანება, უპირველეს ყოვლისა, სამეცნიერო და კულტურული კავშირების განმტკიცებით იწყება," - განუცხადა ნეაპოლში მყოფ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორ გიორგი მენაბდესა და ამავე უნივერსიტეტის ქირურგიული დეპარტამენტის პროფესორ გიორგი გიორგობიანს ევროპის ქირურგთა საზოგადოების ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ცნობილმა ქირურგმა, პროფესორმა ლუკ მიშელმა.
2009 წლის ნოემბერში, თბილისი ევროპის ქირურგთა საზოგადოების მე-13 კონფერენციას უმასპინძლებს. ამ გადაწყვეტილების დასტურად ქირურგთა საზოგადოების წევრებმა მიმდინარე წლის ნოემბერში ნეაპოლში გამართულ კონფერენციაზე მიწვეულ საქართველოს წარმომადგენლებს გარდამავალი მედალი გადასცეს, რომელიც იმ ქვეყნებს ენიჭებათ, სადაც კონგრესის ჩატარება იგეგმება. თუმცა, მედლის გადაცემამდე, ნეაპოლში სტუმრად მყოფ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიორგი მენაბდეს საქართველოში სამედიცინო განათლების ასპექტებზე ლექციის წაკითხვა სთხოვეს. შემდეგი ლექცია თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი გიორგობიანმაც წაიკითხა. ნეაპოლში მყოფი საქართველოს ორივე წარმომადგენელი საქართველოში დაგეგმილი მე-13 კონფერენციის პრეზიდენტებად არიან არჩეულნი. კონფერენციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი უმასპინძლებს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი კონფერენცია არა თუ საქართველოში, არამედ არც ერთ პოსტსაბჭოურ ქვეყანაში არ ჩატარებულა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ევროპელი ქირურგები ყოველწლიურად, ძირითადად, ევროგაერთიანების ქვეყნებში იკრიბებიან.
ქართველი ქირურგები კონფერენციაში ბოლო 10 წელია, აქტიურად მონაწილეობენ. ევროპის ქირურგთა საზოგადოების მმართველი საბჭოს წევრმა გიორგი გიორგობიანმა კონფერენციის საქართველოში ჩატარების საკითხი ევროპელ კოლეგებთან, დაახლოებით, 3 წლის წინათ დააყენა. მაშინ, გაუკვირდათ... შარშან კი გადაწყდა, რომ კონფერენცია, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის, დაახლოებით, 500 წამყვანი მეცნიერი დაესწრება, საქართველოში ჩატარებულიყო. ევროპელების გადაწყვეტილება საქართველოში აგვისტოს თვეში მომხდარმა საომარმა მოქმედებებმა არ შეცვალა.
ამდენად, მომავალ წელს საქართველოს ესტუმრებიან ევროპის ქირურგთა საზოგადოების წევრები, ისეთი ცნობილი ქირურგები, როგორებიც არიან მიულერი გერმანიიდან, კინგსნორთი დიდი ბრიტანეთიდან, ლუკ მიშელი ბელგიდან და სხვები. კონფერენციის მისიაა ფართო საზოგადოებისთვის ქირურგიის სფეროს მიღწევების გაცნობა და განვითარება.
გარდა ამისა, ევროპელი ქირურგები აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის კავშირების გამართვასა და გაძლიერებასაც ცდილობენ. მომავალი კონფერენციის პრეზიდენტებმა სწორედ ამიტომაც შეარჩიეს სლოგანი "საქართველო- ხიდი ევროპასა და აზიას შორის"
როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი მენაბდე მიიჩნევს, კონგრესის საქართველოში ჩატარების შესახებ მმართველი საბჭოს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ისინი ევროპის ქვეყნად გვაღიარებენ. "თუმცა, ევროპელებს ეს გადაწყვეტილება მარტივად არ მიუღიათ. მათ შეისწავლეს ჩვენი ინფრასტრუქტურა, მონაცემები, შესაძლებლობები და გადაწყვიტეს, რომ ჩვენ ამის საშუალება გვაქვს და ამ მასშტაბის კონგრესის ჩასატარებლად ინტელექტუალური რესურსიც გაგვაჩნია," - აღნიშნა გიორგი მენაბდემ.

http://www.24saati.ge

2008.12.08


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006