logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    რატომ ამბობენ უარს ქალბატონები ზიანის შემცირების პროგრამებზე?

ზიანის შემცირების პროგრამები რა მასშტაბით გაგრძელდება საქართველოში ეს გლობალურ ფონდზეა დამოკიდებული, რომელიც მთავარ დონორს წარმოადგენს ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების პროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციებისათვის. თუ მომავალი წლიდან ფონდი დაფინანსებაზე უარს არ იტყვის, უფასო კონსულტირების და "შპრიცების გაცვლაში" მონაწილეობის შანსი კვლავ მიეცემათ წამალდამოკიდებულებს. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციები უფასო მომსახურებას ვეღარ შესთავაზებენ კლიენტებს და მუშაობის პრინციპებიც სხვაგვარი გახდება.
მაინც რა შედეგი მოჰყვა ამ პროგრამების დანერგვას ქვეყანაში? ზიანის შემცირებაში მოიაზრებენ ნებაყოფლობით ტესტირება-კონსულტირების პროგრამებს, შპრიცების გაცვლის პროგრამებსა და ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებს. ყველაზე დიდი მოთხოვნა ამ პროგრამებიდან უკანასკნელზეა. მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპია მომხმარებელს უპირველესად დეკრიმინალიზაციის საშუალებას აძლევს - სამკურნალოდ ხდება უფრო მსუბუქი ნარკოტიკის მეთადონის შერჩევა შესაბამისი დოზით და წამალდამოკიდებულიც აღარ ზრუნავს ყოველდღიური დოზის მოსაპოვებელი თანხების მოძიებაზე.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, უპირველესად სოციალური მუშაკების ქუჩაში მუშაობის წყალობით გაიზარდა ინფორმირებულ მომხმარებელთა რიცხვი, რომლებმაც დაწვრილებით მიიღეს ინფორმაცია ინფექციურ დავადებათა შესახებ და ზიანის შესამცირებლად ერთჯერადი შპრიცების გამოყენების აუცილებლობაშიც დარწმუნდნენ. როგორც ფსიქო-სოციალური ინფორმაციისა და კონსულტირების ცენტრ "ახალი გზის" ხელმძღვანელმა, ქალბატონმა დალი უშარიძემ აღნიშნა, მათ მიერ კონსულტირებულ მომხმარებელთა შორის შემცირდა აივ-ით ინფიცირებულთა რიცხვი... თითქმის ყველა კლიენტი ერთხელ უკვე დაჯარიმებულია 500-ლარიანი ჯარიმით. მეორედ დაჯარიმების შიში ახალ პრობლემას ქმნის. ადამიანები საკონსულტაციო ცენტრებსაც ემალებიან და პოლიციასაც, რა თქმა უნდა. თუმცა, ნარკოტიკს მაინც ვერსად გაურბიან. ასეთი ვითარება სოციალური მუშაკების მუშაობას ძალზე აფერხებს სამიზნე ჯგუფებთან.
საქართველოში იაფი, კუსტარულად დამზადებული ამფეტამინების მოხმარება გახშირდა. გახშირდა ქალბატონებს შორისაც. ორგანიზაციათა მცდელობა, ქალბატონებიც ჩაერთოთ ზიანის შემცირების პროგრამებში, ამაო აღმოჩნდა. ჰოდა, არასამთავრობო სექტორს სურვილი გაუჩნდა გამოეკვლია, რატომ ამბობდნენ სუსტი სქესის წარმომადგენლები დახმარებაზე უარს, როცა ამ დახმარებას სიამოვნებით იღებდნენ მამაკაცები. ამასთან დაკავშირებით ქალბატონმა დალი უშარიძემ აღნიშნა:
- დავინტერესდით, რატომ არ მოდიოდნენ ჩვენამდე იაფი ნარკოტიკის მომხმარებელი ქალბატონები, ან რაიმე სხვა საჭიროებები ხომ არ ჰქონდათ. უპირველესად ამაში დიდ როლს თამაშობს სტიგმა საზოგადოებისა ნარკოტიკების მომხმარებელი ქალების მიმართ და თავად ნარკოტიკების მომხმარებელი მამაკაცების მხრიდანაც. ეს უკანასკნელნიც კიცხავენ მომხმარებელ ქალბატონებს. მეორე მიზეზი ის გახლავთ, რომ თავად ქალები არ ყიდულობენ, არ ხარშავენ, არ ამზადებენ ამ "წამალს". მათ მამაკაცი სჭირდებათ, რომელიც ამ ყველაფრით მოამარაგებს. მათ შორის თანაცხოვრების გარკვეული ფორმაც ყალიბდება - ერთმანეთით სარგებლობენ. ნარკოტიკების მომხმარებელი ქალბატონები მთლიანად დამოკიდებულნი არიან მომხმარებელ მამაკაცებზე და ამ მამაკაცებს არ აქვთ სურვილი, ჩვენთან იურთიერთონ ქალბატონებმა. სწორედ ისინი უშლიან ხელს მანდილოსნების ჩვენამდე მოღწევას... ამ ქალებს ზოგი მოსამსახურედ იყენებს, ზოგი სქესობრივ პარტნიორად, ან სამუშაოდ უშვებენ, რათა ფული მოიტანონ, ზოგისთვის საფარს წარმოადგენს.

მერი ნამორაძე

http://www.opentext.org.ge/akhalitaoba

2008.12.08


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006