logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ქვეყანაში ჰოსპიტალური დაწესებულებების დეფიციტი იქმნება

უკვე ცნობილია, რომ აგვისტოში განვითარებული მოვლენების შემდეგ, მთავრობის მიერ შემუშავებული ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის - ``ასი ახალი საავადმყოფო`` - განხორციელებას პრობლემები შეექმნა.
პროგრამა ``100 ახალი საავადმყოფო`` ჰოსპიტალური სექტორის არსებული ქსელის სრულ ფიზიკურ განახლებას ითვალისწინებს. საპროექტო გათვლებით, ახალი საავადმყოფოების მშენებლობა ბევრად უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ძველის რეაბილიტაცია. ამასთან, ახალი პროგრამით გათვალისწინებული რეფორმები სამედიცინო მომსახურებას არ გააძვირებს. ჯანდაცვის სფეროში ინვესტირების მოდელი ახალ სამედიცინო ინფრასტრუქტურაში მოზიდული საინვესტიციო კაპიტალის პირდაპირ ჩადებას ითვალისწინებს. სამწლიანი პროგრამის განხორციელებისთვის 900 მილიონი დოლარის ინვესტიციაა საჭირო. აქედან 300 მილიონი ჰოსპიტალურ სექტორს მოხმარდება, 100 მილიონი - ჯანდაცვის სექტორს, ხოლო 500 მილიონი - უძრავი ქონების შეძენას.
პროგრამის მიხედვით, სახელმწიფოს მოთხოვნა ინვესტორების მიმართ ასეთი იყო: 2-3 წლის მანძილზე ააშენოს და აღჭურვოს 100 საავადმყოფო, სანაცვლოდ, ინვესტორი მიიღებს საავადმყოფოების ამორტიზებულ შენობებს და მიწას, რომელსაც თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენებს. ინვესტორი ვალდებულია, ახალი საავადმყოფოს აშენებამდე არ შეეხოს ძველს... სახელმწიფო 7 800 საწოლის მოცულობის საავადმყოფოებს მიიღებს: 4 185 საწოლი - თბილისში და 3 615 - რეგიონებში განთვსდება.
როგორც ამ ეტაპზე გახდა ცნობილი, პროგრამაში მონაწილე კომპანიები აღებულ ვალდებულებს ვერ ასრულებენ. პრივატიზაციაში მონაწილე და აუქციონზე გამარჯვებული ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანია პროგრამიდან საერთოდ გავიდა. ექსპერტების არგუმენტი ასეთია: ინვესტორებისთვის მთავარი სტიმული დედაქალაქის ის პრესტიჟული ადგილები იყო, რაშიც, ფაქტობრივად, ფულს არ იხდიდნენ და რისი გამოყენებაც ახალი, პრესტიჟული მშენებლობების დასაწყებად ძალიან მომგებიანი იქნებოდა. დღეს ეს ფაქტორი გამოირიცხა, რადგან უძრავი ქონების ბაზარზე სრული კრიზისია.
ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის ფარგლებში ჩატარებულ პრივატიზაციაში ხუთი გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა: შპს MGI, რომელსაც N15 ლოტის ფარგლებში ``საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოაკიმეს და ანას სამშობიარო სახლი`` გადაეცა; საინვესტიციო კომპანია ``ევორდი`` და ფარმაცევტული კომპანიები - ``ავერსი``, ``პე-ეს-პე`` და ქართულ-ჩეხური კომპანია ``ბლოკ-ჯორჯიას`` გაერთიანება. ``ავერსმა`` პროგრამაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და ცალკე კომერციული სამედიცინო ქსელის განვითარებაზე მუშაობს. კომპანიამ რამდენიმე კლინიკა თბილისსა და რეგიონებში უკვე გახსნა. ამ ინფორმაციას კომპანიაშიც ადასტურებენ, თუმცა პროგრამიდან გამოსვლის კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობენ.
``პსპ ჯგუფის`` ჰოსპიტალური გაერთიანების გენერალური დირექტორის ნიკა ოქრიაშვილის თქმით, მშენებლობა დღესაც აქტიურად მიმდინარეობს და სახელმწიფოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებას დროულად შეასრულებენ, ყველგან შეინარჩუნებენ თანამშრომლების არსებულ შტატს და იგეგმება დასაქმებული მედპერსონალის რაოდენობის ზრდაც. ვადა განსაზღვრულია 2010 წლის 2 სექტემბრამდე. ``ნიუ ჰოსპიტალს`` თბილისში ოფთალმოლოგიისა და ნევროლოგიის ცენტრი, მე-4 სამშობიარო და დამწვრობის ცენტრი გადაეცა.
პროგრამიდან ``ავერსის`` ამოვარდნის შემდეგ, ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმის მთავარი მოთამაშე ქართულ-ჩეხური კომპანია ``ბლოკ-ჯორჯია`` გახდა. გეგმის ფარგლებში, კომპანიამ ზუგდიდში ერთი საავადმყოფო უკვე ააშენა. აღსანიშნავია, რომ ერთ დროს კომპანიის ბუნდოვანი წარმომავლობის გამო ატეხილი აჟიორტაჟის მიუხედავად, კონკრეტული პროექტები და საინვესტიციო მიმართულებები მხოლოდ ამ კომპანიას აქვს.
``ბლოკ-ჯორჯია`` საავადმყოფოების მშენებლობისთვის თანხებს ჩეხეთის სახელწიფო ბანკიდან მოიზიდავს.
``ბლოკ ჯორჯია`` 25 ახალ საავადმყოფოს სამ წელიწადში ააშენებს და 200 მლნ. აშშ დოლარამდე ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიის ამოცანაა ინტეგრირებული ჯანდაცვის მოდელის შემუშავება და დანერგვა.
პროგრამის კიდევ ერთ მონაწილე კომპანიას, ``ევორდ კაპიტალს``, ჰოსპიტალური განვითარების პროექტით, თბილისში ერთი 100-ადგილიანი საავადმყოფო და რეგიონებში 15 საავადმყოფო უნდა აეშენებინა. კომპანიის გენერალური დირექტორის ლაშა ცაგარეიშვილის განმარტებით, კრიზისული სიტუაციის გათვალისწინებით, კომპანიამ პროექტების განხორციელება დროებით შეაჩერა.
რაც შეეხება სახელმწიფო რეგულირებას, პრემიერ-მინისტრის თაოსნობით შეიქმნა კომისია, რომელსაც ჯანდაცვის და ეკონომიკური განვითარების მინისტრები უხელმძღვანელებენ. რა მხრივ განხორციელდება რეგულირება, კომისიის წევრები ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ და განმარტავენ, რომ კონტროლი პირველ რიგში საავადმყოფოების მშენებლობის ხარისხზე და კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების პირნათლად შესრულებაზე გაკეთდება.
ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის შესაბამისად, საავადმყოფოების აშენების შემდეგ, 7 წლის განმავლობაში, სახელმწიფო მკაცრად გააკონტროლებს აშენებული საავადმყოფოების პროფილს და მუშაობას, ინვესტორი კი ვალდებული იქნება, ყველა პირობა შეასრულოს, ამ პერიოდის შემდეგ, კი ინვესტორები ობიექტების ერთპიროვნული განმკარგველი გახდებიან და შეუძლიათ, ყველაფერი ისე გააკეთონ, როგორც საჭიროდ ჩათვლიან. თუნდაც დაანგრიოს ის შენობა, ან პროფილი შეუცვალონ.
ასე რომ, დაპირებული ასი საავადმყოფოს ნაცვლად, შესაძლოა, ორი-სამი ახალი საავადმყოფო მივიღოთ, ოღონდ არა ძველების სანაცვლოდ, რადგან მათი ლიკვიდაციის პროცესი იქამდე ვერ დაიწყება, ვიდრე შესაბამისი ახალი შენობა მზად არ იქნება.

http://www.commersant.ge

2008.12.08


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006